სპუნერიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სნუპერიზმის მაგალითი ლონდონში, საპროტესტო პლაკატზე. ასახულია „Buck Frexit“ და არა „Fuck Brexit“.
უილიამ სპუნერი

სპუნერიზმი (ინგლ. spoonerism) — სიტყვათა თამაშის ერთ-ერთი სახე, სადაც ხდება თანხმოვნების, ხმოვნების, მორფემების ტრანსპოზიცია, უნებლიე გადართვა. ძირითადად წინადადების დასაწყისში, რასაც თან ახლავს კომიკური ეფექტი. ტერმინი ოქსფორდის კოლეჯის ერთ-ერთი ცნობილი მასწავლებლის, უილიამ სპუნერის სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, უილიამ სპუნერი მეტად ემოციური ადამიანი იყო და მის აღელვებას ბუნებრივად თან სდევდა მსგავსი ვერბალური ცდომილებები, რომელიც წინასწარი განზრახვის გარეშე ხდებოდა.

ქართულ ენაში, წინასწარი განზრახვის გარეშე გამოყენებული სპუნერიზმის მაგალითებია: ჩანა-დანგალი, ჟერტოს მეტონი, შამპანერკა, ბამბანიური, ხაჭარული აჭარული, ცივა პივია და სხვ. ნაცვლად სიტყვებისა დანა-ჩანგალი, მეტროს ჟეტონი, შამპანიური, „ბამბანერკა“, აჭარული ხაჭაპური, „პივა“ ცივია და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მერი გიორგაძე, სიტყვათა თამაშის ფუნქცია, სემანტიკა, პრაგმატიკა და თარგმანი, თბ., 2014.