დისკრეტული მათემატიკა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
დისკრეტული მათემატიკა - მათემატიკის ერთ-ერთი დარგი , რომელიც შეისწავლის იმ მათემატიკურ ოპერაციებს, რომლებიც თვლად სიმრავლეებზე ხორციელდება .
დისკრეტული მათემატიკა თვითონაც მოიცავს მათემატიკის რამდენიმე უძველეს დარგს, როგორიცაა რიცხვებისა და გრაფთა თეორია. დისკრეტული მათემატიკის პოპულარულობას დიდი კავშირი აქვს კომპიუტერთან (ალგორითმების თეორია, თეორიული ინფორმატიკა და ა.შ.).
დისკრეტული მათემატიკის ტიპური დარგებია:
- ალგორითმების თეორია
- გრაფთა თეორია
- კომბინატორიკა
- თამაშების თეორია
- ლამბდა აღრიცხვა
- ლოგიკური პროგრამირება
- ფუნქციონალური პროგრამირება