დინგნიჩაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დინგნიჩაბა
Scaphirhynchus albus.jpg
თეთრი დინგნიჩაბა (Scaphirhynchus albus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Scaphirhynchus (Heckel, 1835)

დინგნიჩაბა, ამერიკული დინგნიჩაბა (ლათ. Scaphirhynchus) — თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. დინგი გაბრტყელებულია, კუდის ღერაკი — გრძელი და ძვლოვანი ფირფიტებით დაფარული. აერთიანებს სამ სახეობას.[1] გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში (მისისიპის აუზში). პირველი სახეობა — ჩვეულებრივი დიგნიჩაბა — სხეულის სიგრძეა 90 სმ-მდე; ტოფობა აპრილ-მაისში მიმდინარეობს ქვიანი გრუნტის მქონე შენაკადებში. იკვებება უმთავრესად უხერხემლოთა მატლებით. რეწვის ობიექტია. მეორე სახეობა — თეთრი დინგნიჩაბა — სიგრძე 1 -მდე; მეტად იშვიათია, ამიტომ სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია. მესამე სახეობა — ალაბამური დინგნიჩაბა — სხეულის სიგრძეა 76 სმ-მდე, გვხვდება მხოლოდ მდინარე ალაბამის 210 კმ-იან მონაკვეთზე, ამიტომ გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად ითვლება.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scaphirhynchus (ინგლისური) FishBase-ზე.
  2. Alabama sturgeon page of the U.S. Fish and Wildlife Service's Endangered Species Program site