დიდი ბეკმის სარკოფაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ბეკმის სარკოფაგი — არქოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ბეკმის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე. ეკლესია კართას აღმოსავლეთით 100 მეტრზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სარკოფაგს ქვიშაქვის ნავისებური ხუფი აქვს. ხუფის ერთ ბოლოზე ჯვარია ამოკვეთილი. სარკოფაგი ერთი ქრისტიანი მიცვალებულისთვისაა განკუთვნილი. სარკოფაგის ძირითადი ნაწილი დატოვებუკლია ადგილზე; ხუფი ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]