ებრაული სამოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ებრაული სამოსი — საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები იძულებულნი იყვნენ, ჩაეცვათ ან ჰქონოდათ რაიმე აქსესუარი, რომელიც მათ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისაგან გამოარჩევდა. ჩაცმის თაობაზე თავად ებრაელების მიერ შექმნილ ნორმებს ჰალახის კოდექსი და „ცნიუტის“ წესი არეგულირებს. ებრაელებში განირჩევა ტანისამოსის სადა ფერი, სიგრძე, ქამრის ადგილი, თმის საბურავი მამაკაცებისა და ქალებისთვის. დაშვებულია და მკაცრად აკონტროლებენ სხეულის კანის დაფარვას გარკვეულ ადგილებში. მიზანშეწონილია ნაკლები სამკაული და ა. შ. სწორედ ყველაფერი აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ებრაელთა მოკრძალებულობასა და სისადავეს უსვამს ხაზს და განურჩევლად სქესისა, ამ წესს ყველა ორთოდოქსი ებრაელი იცავს.

საინტერესოა ებრაული ქუდი, ამ პატარა, მრგვალ ქუდს, რომელიც კეფის ზედა ნაწილს ფარავს, კიპას ეძახიან.თავდაპირველად, თავსაბურავი ღმერთთან კონტაქტის სიმბოლოდ მიაჩნდათ. უფლის მსახურება (ლოცვა, კურთხევა, თორას შესწავლა) მხოლოდ თავსაბურავით ხდებოდა. მოგვიანებით, ზოგიერთმა ებრაელმა საერთოდ უარი თქვა კიპას მოხსნაზე. ამით ებრაელები იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ მათი ყოველი ქმედება ღვთის მსახურებისკენაა მიმართული, რომ უფლის არსებობას აღიარებენ და მას საკუთარ თავზე მეტად აფასებენ. კიპა მამაკაცის ტრადიციული ქუდია, თუმცა მას თანამედროვე, კონსერვატიული იუდაიზმის მიმდევარი ქალებიც ატარებენ.

ებრაული წესის - ჰალახის მიხედვით, დაქორწინებულმა ქალმა თმა უნდა დაიფაროს, რათა გარშემომყოფმა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ მას ქმარი ჰყავს. ტრადიციის მიმდევარი დაქორწინებული ქალები კი ატარებენ ქუდებს, ბერეტებსა და პარიკებს განსხვავებული ორნამენტებითა და ფერებით.

ძირითადად უნდა აღინიშნოს, რომ ქალები იცვამენ ზედა სამოსს, რომლის მკლავებიც იდაყვის ქვემოთ მთავრდება. ეს სამოსი ტანზე მომდგარი არ უნდა იყოს და მას ქამარიც ხალვათად უნდა ერტყას. სისადავის კანონი ფერებზეც ვრცელდება. კაბები და ქვედატანები, რომლებსაც ტრადიციის დამცველი იცვამენ, მუხლს ქვემოთ სიგრძისაა. ზოგიერთი ქალი მამაკაცებს საზოგადოებაში შარვალს არ ატარებს.

შაბათობით ტრადიციის მიმდევარი ქალები თეთრ წინსაფარს ატარებენ (რეპროდუქციული ორგანოების სიწმინდის დასაცავად), სინაგოგაში კი კონსერვაციულად აცვიათ.

ტრადიციული ებრაელების უმეტესობა არ ატარებს ღია ფეხსაცმელს, სანდალში კი წინდას იცვამს.

საინტერესოა ასევე, აბრეშუმის გრძელი პალტო ბეკიშესხასიდი ებრაელები მას ატარებენ ძირითადად შაბათობით, ებრაულ დღესასწაულებზე, ქორწილებზე.

მას შემდეგ, რაც XX საუკუნეში ბეწვი მოდიდან გადავიდა, ისრაელში თახვის ტყავის ქუდმა სახეცვლილება განიცადა და ჰომბურგად გადაკეთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ბეწვის საბურველი აღარ ჰქონდა. ჰომბურგის ქვეშ ტრადიციული ებრაელები კულულებს ატარებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]