დისკურსი
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
დისკურსი — სამეტყველო სისტემის სოციალურად განპირობებული ორგანიზაცია და განსაზღვრული პრინციპები, რომელთა შესაბამისად კლასიფიცირდება და წარმოდგება რეალობა დროის ამა თუ იმ პერიოდებში.
1960-70-იან წლებში დისკურსი განიხილებოდა, როგორც წინადადებათა ან სამეტყველო ქმედებათა ურთიერთდაკავშირებული და შეთანხმებული თანმიმდევრობა.
თანამედროვე მიდგომების პოზიციიდან კი დისკურსი არის რთული საკომუნიკაციო მოვლენა, რომელიც ტექსტის გარდა მოიცავს ასევე ამ ტექსტის გასაგებად აუცილებელ ექსტრალინგვისტურ ფაქტორებს (სამყაროს შესახებ ცოდნა, აზრი, ადრესატის მიზნები).