დიდმანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდმანიანი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გლდანის ჩრდილო-დასავლეთით 3-4 კილომეტრზე, ჯოხთანის ხეობის მარცხენა ნაპირას, ადგილ დიდმანიანში, ტყით დაფარულ ნასოფლარზე. გამოვლინდა ნასახლარი ბუდეები და წითლად და ჩალისფრად გამომწვარი ადრინდელი ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]