დიდიმ მირცხულავა
იერსახე
დიდიმ მირცხულავა (დ. 2 აგვისტო, 1912, ქუთაისი — გ. 19 ნოემბერი, 1997) — ქართველი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1958). ღირსების ორდენის კავალერი (1996).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1937 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1936–1938 წლებში მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამუსიკო ნაწილის გამგედ და დირიჟორად. 1937 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. 1951 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1968 წლიდან პროფესორი.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1950 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1951 — სსრკ სახელმწიფო პრემია
- 1958 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[1]
- 1968 — ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
- 1996 — ღირსების ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 14.
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 177 — თბილისი, 2007
- ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. გვ.85-86 — თბილისი, 1992