დიდვაკე (ნამოსახლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდვაკე — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გლდანის აღმოსავლეთით 2,5 კილომეტრზე, ხევძმარიას მარჯვენა ნაპირას, გორაზე, ადგილ დიდვაკეში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდრლი რკინის ხანით. განმხოლოებული გორის (სიმაღლე 7-8 მეტრი, ზედაპირის ფართობი 0,5 ჰექტარი) ზედაპირზე მრავლადაა შავად, ლეგად ან ნაცრისფრად გამომწვარი, სხვადასხვა სახის ორნამენტით (ირიბი ნაჭდევი; ამოღრუტნული კონცენტრული და ტალღისებრი ხაზები და სხვა) შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]