ეგვიპტური ჭიშკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეგვიპტური ჭიშკარი
Египетские ворота
Egyptian Gates in rainy october.jpg
კოორდინატები 59°43′45″N 30°23′40″E / 59.729272° ჩ. გ. 30.394494° ა. გ. / 59.729272; 30.394494
მდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ადამ მენელასი
თარიღდება 1827-1830
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810468000

ეგვიპტის ჭიშკარი (რუს. Египетские ворота) — არქიტექტორ ადამ მენელასის მიერ ცარსკოე-სელოში 1827-1830 წლებში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მდებარეობს სასახლის ქუჩის, ოქტომბრის ბულვარისა და პეტერბურგის გზატკეცილის გადაკვეთის ადგილზე. პროექტი 1826 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭიშკარი არის ქალაქში სანქტ-პეტერბურგის მხრიდან საზეიმი შესასვლელი. დეკორატიულ მორთულობაში გამოყენებულია ძველი ეგვიპტური ხელოვნების ფორმები და მოტივები, რომელიც დამახასიათებელი იყო ეგვიპტომანიის ეპოქისათვის.

ჭიშკარი შედგება ორი კოშკისაგან, რომელიც დაკავშირებულია რგოლური ღობით. კოშკები ქვისგანაა აგებული და სამსართულიანებია. გამოიყენებოდა სადარაჯოდ. სახურავზე შიდა გათბობის მილებია ასული. სათავსოებს პატარა ფანჯრები აქვს, რომელიც ბარელიეფების რიგის ზომისაა. ზედა ნაწილში განთავსებულია შეზნექილი თუჯის კანიზები.

გაედან კედლები გაფორმებულია თუჯის ფილებით, რომლებზეც გამოსახულია რელიეფური გამოსახულების 30 განსხვავებული სცენა ეგვიპტური მითოლოგიიდან. აქაა გამოსახული ეგვიპტური ღმერთი ოსირისი ადამიანის ფორმით, მამაკაცის ტანსაცმელში და პაპირუსის ფირფიტების გვირგვინით. კოშკის კუთხეებში გამოსახულია ღმერთი მაატი. ზედა იარუსზე გამოსახულია ქალღმერთი ისიდა, რომელსაც ხელში უჭირავს ბავშვი — ღმერთი ჰორი. ქვედა იარუსებზე კი წარმოდგენილია ფარაონებისადმი მიძღვნილი სცენები. ძირითადი ბარელიეფები გაფორმებულია ძველი ეგვიპტელების საქმიანობის ამსახველი სცენებით (მთავარი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა).

ამ გამოსახულებების მუყაოს ფორმები დაამზადეს ადამ მენელესის ხელმძღვანელობით მხატვარმა ვ. დოდონოვმა. ხოლო თიხის ნიმუშები შეასრულა ვასილი დემუტ-მალინოვსკიმ.

კოშკების დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს კედლებზე მიდგმულია თუჯის გერმები, რომელიც ასევე შესრულებულია ვ. დემუტ-მალინოვსკის მიერ.

ჭიშკრის თუჯის დეტალები შესრულებულია ალექსანდროვსკის თუჯის ქარხანაში 1830 წელს.

1900-1902 წლების გადაკეთების შემდეგ კოშკებს შორის გადიოდა რკინიგზის ხაზი, თუმცა რევოლუციის შემდეგ ეს ხაზი გააუქმეს.

დიდი სამამულო ომის წინ ჭიშკარი გაარემონტეს, თუმცა ომის მსვლელობის პერიოდში მნიშვნელოვანი დაზიანება განიცადა. უკანასკნელი რესტავრაცია განიცადა 1980-იან წლებში.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი კოშკი 1985 წლამდე წარმოადგენდა ახლოს მდებარე ლენინგრადის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დარაჯის საცხოვრებელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]