დიმიტრი ერისთავი (სამხედრო პირი)
დიმიტრი ერისთავი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1797 |
გარდაცვალების თარიღი |
1858, 9 ოქტომბერი ბელოგოე, რუსეთის იმპერია |
დაკრძალულია | ბელოგოე, ყოფილი ნოვგოროდის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
ეროვნება | ქართველი |
ქვეშევრდომობა |
![]() |
პროფესია | დიდგვაროვანი; სამხედრო; |
დიმიტრი ერისთავი (დ. 1797 — გ. 9 ოქტომბერი, 1858) — ქართველი დიდგვაროვანი და სამხედრო პირი. განათლება მიიღო ცარსკოე-სელოში სადაც სწავლობდა ალექსანდრე პუშკინთან ერთად. 1820 წლიდან მსახურობდა არმიაში, აგრეთვე ირიცხებოდა იმპერატორის პირადი კანცელარიის მე-2 განყოფილებაში და საზღვაო უწყებაში. მოგვიანებით კი იგი იყო რუსეთის იმპერიის სენატორი. მონაწილეობა მიიღო „სამხედრო-ისტორიული ლექსიკონის“ პირველი ტომის (რომელიც გამოდიოდა გენერალ ლ. ლ. ზედელერის რედაქციით) შედგენაში. ავტორია ბიოგრაფიული ნარკვევებისა რუს ისტორიულ მოღვაწეებზე, სტატიებისა უკრაინის, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შესახებ. 1842 წელს გამოსცა მონუმენტური ნაშრომი — „ისტორიული ლექსიკონი რუსეთის ეკლესიის წმინდანთა შესახებ“. არაგვის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. 1856 წელს იგი იყო რუსეთის იმპერიის ფლოტის გენერალ-აუდიტორი. მიღებული აქვს პეტერბუგის მეცნიერებათა აკადემიის დემიდოვის სახელობის პრემია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 57.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![]() |
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |