დიაზოტის ტრიოქსიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიაზოტის ტრიოქსიდი
დიაზოტის ტრიოქსიდი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებადიაზოტის ტრიოქსიდი
ქიმიური ფორმულაN2O3
მოლური მასა76.01 გ/მოლ /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.447 გ/სმ3, თხევადი
1.783 გ/სმ3 (აირი) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა-100.7[1] °C
ქიმიური თვისებები
ხსნადობა წყალშიხსნადია ეთერში /100 მლ
სტრუქტურა
დიპოლური მომენტი 2.122 D 
კლასიფიკაცია
CAS 10544-73-7
PubChem61526
EINECS234-128-5
SMILES[O-][N+](=O)N=O

დიაზოტის ტრიოქსიდიქიმიური ნივთიერება ფორმულით N2O3. ეს მუქი ლურჯი მყარი ნივთიერება[1]აზოტის ერთერთ მარტივ ოქსიდს წარმოადგენს. მის მისაღებად საკმარისია ერთმანეთს შევურიოთ თანასწორი რაოდენობის აზოტოვანი ოქსიდი და აზოტის დიოქსიდი, ნარევის 21 °C-ზე (−6 °F) ქვემოთ გაციებით:[2]

NO + NO2 ⇌ N2O3

დიაზოტის ტრიოქსიდის სუფთა სახით გამოყოფა მხოლოდ დაბალი ტემპერატურის დროსაა შესაძლებელი. მაგ: მყარი ან თხევადი სახით. მაღალი ტემპერატურისას რეაქციის წონასწორობა შემადგენელი აირებისკენ გადაიხრება, სადაც Kდის = 193 kPa (25 °C).[3]

სტრუქტურა და შეიდამოლეკულური ბმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივ, ბმის სიგრძე თითქმის იგივეა, რაც ჰიდრაზინში (145 პმ). დიაზოტის ტრიოქსიდში კი ბმა უჩვეულოდ გრძელია და 186 პიკომეტრს შეადგენს. გრძელი ბმა ასევე გააჩნია აზოტის ზოგიერთ სხვა ოქსიდსაც, მათ შორის დიაზოტის ტეტროქსიდს (175 პმ). N2O3-ის მოლეკულა ბრტყელია და გააჩნია Cs სიმეტრია. ზომები, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, ამოღებულია აირადი დაბალტემპერატურული N2O3: მიკროტალღური სპექტროგრამიდან

დიაზოტის ტრიოქსიდის მოლეკულის განლაგების კუთხეები და ბმის სიგრძეები.

ის ასევე წარმოადგენს არასტაბილური აზოტოვანი მჟავის, (HNO2)-ის ანჰიდრიდს და წყალთან შეერთებისას წარმოქმნის მას. ოქსიდის ალტერნატიული სტრუქტურა შეიძლება ასევე წარმოვიდგინოთ როგორც ნამდვილი ანჰიდრიდის, ანუ O=N–O–N=O, მაგრამ პრაქტიკაში მისი ეს იზომერი აღმოჩენილი არაა. თუ აზოტოვანი მჟავა მისი მიღებისთანავე არ გამოიყენება, ის მალევე იშლება აზოტოვან ოქსიდად და აზოტმჟავად. ნიტრიტები ზოგჯერ ასევე მიიღება N2O3-ის ტუტეების წყალხსნარებში დამატებით:

N2O3 + 2 NaOH → 2 NaNO2 + H2O

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Greenwood, Norman N.; Earnshaw, Alan (1997). Chemistry of the Elements (2nd ed.). Butterworth-Heinemann. p. 444. ISBN 978-0-08-037941-8.
  2. Greenwood, Norman N.; Earnshaw, Alan (1984). Chemistry of the Elements. Oxford: Pergamon Press. pp. 521–22. ISBN 978-0-08-022057-4.
  3. Holleman, Arnold Frederik; Wiberg, Egon (2001), Wiberg, Nils (ed.), Inorganic Chemistry, translated by Eagleson, Mary; Brewer, William, San Diego/Berlin: Academic Press/De Gruyter, ISBN 0-12-352651-5