დელვიგის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დელვიგის სახლი
Дом Дельвига
Anton Delvig - plaque.jpg
მემორიალური დაფა სახლზე
კოორდინატები 59°55′41″N 30°20′47″E / 59.927964° ჩ. გ. 30.346439° ა. გ. / 59.927964; 30.346439
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი მ. ოვსიანიკოვი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1811-1813
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7831528000

დელვიგის სახლი (რუს. Дом Дельвига), ასევე შიშკინის სახლი (რუს. Дом Шишкина) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. აგებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში. მისამართი შჩერბაკოვის შესახვევი, სახლი № 14/1, გადის ვლადიმირის მოედანზე. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი. აგებულია 1811-1813 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ააგეს 1811-1813 წლებში ვაჭარ ტიჩინკინისათვის არქიტექტორ მ. ა. ოვსიანიკოვის პროექტის მიხედვით, არცერთხელ არ გადაუკეთებიათ, გადაურჩა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომებს და დარჩა XIX საუკუნის დასაწყისის ქალაქის შენობის ერთ-ერთ ორიგინალურ ნაგებობად. შენობა ორჯერ გაარემონტეს 1961 და 1990 წლებში.

ანტონ ანტონის ძე დელვიგი (1798-1831 წწ.) აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა 1829 წლის ნოემბრიდან 1831 წლის 14 იანვრამდე, აქ იგი გარდაიცვალა. სწორედ იმ წლებში, როდესაც დელვიგი ცხოვრობდა ამ სახლში, მან დაიწყო „ლიტერატურული გაზეთის“ გამოცემა და თავის გარშემო გააერთიანა პუშკინის წრე. დელვიგის სალონი, რომელშიც იკრიბებოდნენ ალექსანდრე პუშკინი, ვ. ა. ჟუკოვსკი, ვ. ფ. ოდოევსკი და პ. ა. პლენტევი, თამაშობდა მნიშვნელოვან როლს სანქტ-პეტერბურგის კულტურულ ცხოვრებაში.

1980-იან წლებში დაგეგმეს სახლის დანგრევა ახალი მეტრო სადგურის „დოსტოევსკაიას“ მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, 1986 წელს, საზოგადოების აღშფოთების შედეგად დელვიგის სახლი დანგრევას გადაურჩა.

2014 წელს სახლი კაპიტალურად გაარემონტეს ფასადის ცვლილებების გარეშე, რის შემდეგაც მასში განათავსეს ბიზნეს-ცენტრი. რემონტის შემდეგ სახლზე დაამონტაჟეს მემორიალური დაფა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]