დილან თომასის პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დილან თომასის პრემია (ინგლ. Dylan Thomas Prize) — წამყვანი ლიტერატურული პრემია ახალგაზრდა მწერლებისთვის. გაიცემა ყოველწლიურად. პრემიას სახელი უელსელი მწერლისა და პოეტის დილან თომასის პატივსაცემად უწოდეს. ლაურეატს გადაეცემა 30 000 გირვანქა სტერლინგი. გაიცემა 40 წლამდე ასაკის ინგლისურ ენაზე მომუშავე მწერლებისათვის. პრემია თავდაპირველად ორ წელიწადში ერთხელ გაიცემოდა, მაგრამ 2010 წელს გახდა ყოველწლიური ჯილდო.[1]. პრემიაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ გამომცემლებს, რედაქტორებს ან წარმომადგენლებს, თეატრალური დადგმებისა და სცენარისათვის — პროდიუსერებს.

დილან თომას ლიტერატურული პრემია პირველად გაიცა 1980-იან წლებში, ეწოდებოდა დილან თომას ჯილდო, უესტმინსტერის სააბატოში პოეტის მემორიალური დაფის გახსასთან დაკავშირებით. თანმდევ კონცერტზე შეგროვებული ზედმეტი თანხით დააწესეს ყოველწლიური ჯილდო 1000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით.[2] რამდენიმე წლის შემდეგ პრემიის გაცემა ფინანსების ნაკლებობის გამო შეწყდა. განსხვავებული ფორმით აღდგა 2004 წელს, Electronic Data Systems-ის სპონსორობით, რომელიც იმ დროს Swansea-ს ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი იყო.

პრემია გაიცემა ლიტერატურის იმ სხვადასხვა სფეროში, რომელშიც დილან თომასი გამოირჩეოდა, მათ შორის პოეზია, პროზა, მხატვრული დრამა, მოთხრობების კრებულები, რომანები, ნოველები, თეატრალური პიესები და სცენარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dylan Thomas shortlisted writers reach out to young. BBC News Wales (29 November 2010). ციტირების თარიღი: 11 January 2012.
  2. Aboutდაარქივებული 2012-04-12 საიტზე Wayback Machine. , The Dylan Prize website