დიტო შველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიტო შველიძე
დაბადების თარიღი 4 ივნისი, 1990(1990-06-04) (33 წლის)
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დიტო შველიძე (დ. 4 ივნისი, 1990) — ქართველი მწერალი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ცნობილი გახდა სათავგადასავლო-ფანტასტიკური ჟანრის სამ ნაწილიანი რომანით „ოლდთაუნის საიდუმლოება“ (2008-2011). სიუჟეტის მიხედვით, ერთმანეთს უპირისპირდება ორი ჯადოსნური სამყარო. აღნიშნულმა ტრილოგიამ დაიმსახურა დადებითი შეფასება სხვადასხვა ცნობილი მწერლისა, თუ კრიტიკოსისგან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის „მუზა 2009“ და ლიტერატურული კონკურსის „მცირე პროზის“ გამარჯვებული.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]