შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი როსტოველის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი როსტოველის ძეგლი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
ძეგლი
არქიტექტორი ნ. გმირია
მოქანდაკე ვ. ბელიაკოვი
დაწყება 1996
დასრულება 1999
გახსნა 15 დეკემბერი, 1999
Map

დიმიტრი როსტოველის ძეგლი (რუს. Памятник Димитрию Ростовскому) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული დიმიტრი როსტოველის ძეგლი დონის როსტოვში, მდებარეობს ტაძრის მოედანზე, გახსნილია 1999 წელს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსისა და როსტოვისა და იაროსლავის ეპარქიის მიტროპოლიტის დიმიტრი როსტოველის ძეგლი დგას დონის როსტოვის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის საკათედრო ტაძრის, წინ მოედანზე. მისი საზეიმო გახსნა გაიმართა 1999 წლის 15 დეკემბერს საკათედრო ტაძრის მოედანზე და დაუკავშირეს ქალაქის დაარსების 250 წლისთავს. ძეგლმა ადგილობრივ მოსახლეობაში გამოიწვია არაერთფეროვანი შეფასება, როგორც ქალაქის მოსახლეობას ისე სპეციალისტებსა და მოქანდაკეებს შორის. მას აკრიტიკებდნენ დაბალი მხატვრული დონის, მოუხერხებელი მდებარეობის, მასზე არსებული წარწერებისა და სხვადასხვა საკითხის გამო[1].

თავდაპირველი იდეისა და მონუმენტის რამდენიმე პროექტის ავტორი იყო დონის როსტოველი მოქანდაკე ანატოლი სკნარინი. ჯერ კიდევ 1989 წელს მიიღო მან რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს თანხმობა და შექმნა ძეგლის რამდენიმე ვარიანტი[2], მაგრამ მოგვიანებით ქალაქის მთავრობამ გამოაცხადა ღია კონკურსი პროექტის შერჩევისათის[3], რომლის შედეგადაც გაიმარჯვა მოქანდაკე ვლადიმერ ბელიაკოვის პროექტმა[4]. 1996 წელს ქალაქის ხელმძღვანელის ბრძანების შესაბამისად საძირკველი ჩაეყარა მომავალი ძეგლის ფუნდამენტს.

2013 წლიდან აქტიურად განიხილება იდეა ძეგლის ტაძრის მხარეს შემობრუნების შესახებ[5][6].

  1. Малаховский Е. И. Храмы и культовые сооружения Ростова-на-Дону, утраченные и существующие. — Ростов-н/Д.: NВ, 2006. — 240 с.
  2. «Нехороший» памятник. Независимая газета. ციტირების თარიღი: 2017-01-31.
  3. Распоряжение Главы администрации г. Ростова-на-Дону от 6 сентября 1996 г. № 203 «О конкурсе на лучший проект памятника Святому Димитрию Ростовскому». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-02-04.
  4. Ростовская область. Памятники Ростова-на-Дону. Regnum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-03. ციტირების თარიღი: 2017-01-31.
  5. Памятник Димитрию Ростовскому собираются развернуть. Комсомольская правда. ციტირების თარიღი: 2017-01-31.
  6. Памятник Димитрию Ростовскому развернут лицом к собору