დონის როსტოვის სერაფიმე საროველის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერაფიმე საროველის ტაძარი
Храм Преподобного Серафима Саровского, Ростов-на-Дону.jpg
დონის როსტოვის სერაფიმე საროველის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ბ. რაიჩენკოვი
თარიღდება 1904-1911

სერაფიმე საროველის ტაძარი (რუს. Храм Преподобного Серафима Саровского) — მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1904-1911 წლებში ბ. რაიჩენკოვის პროექტის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ხედი რევოლუციამდე

სერაფიმე საროველის ტაძრის მშენებლობის ისტორია იწყება XIX საუკუნის ბოლოდან, როდესაც 1899 წელს, გნილევის სამების ტაძრის წინამძღვარმა მიმართა დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოს ათანასეს ახალი ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით. თანხების მოსაზიდად შეიქმნა სამეურვეო საბჭო კაზაკ გრიგორ პეტროვის მეთაურობით. 1903 წელს კაზაკთა კრებამ გამოყო ადგილი ტაძრის მშენებლობისათვის. 1904 წელს კი დაიწყო ტაძრის მშენებლობა სერაფიმე საროველის სახელზე, რომელსაც დიდი გავლენა აქვს რუსეთის მოსახლეობაზე. 1911 წელს მშენებლობა დასრუულდა მრევლის შემოწირულობების ხარჯზე. 1911 წლის 4 დეკემბერს მოხდა ტაძრის კურთხევა სერაფიმე საროველის სახელზე, რომელიც შეასრულა აქსაის ოლქის წინამძღვარმა ალექსანდრე გრიგორიევმა.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, 1937 წელს ეკლესია დაიხურა. ღვთისმსახურება კვლავ აღსდგა 1942 წელს გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში და მოქმედებდა 1956 წლამდე. 1959-1960 წლებში ეკლესია გადააკეთეს მიხეილ გლინკას სახელობის მუსიკალურ სკოლად.

1992 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა მართლმადიდებელ როსტოველთა წმინდა სერაფიმეს მრევლის გაერთიანება, რომლის წინამძღვარიც იყო სერგეი რაზუმცევი და „სოფელ გნილოვსკის კაზაკთა კავშირი“. მათ დაიწყეს აქტიური მოღვაწეობა სერაფიმეს სახელობის ტაძრის შენობის დაბრუნებისათვის. 1995 წლიდან ეკლესიის აღორძინებაზე ზრუნავს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის ახალბედა ეპისკოპოსი პანტელეიომონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]