დისპარეუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დისპარეუნია
დარგი გინეკოლოგია
კლასიფიცირება და გარე წყაროები
Patient UK დისპარეუნია

დისპარეუნია — მტკივნეული სქესობრივი აქტი, რომელსაც სამედიცინო ან ფსიქოლოგიური მიზეზები იწვევს.

ტკივილი ყველაზე ხშირად შეიძლება იყოს გენიტალიის გარეგან ზედაპირზე ან მენჯის სიღრმეში, საშვილოსნოს ყელზე ძლიერად მიწოლის შემთხვევაში. სამედიცინო თვალსაზრისით, დისპარეუნია მენჯის ფსკერის დისფუნქციაა და ცხოვრების რაღაც ეტაპზე ზრდასრული ქალების 53%-ს აწუხებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი უფრო დიდი იყოს.[1][2][3]

სქესობრივი აქტის დროს ტკივილი შეიძლება უამრავმა ფიზიკურმა, ფსიქოლოგიურმა, სოციალურმა თუ ურთიერთობასთან დაკავშირებულმა მიზეზმა გამოიწვიოს. როგორც წესი, დისპარეუნიას რამდენიმე მიზეზი ერთდროულად იწვევს. ტკივილმა შეიძლება იმოქმედოს ვულვის ან ვაგინის მცირე ნაწილზე, ან იყოს მთელ ზედაპირზე. ტკივილის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებისთის მნიშვნელოვანია მისი ხანგრძლივობის, მდებარეობისა და ტიპის დადგენა. ტკივილი შეიძლება იყოს შეძენილი ან თანდაყოლილი. დისპარეუნიის სიმპტომები ასევე შეიძლება გამოვლინდეს მენოპაუზის შემდეგ. მკურნალობა ინიშნება გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vegunta S, Kling JM, Faubion SS. Sexual health matters: management of female sexual dysfunction. J Womens Health (Larchmt). 2016;25(9):952–954.
  2. Wu JM, Vaughan CP, Goode PS, et al. Prevalence and trends of symptomatic pelvic floor disorders in US women. Obstet Gynecol. 2014;123(1):141–148.
  3. Bump RC, Norton PA. Epidemiology and natural history of pelvic floor dysfunc-tion. Obstet Gynecol Clin North Am. 1998;25(4):723–746.