დონის როსტოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღვთისმშობლის შობის ეკლესია
დონის როსტოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი — რუსეთი
დონის როსტოვის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°13′02″ ჩ. გ. 39°42′43″ ა. გ. / 47.21722° ჩ. გ. 39.71194° ა. გ. / 47.21722; 39.71194
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის როსტოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი http://sobor.rostoveparhia.ru/
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კონსტანტინ ტონი
თარიღდება 1854-1860
დეტალები
გუმბათი 5

ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Собор Рождества Пресвятой Богородицы) — საკათედრო, მართლმადიდებლური ტაძარი დონის როსტოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

წინარე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც დაიწყო ქალაქის გარეუბნის აქტიური დასახლება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გარეუბანში, თანამედროვე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აეშენებინათ ღვთისმშობლის შობის ეკლესია. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1781 წლის 20 თებერვალს და გაიხსნა ამავე წლის 5 სექტემბერს. 1791 წლის 27 დეკემბერს მეხის დაცემის შედეგად ეკლესია მთლიანად დაიწვა. მალევე გადაწყდა ახალი ეკლესიის მშენებლობა და 1795 წელს ამავე ადგილზე კვლავ ააშენეს ღვთისმშობლის შობის ეკლესია. 1822 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ეკლესია საკათედრო გახდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან დაკავშირებით, 1854 წელს დამტკიცდა ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობის პროექტი. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1854 წელს და გაგრძელდა 1860 წლამდე არქიტექტორ კონსტანტინ ტონის პროექტის მიხედვით.

1887 წელს ააშენეს ოთხსართულიანი სამრეკლო. 1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და მის ადგილზე განათავსა ზოოპარკი, ხოლო მოგვიანებით საწყობი. ეკლესია კვლავ გაიხსნა 1942 წელს, გერმანელთა ოკუპაციის შემდეგ. 1950 წელს ეკლესიაში რემონტი ჩატარდა, აღადგინეს ფრესკები. 1999 წელს დონის როსტოვის დაარსების 250 წლისთავთან დაკავშირებით აღადგინეს სამრეკლო.

1999 წელს ეკლესიის წინ აღმართეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსისა და როსტოვისა და იაროსლავის ეპარქიის მიტროპოლიტის დიმიტრი როსტოველის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]