დღეთა ქაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დღეთა ქაფი“
L'Écume des jours

ერთ-ერთი ინგლისურენოვანი გამოცემა
ავტორი ბორის ვიანი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი სიურეალიზმი, ტრაგედია
გამომცემელი Éditions Gallimard
გამოცემის თარიღი 1947
მედია ბეჭდური
გვერდი 214

დღეთა ქაფი (ფრანგ. L'Écume des jours) 一 ფრანგი მწერლის, ბორის ვიანის 1947 წლის რომანი. მიუხედავად იმისა, რომ თხრობა სწორხაზოვანი ნარატივით მიმდინარეობს, ნაწარმოები შეიცავს სიურრეალისტურ ელემენტებს და მრავალ სიუჟეტურ ხაზს, მათ ცენტრად კი წყვილის 一 კოლინისა და ქლოეს 一 სასიყვარულო ისტორია გვევლინება. მოულოდნელად, ქლოეს უიშვიათესი ფილტვის დაავადება განუვითარდება, მისი მკურნალობა კი მხოლოდ ყვავილებით შემოიფარგლება. ბორის ვიანმა რომანზე მუშაობა 1946 წლის გაზაფხულზე დაასრულა. ერთი წლის შემდეგ, როცა წიგნი პირველად გამოიცა, ნაწარმოებმა კომერციული წარმატება ვერ ჰპოვა, რადგან ავტორმა ის საკუთარი დაბადების სახელით გამოსცა და არა ცნობილი ფსევდონიმის 一 ვერნონ სალივანის 一 ქვეშ.

დღეთა ქაფი ადაპტირებულია სამ მხატვრულ ფილმად და ორ საოპერო ნამუშევრად. [1][2][3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიურეალისტურ სამყაროში, სადაც ცხოველები და უსულო საგნები ასახავენ ადამიანთა ემოციებს, მთავარ გმირად გვევლინება 22 წლის კოლინი, ახალგაზრდა, ბოჰემური წრის წარმომადგენელი მამაკაცი, ჭვკვიან და ელეგანტური ვალეტთან, სახელად ნიკოლასთან და ერთგულ მეგობართან 一 ჩიკთან ერთად, რომელიც პროფესიით ინჟინერია, მაგრამ მაინც ღარიბია. მიუხედავად მისი კომერციული წარმატებისა და ფუფუნებით აღსავსე ცხვოვრებისა, კოლინი განიცდის მეწყვილის არყოლას, ერთი პერიოდი კი ჩიკისაც შეშურდება, რომელიც საკუთარ სიყვარულს მომავალ მეუღლესთან, ალისასთან იპოვის. შესაბამისად, ეს ძლიერი შინაგანი სურვილი მას აიძულებს, შეუყვარდეს ქლოე, რომელსაც იგი მეგობრის წვეულებაზე გაიცნობს. წყვილი მალევე გადაწყვეტს დაქორწინებას, უფრო მეტიც, ეს უშუალოდ ცერემონიაზე ხდება. ამის შემდეგ, გულუხვი კოლინი საკუთარი ქონების მეოთხედს ჩიკსა და ალისუმს აძლევს, რათა მათაც მოახერხონ ქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მათგანს ეს, თითქოს, არ უნდოდა.

თაფლობის თვისას ქლოე ავადდება იდუმალი დაავადებით, რომელიც ძირითადად ხველასა და გულმკერდის არეში არსებულ ტკივილს მოიცავს. ამ მიზეზით, კოლინი იძულებულია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს მოგზაურობა. შინ დაბრუნებისას ქლოე უკეთესად გრძნობს თავს, თუმცა მისი ეს გამოჯანმრთელება მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა 一 საყიდლებზე ყოფნისას იგი გონს კარგავს და ხველა კვლავ ეწყება. საბოლოოდ, მას დაუსვეს დიაგნოზი, რომლის მიხედვითაც ფილტვში წყლის შროშანი გააჩნდა. ესაა მტკივნეული და იშვიათი დაავადება, რომლის მკურნალობა მხოლოდ მცენარეული მეთოდებით არის შესაძლებელი. მკურნალობის სახსრები დიდა და კოლინი მალე ამოწურავს მთელ თავის ქონებას, თანდათანობით კი სხვადასხვა ფირმაში იწყებს მუშაობას, რათა მკურნალობის თანხა რაც შეიძლება მალე მოაგროვოს. ქლოს დაავადების პროგრესირებასთან ერთად, კოლინის, ჩიკისა და ნიკოლასის ბინებში მოულოდნელი და ამოუხსნელი ფენომენები ხდება 一 მისი შემადგენელი ნაწილები ნელ-ნელა დეფორმაციას განიცდიან, ხოლო ნიკოლასი ერთ კვირაში ბერდება.

იმავდროულად, ჩიკის გატაცება ფილოსოფოს ჟან-პულს ჰარტრით მას აიძულებს, მთელი თავისი ქონება ამ ფილოსოფოსის ნაშრომების მოგროვებას დაახარჯოს. მისი მეუღლე, ალისუმი, ცდილობს, რომ ფინანსურად გადაარჩინოს ჩიკი და ჰარტრს ავარდებულებს, შეწყვიტოს ნაწარმოებებისა და ტექსტების გამოქვეყნება. როცა ჰარტრი მის ამ წინადადებას უარყოფს, ალისუმი მას კლავს, ამის შემდეგ კი ის თავად მისი წიგნების გამყიდველებზე იძიებს შურს, მოკლავს მათ და მაღაზიებს გადაუწვავს. პარალელურად, ჩიკი მოულოდნელად გადაეყრება პოლიციას გადასახადებისგან თავის არიდებისა და თამბაქოს კონტრაბანდული გადატანის გამო. პოლიციის თავდასხმის შედეგად, მალევე თავად ჩიკიც ემსხვერპლება ცეცხლსასროლ იარაღს.

საბოლოოდ, კოლინი მთელ ძალისხმევას ხარჯავს იმაში, რომ საკუთარი მეუღლე ყვავილებით განკურნოს, თუმცა ის გარდაიცვლება. კოლინი კი საკუთარი სატრფოს გარდაცვალებით იმდენად დამწუხრდება, რომ მისი საყვარელი თაგვიც კი თავს იკლავს ამ სიბნელისგან თავის დასაღწევად.

თემები და სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურათმცოდნეებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქლოეს ავადმყოფობა კიბოსა და ტერმინალური დაავადების მეტაფორაა.[4] აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ქლოეს იდუმალი დაავადებით დასნეულება შესაძლოა თავად ავტორის პერმანენტული გულის დაავადებით იყოს შთაგონებული.

კოლინის უხვად დახარჯული თანხა, რომელიც მან ქლოეს მკურნალობას მოახმარა, ეხმიანება იმ ფინანსურ ბრძოლას, რომელსაც ბევრი ოჯახი აწყდება საყვარელი ადამიანების მკურნალობისა და სამედიცინო გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. მისი სასოწარკვეთა, შეინარჩუნოს ცოლის სიცოცხლე და მისი იმედგაცრუება, რომელიც მან მისი სიკვდილის შემდეგ განიცადა, წარმოადგენს სიმბოლოს იმ ემოციური და ფსიქოლოგიური ტანჯვისა, რასაც ადამიანი საკუთარი ახლო ადამიანის გარდაცვალებისას განიცდის. საბოლოო ჯამში, კოლინის მოქმედებები და ბედისწერა ცხადყოფს, რომ ქლოეს კიბოთი დაავადება ანგრევს არა მხოლოდ პაციენტის სიცოცხლეს, არამედ გარშემო მყოფი ადამიანების სიცოცხლესაც.

იმავდროულად, ჩიკის იძულებითი ფიქსაცია ჟან-პულს ჰარტრზე არის ნარკომანიის მეტაფორა.[4] მისი შემდგომი უარყოფა საკუთარ მეუღლესთან და სახსრების ამოწურვა ჰარტრის ნამუშევრების შესყიდვის გამო, ორივე მათგანი ატარებს იმავე თვისებას, რასაც ნარკომანთა უმრავლესობა იზიარებს.

კოლინის, ნიკოლასისა და ჩიკის ბინების მოულოდნელი დეგრადაცია განასახიერებს დეპრესიასა და იმედის თანდათანობით დაკარგვას, რომელიც გამოწვეულია მუდმივი დაავადების გამო 一 როგორც სულიერი, ისე ფიზიკური გაგებით. რაც შეეხება ნიკოლასის ერთ კვირაში დაბერებას, იგი ტრავმასა და სტრესს სიმბოლიზირებს.[4]

ჟან-პულს ჰარტრი წარმოადგენს ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსისა და მწერლის, ჟან-პოლ სარტრის სახელის სპუნერიზმს. მთელი რომანის განმავლობაში ვაწყდებით სხვადასხვა მინიშნებებს სარტრის სხვადასხვა ნაწარმოებზე, მაგრამ, ფილოსოფოსის სახელის მსგავსად, ავტორმა სიტყვებით თამაში ამჯობინებდა, რათა ჰარტრის "ახალი" ნაწარმოებები შეექმნა.  

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Magritte du cinéma 2014 French. Académie André Delvaux. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 9, 2014. ციტირების თარიღი: January 9, 2014.
  2. Berenice Bejo, Lea Seydoux, Roman Polanski Among France's Cesar Awards Nominees. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 1 February 2014.
  3. France's Cesar Awards: 'Me, Myself and Mum' Wins Best Film. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 1 March 2014.
  4. 4.0 4.1 4.2 Aesthetica Magazine. "Divergent Portrayal" Retrieved February 10, 2018.