დორმიკუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიდაზოლამი ეს არის წამლის ოფიციალური სახელწოდება თუმცა სააფთიაქო ქსელში იგი დორმიკუმის სახელწოდებით იყიდება. 1 ამპულა მიდაზოლამი შეიცავს 5მგ/1მლ-ში; 15მგ/3მლ-ში პრეპატარი საძილე საშუალებათ ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დორმიკუმი საძილე საშუალებაა იმიდობენზოდიაზეპინების ჯფუფიდან. გააჩნია სწრაფი და გამოხატული საძილე და სედატიური მოქმედება, ასევე ანქსიოლიზური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და მიორელაქსაციური ეფექტი. პრეპარატის კუნთებში ან ინტრავენურად შეყვანისას აღინიშნება ანტეროგრადული ამნეზია. დორმიკუმი აჩქარებს ძილის დადგომას, ახანგრძლივებს მას და ამავე დროს არ ახდენს ზემოქმედებას ძილის სწრაფი ფაზის ხანგრძლივობაზე. პრეპარატის მოქმედების ეფექტი ვითარდება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. გამოფხიზლების შემდეგ ავადმყოფები თავს გრძნობენ დასვენებულად და მხნედ. პრეპარატის სწორი დოზირების შემთხვევაში არ აღინიშნება შრომისუნარობის და სწრაფი რეაქციის დაქვეითება. დორმიკუმის დაბალი ტოქსიურობა განაპირობებს მისი მოხმარების ფართო სპერქტრს.

ფარმაკოკინეტიკა:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერორალური მიღებისას პრეპარატი იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად და სრულად. ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 წუთს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უტოლდება 95%. ღვიძლში "პირველი გასვლისას" მეტაბოლიზმს განიცდის მიდაზოლამის 30-50%. ძირითადი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტია ალფა-ჰიდროქსიმიდაზოლამი. მეტაბოლიტები სწრაფად ქმნიან კონიუგატებს გლუკურონის მჟავასთან და გლუკურონიდების სახით განიცდიან ელიმინაციას თირკმელებით. ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5-2,5 საათს. პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ ხდება მისი სრული და სწრაფი შეწოვა. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 30 წუთის განმავლობაში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ზე მეტს. პარენტერალური შეყვანისას მოცულობის განაწილება შეადგენს 50-60 ლიტრს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი _ 1,5-3 საათია. ხანდაზმულ ავდმყოფებში პრეპარატის ნახევარ გამოყოფის პერიოდი იზრდება 3 ჯერ, ხოლო ავდმყოფებში, რომლებიც გადიან ინტენსიურ თერაპიას და იღებენ მიდაზოლამს ინტრავენურად _ 6 ჯერ. ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე უკმარისობით, თირკმელების ფუნქციის დაქვეითებით და ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შემცირებით პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება. პრეპარატი გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ჩვენება:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერორალური მიღება:

  • ძილის დარღვევა (განსაკუთრებით დაძინების პროცესის) და ნაადრევი გამოღვიძება;
  • როგორც სედატიური საშუალება პრემედიკაციისათვის ქირურგიული ან დიაგნოსტიკური პროცედურების წინ.

პარენტერალური შეყვანა:

  • პრემედიკაცია (კუნთებში შეყვანა);
  • დიაგნოსტიკური და ქირურგიული ოპერაციების წინ, რომლებიც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, როგორც

ძირითადი სედატიური საშუალება ავადმყოფის დასაწყნარებლად;

  • ინტენსიური თერაპიის ჩატარებისას ხანგრძლივი სედატიური ეფექტის მისაღწევად;
  • როგორც ბაზისური ნარკოზის საშუალება ინჰალაციური ნარკოზის წინ ან როგორც საძილე კომპონენტი

კომბინირებულ ნარკოზში (ინტრავენური ინფუზია, კუნთებში ინექცია);

დოზირება და მიღების წესი:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძილის დარღვევისას მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება პერორალურად საშუალო დოზით 7,5-15მგ. პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს. პაციენტს უნდა ჰქონდეს საშუალება დაიძინოს 7-8 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს საფრთხე პოსტჰიპნოტური ეფექტის განვითარებისათვის. პრეპარატი ინიშნება უშუალოდ ძილის წინ, ტაბლეტები იყლაპება მთლიანად, დაუღეჭავად. მოხუცებულ და დასუსტებულ ავამყოფებში და ასევე ავადმყოფებში თირკმელების და ღვიძლის ფუნქციისდარღვევით რეკომენდებულია დორმიკუმის დანიშვნა დოზით 7,5მგ. პრემედიკაციის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 15მგ ოპერაციამდე 30-60 წუთით ადრე. შესაძლებელია პრეპარატის პარენტერალური შეყვანა. კუნთებში პრეპარატი შეყავთ ნარკოზამდე 30 წუთით ადრე. მოზრდილებში - 70-100მკგ/კგ ავადმყოფის ასაკის და ზოგადი მდგომარეობის მიხედვით. საშუალო დოზა შეადგენს _ 5მგ-ს. მოხუცებულ და დასუსტებულ ავადმუოფებში ინიშნება 25-50მკგ/კგ. ბავშვებში _ კუნთებში 80-200მკგ/კგ. ასევე ბავშვებში შეიძლება პრეპარატის დანიშვნა რექტალურად დოზით 350-500მკგ/კგ. ამისათვის გამოიყენება პლასტმასის აპლიკატორი, რომელიც დამაგრებულია შპრიცის ბოლოზე. თუ ხსნარის მოცულობა არასაკმარისია, უმატებენ საინექციო წყალს 10მლ-მდე. ძირითადი სედატიური საშუალების სახით დიაგნოსტიური და ქირურგიული ჩარევების დროს, რომელიც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, მოზრდილებში ინიშნება ინტრავენურად 2,5მგ (საწყისი დოზა) 5-10 წუთი ჩარევამდე. აუცილებლობის შემთხვევაში შეყავთ განმეორებითი დოზები 1 მგ-ს რაოდენობით. საერთო დოზა შეადგენს 5მგს. მოხუცებულ და დასუსტებულ ავადმყოფებში საწყისი დოზა მცირდება 1-1,5მგ-მდე, ხოლო საერთო დოზა _ არ აღემატება 3,5მგ-ს. ინტენსიური თერაპიის დროს სედატიური ეფექტის მისაღწევად დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პრეპარატი შეყავთ ინტრავენყრად დარტყმითი დოზით 30-300მკგ/კგ. ავადმყოფებში ჰიპოვოლემიით, ვაზოკონსტრიქციით და ჰიპოთერმიით დოზა მცირდება ან იხსნება დარტყმითი დოზა. როგორც ბაზისური სანარკოზე საშუალება პრეპარატი შეყავთ დოზით 150-200მკგ/კგ(პრემედიკაციის შემდეგ) ან 300-350მკგ/კგ (ავადმყოფებში, რომლებიც არ იტარებენ პრემედიკაციას). ნარკოზის შესანარჩუნებლად პრეპარატის დოზები და ინტერვალები დგინდება ინდივიდუალურად. ინტრავენური უწყვეტი ინფუზია: კეტამინთან ერთად _ 30-100მკგ/კგ/საათში; სხვა ზოგად საანესთეზიოებთან ერთად _ 30- 300მკგ/კგ/საათში. მოხუცებულ ავადმყოფებში ან მძიმე თანმხლები დაავადებების დროს დოზის შემცირება აუცილებელია. ბავშვებში ბაზისური და ძირითადი ნარკოზისათვის დორმიკუმი ინიშნება კუნთებში კეტამინთან ერთად დოზით 150- 200მკგ/კგ. საკმარისად ღრმა ძილი აღინიშნება 2-3 წუთის შემდეგ.

=[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვერდითი მოვლენები: ===== გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, იშვიათად ხანდაზმულ ავადმყოფებში ან ავადმყოფებში ფილტვების და გულის უკმარისობით - სუნთქვის და გულის ფუნქციის დათრგუნვა; ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად _ პარადოქსული რეაქციები, როგორიცაა აჟიტაცია, მომატებული აქტივობა, აგრესიულობა, შესაძლებელია ტონური და კლონური კრუნჩხვები, კუნთების ტრემორი, ხანმოკლე ანტეროგრადული ამნეზია, დიპლოპია; ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ ანაფილაქტოიდური და კანის რეაქციები.