შინაარსზე გადასვლა

დიქიამაჩის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიქიამაჩის ეთნოგრაფიული მუზეუმი
41°17′21″ ჩ. გ. 41°22′15″ ა. გ. / 41.28917° ჩ. გ. 41.37083° ა. გ. / 41.28917; 41.37083
დაარსდა 2012
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
დამაარსებლები ნაიმ ოზქაზანჩი და მაქსუთ ქოშქუნი
მდებარეობა დიქიამაჩი და ართვინის პროვინცია
სტატუსი ეთნოგრაფიული მუზეუმი
Map

დიქიამაჩის ეთნოგრაფიული მუზეუმი (თურქ. Dikyamaç Köyü ve Çevresi Yaşam Tarzı Müzesi) — ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ დიქიამაჩში, არჰავის რაიონი, ართვინის პროვინცია, თურქეთი. დაარსდა 2012 წელს.

მუზეუმი დაარსდა ართვინის პროვინციის არჰავის რაიონის სოფელ დიქიამაჩში (ყოფილი ქამფარნა). ეს არის პირველი მუზეუმი ქალაქ ართვინის პროვინციაში. ამ მუზეუმში მისასვლელად, უნდა გაიაროთ ისტორიული კამილეთისა და ჩამლიჯის ხიდები.

მუზეუმი დაარსდა 2012 წელს ბიზნესმენ ნაიმ ოზქაზანჩისა და პროფესორ მაქსუთ ქოშქუნის მიერ.[1] მუზეუმში გამოფენილია წარსულში და დღეს გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DİKYAMAÇ YAŞAM TARZI MÜZESİ - Anasayfa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Ağustos 2022. ციტირების თარიღი: 9 Mayıs 2023.
  2. Arhavi sayfası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Eylül 2019. ციტირების თარიღი: 5 Eylül 2019.