დოლორეს ვეინტიმილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოლორეს ვეინტიმილა
ესპ. Dolores Veintimilla
დაბადების თარიღი 1829[1]
დაბადების ადგილი კიტო
გარდაცვალების თარიღი 23 მაისი, 1857(1857-05-23)
გარდაცვალების ადგილი კუენკა
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  ეკვადორი
ჟანრი პოეზია
ხელმოწერა

დოლორეს ვეინტიმილა დე გალინდო ( დ. 1829, კიტო - გ. 23 მაისი, 1857, კუენკა ) — ეკვადორელი პოეტი.

მისი ყველაზე ცნობილი ლექსია "Quejas" (ჩივილი).

ვეინტიმილამ დატოვა რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც სიკვდილის შემდეგ გამოიცა სელიანო მონგეს კრებულში „Quito“ (კიტო).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მშობლები იყვნენ ხოსე ვეინტიმილა და ჯერონიმა კარიონ ი ანტეპარა, რომლებიც ეკვადორიდან, ლოიადან იყვნენ.

1847 წლის 16 თებერვალს, 18 წლის ასაკში, იგი დაქორწინდა დოქტორ სიქსტო ანტონიო გალინდო ი ორონაზე კოლუმბიიდან. მათ შეეძინათ ვაჟი, სახელად სანტიაგო, რომლის ნათლია იყო როზა ასკასუბი, ეკვადორის პირველი ლედი (დაქორწინებული იყო პრეზიდენტ გაბრიელ გარსია მორენოზე ). ვეინტიმილა, მისი ქმარი და ვაჟი საცხოვრებლად გუაიაკილში გადავიდნენ, სადაც ისინი მაღალმა საზოგადოებამ ხელებგაშლილმა მიიღო.

რამდენიმე წლის შემდეგ, მისმა ქმარმა მიატოვა და საცხოვრებლად გადავიდა ცენტრალურ ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად, რის გამოც ვეინტიმილა მარტო დარჩა. მან თავისი დრო გაატარა ლიტერატურულ ძიებებსა და სხვადასხვა ავტორებთან ურთიერთობით.

გუაიაკილში ძველი მეგობრის იარაღით სროლის ყურების შემდეგ, ვეინტიმილამ დაწერა Necrologia, ნაშრომი, რომელიც აკრიტიკებდა იმ დროს მკვიდრი მოსახლეობის მხრიდან სიკვდილით დასჯის ტრადიციას და ამგვარად მოპყრობას. საკამათო მოსაზრებებმა, რომლებსაც იგი მხარს უჭერდა, აიძულა ისეთი ლიტერატურული საზოგადოების წევრი, როგორიც იყო ფრეი ვისენტე სოლანო, შეურაცხყოფა მიაყენებინათ მისთვის. დოლორესს უწოდეს ამორალური და ანტიქრისტიანი, რადგან უარი თქვა ქრისტიანული ღმერთის აღიარებაზე და ამის ნაცვლად მოჰყავდა სული, რომელსაც უწოდებს El Gran Todo (დიდი ყველაფერი). [2]

შედეგად, მისი რეპუტაცია შეილახა იმ დონემდე, რომ მან სახლიდან გასვლა ვერ შეძლო და თავი მოიკლა 1857 წლის 23 მაისს კუენკაში.

ლიტერატურული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მის თვალსაჩინო პროზაში შედის „Fantasía“ (ფანტაზია) და „“Recuerdos“ (გახსენებები), სადაც მას აქვს წარსულთან დიალოგი და დროს ადანაშაულებს თავისი ოცნებებს ადრეულ სიკვდილში. მან საუკეთესოდ გამოხატა საკუთარი ტკივილი თავის პოეზიაში, რომელშიც შედის "Aspiración" (სწრაფვა), "Desencanto" (გამწარება), "Anhelo" (ზარალი), "Sufrimiento" (ტანჯვა), "La noche y mi dolor" (ღამე და ჩემი ტკივილი), "Quejas" (ჩივილი), "A mis enemigos" (ჩემი მტრებისადმი), "A un Reloj" (საათისკენ) და "A mi madre" (დედაჩემს). მის ლიტერატურულ სტილს ახასიათებს რიტმულობა და მუსიკალურობა. ლექსში თითქმის არ იყენებდა მეტაფორებს ან გამოსახულებებს, რაც, მეტწილად, დამახასიათებელია პოეზიისათვის. [3]

ფემინიზმი ეკვადორში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფემინიზმის წარმოშობა ეკვადორში თარიღდება დოლორესის ნაწერებიდან, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე წერდა ქალთა უფლებების სასარგებლოდ; ის თვლიდა, რომ ქალს შეეძლო თავისუფლად მიეღო გადაწყვეტილებები, საკუთარი ნებით. თავის ლექსებში მან პროტესტის ნიშნად ხმა აიმაღლა ეკლესიის წინააღმდეგ, რადგან ის ზიანს აყენებდა ქალებს იმ წესებით, რომელთა შესრულებასაც ავალდებულებდა. მისთვის ცხადი ხდება, რომ საზოგადოებაში არ არის ადგილი ქალისთვის, რომელიც არ ეთანხმებოდა ავტორს. დოლორესი ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ წესებს და ბედავს ამის შესახებ წერას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Faceted Application of Subject Terminology
  2. "La poeta Dolores Veintimilla y su sombra en la ciudad de Cuenca".
  3. Escritores Ecuatorianos (List of Ecuadorian writers and biographies in Spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-05. ციტირების თარიღი: 2024-02-25.