შინაარსზე გადასვლა

დიდი ლამაზტანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ლამაზტანა
კლასიფიკაცია მითითებული არ არის!
ლათინური სახელი
Calosoma sycophanta

დიდი ლამაზტანა (Calosoma sycophanta) — მწერი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა.

მისი სიგრძეა 24–33 მმ. თავი, წინაზურგი და სხეულის ქვედა მხარის მეტი წილი მუქი ლურჯია, ზედა ფრთები — ოქროსფერი (ახასიათებს მომწვანობრინჯაოსფერ-მოწითალო ნათება). ულვაშები, წვივები და მუცელი შავია.

იზამთრებს ნიადაგსა და ფოთლოვან საფარში. კვერცხებს დებს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. ახალგაზრდა ხოჭოები გამოდიან აგვისტო-სექტემბერში.

დიდი ლამაზტანა

გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, თურქეთში, ირანში, შუა აზიის მთებში, კავკასიონზე. საქართველოში გვხვდება ყველგან ფოთლოვან, ზოგჯერ შერეულ, იშვიათად წიწვოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში, მინდორსაცავ ზოლებში. მთებში ადის ზღვის დონიდან 1200–1500 მ-მდე.

დიდი ლამაზტანა აქტიური მტაცებელია. ხოჭო და მისი მატლები იკვებებიან ტყის მავნებლებლებით (არაფარდი აბრეშუმმხვევი, მოლოზანა, რგოლური აბრეშუმმხვევი, ქოჩოლა და სხვ.), რითაც არეგულირებენ მავნე მწერთა რიცხოვნობას. სახეობა თანდათან მცირდება ტყეების გაკაფვისა და პესტიციდებით დამუშავების გამო. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]