დელავერის ინდიელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|დელავერის ინდიელები}}

შესავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელავერის ინდიელები მიეკუთვნებიან ალგონკიანურ ლინგვისტურ ოჯახს. საკუთარი თავის ხსენებისას ,ისინი იყენებენ ტერმინს Lenape ან Lenni Lenape , რაც „ნამდვილს“ ან „მამაკაცად დაბადებულს“ ნიშნავს. დელავერის ინდიელების თავდაპირველი საცხოვრებელი ადგილი მდებაორებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ იორკში, აღმოსავლეთ პენსილვანიაში, ნიუ ჯერსისა და დელავერში. ამ ტერიტორიაზე მათ პირველად ეწვივნენ ჰოლანდიელი, შვედი და ინგლისელი მოგზაურები მე-16 მე-17 საუკუნეებში. დაახლოებით 1720-ში , მათთვის დაიწყო პრობლემა , რადგან იროკეების წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამით დაიწყო მიგრაციების სერია ,როდესაც დელავერის ინდიელების ჯგუფი ტოვებდა მემკვიდრეობით/მშობლიურ სახლებს და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაადგილდებოდნენ. ისინი პირველად გადავიდნენ სასქუახანას ხეობაში , სადაც ისინი დასახლდნენ ვაიომინგში 1742 წელს. 1951 წლისკენ მათ მიაღწიეს აღმოსავლეთ ოჰაიოს და შექმნეს კოლონიები. მორიგმა გადაადგილებამ მიიყვანა ისინი ინდიანაში. 1789 წელს ესპანურმა მთავრობამ ნება მისცა,რომ დასახლებულიყვნენ მისურისა და არკანზასში. მოგვიანებით ტომის უმეტესი ნაწილი შეიკრიბა კანზასში რეზერვაციაში და აქედან ისინი გადასახლდნენ ოკლაჰომაში და გაერთიანდნენ ჩიროკისთან (Cherokee). სხვა ჯგუფები გადაიხვეწნენ კანადაში ონტარიოს პროვინციაში ,სადაც ისინი დელავერების (Delawares) , მანსისა (Munsee) და მორავიანების (Moravians) სახელწოდებებით არიან ცნობილები. დელავერის ინდიელების დღევანდელი მოსახლეობა შეადგენს 1,400 კაცს. 1,000 აქედან ოკლაჰომაშია ,ხოლო დანარჩენი ონტარიოს პროვინციაში , კანადაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელავერის ინდიელები თავიანთ თავს უწოდებენ ლენაპებს ან ლენი ლენაპებს, ანუ „პირველ ხალხს”. მათი გავრცელებული სახელი, დელავერის ინდიელები, გამომდინარეობს ფაქტიდან, რომ იმ მდინარეს, რომელზეც მათი პირველი საცხოვრებელია აღმოჩენილი, ინგლისელი კოლონისტის, ვირჯინიის მმართველის სერ ტომას ვესტის, ანუ ლორდ დე ლა ვორის, პატივსაცემად, დელავერი უწოდეს. დელავერის ინდიელების ენდოგამიურობაზე თავიდან იყო შეხედულობა, რომ მათი კლანები ერთმანეთს არ ერეოდნენ და წმინდა ხაზებად რჩებოდნენ. დღესდღეობით ეს თეორია უარყოფილია ისტორიული და თანამედროვე გარემოებებით. დელავერების უძველესი კუს, მგლისა და ინდაურის დასახელებით სამ ჯგუფად დაყოფასთან დაკავშირებითაც აზრთა სხვადასხვაობას ვაწყდებით. მათი ისტორიული ტერიტორია დღევანდელ ნიუ ჯერსის, დასავლეთ ლონგ აილენდს, ჰუდსონის ველსა და აღმოსავლეთ პენსილვანიას მოიცავდა. აბორიგენულ დროს დელავერის ინდიელების სამი კულტურა, ლენაპები, მუნსები და „ჯერსები“, ინაწილებდა მდინარის მიდამოების სხვადასხვა ნაწილს. მათგან გამორჩეულები და, ალბათ, ყველაზე მეტად იდენტიფიცირებულნი დელავერის ინდიელებთან, არიან ლენაპები. დღესაც სწორედ მათი შთამომავლები არიან შემორჩენილები ოკლაჰომაში. 1656 წლის მონაცემებით ლენაპები განლაგებულნი იყვნენ ფილადელფიის მიდამოებში, დელავერის დასავლეთით, ხოლო მათი მონათესავე დელავერის ინდიელები, მუნსები და „ჯერსები“ კი - აღმოსავლეთით. ჩანს, რომ ლენაპები თავიანთ ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუ არა - ათასწლეულების. ასე იყო 1500 წლამდე. ლენაპები და „ჯერსები“ წესით ერთმანეთთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ განლაგებულნი, თუმცა უკვე 1600 წლისთვის მათ შორის ქორწინება და მსგავსი აქტივოებები აღარ იყო ( თანაც ისინი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდნებოდნენ), რამაც ხელი შეუწყო ერთმანეთში კოოპერიციისა და მიგრაციის საშიშროების აღმოფხვრას. სამხრეთით მათ ესაზღვრებოდნენ სინკონისინები, დაბალი დონის ტომი, რომელსაც თავისი ბელადი ჰყავდა და მთავარი საცხოვრებელი ჰქონდათ იქ, სადაც დღეს ქალაქი ლევსია დელავერში. დასავლეთით - ცენტრალურ პენსილვანიაში - იყვნენ ძლევამოსილი სასქვეჰანოკები, რომლებიც აკონტროლებდნენ ბეწვით ვაჭრობას მონონგაჰელისა და ოჰაიოს მდინარიდან მისისიპიმდე. იროკეზების ტერიტორიის შუაგული მუნსების ჩრდილოეთით იყო, „ჯერსების“ ჩრდილოეთით კი - სხვადასხვა დამოუკიდებელი ჯგუფები ცხოვრობდნენ, რომლებიც საკვებს ჰუდსონისა და მანჰეტენის კუნძულის ირგვლის მდებარე სხვა მდინარეებთან მოიპოვებდნენ. სასქვეჰანოკებმა და იროკეზებმა ეს უკანასკნელები დაჩრდილეს. დელავერის ველის ყველა ხალხმა შექმნა ცალკე ეკონომიკური ყურე, რომელიც მინიმალურად ღებულობდა მონაწილეობას ბეწვით ვაჭრობაში. პირველად ევროპელებს 1524 წელს შეხვდნენ ლენაპები - იტალიელი მკვლევრის, ჯოვანი დე ვერაცანოს, ექსპედიცია მოუახლოვდა მათს ტერიტორიას. ასევე, პორტუგალიელები და ესპანელები, რომლებიც დიდ მოგზაურობებში პიონერები იყვნენ, მალე მოვიდნენ ამ მიწებზე. შემდეგ ინგლისელებმა გააკეთეს იგივე. ჰოლანდიურმა „ისტ ინდია კომპანიმ“ დაიქირავა ინგლისელი ჰენრი ჰუდსონი და ისიც გამოუშვა ექსპედიციაში 1609 წელს. შემდეგ ევროპელებთან ურთიერთობა ვაჭრობის მხრივ გაღრმავდა და საბოლოოდ კოლონიზაციით დასრულდა. 1622 წელს პოტომაკების კონფედერაციის აღმასვლის გამო სასქვეჰანოკებს მოუწიათ ბეწვით ვაჭრობისთვის ახალი გზების ძიება. ყველაზე მოსახერხებელი გზა მათთვის აღმოჩნდა მინკას პატარა უბის ბილიკის გავლით ვაჭრობა, რაც ნიშნავდა ლენაპების ტერიტორიით სარგებლობას. ამან სასქვეჰანოკები მიიყვანა მდინარე დელავერის იმ ნაპირებთან, რომლებთანაც ჰოლანდიელ ვაჭრებს ახალი ამსტერდამიდან (ნიუ იორკიდან) მოწყობილი ჰქონდათ სავაჭრო სივრცე. მათ დატოვეს ჩანაწერები 1623 წლის დასაწყისში, რომელთა მიხედვითაც, სასქვენჰანოკები აკონტროლებდნენ ლენაპებს ამ პერიოდის განმავლობაში და ისინიც 40 წელი მათ ჩრდილქვეშ იმყოფებოდნენ. ამ პერიოდში ჰოლანდიელი ვაჭრები და შვედი კოლონისტები ლენაპებისგან ყიდულობდნენ მიწებს, რათა იქ თავიანთი პოსტები გაემაგრებინათ, ვინაიდან ეს ადგილები სტრატეგიული და სასურველი მდებარეობით გამოირჩეოდა. შვედებმა ააშენეს პატარა სოფელი, რომლის ადგილზეც დღესდღეობით არის ვილმინგტონი დელავერის შტატში. შვედი ფერმერები საკმაოდ მომრავლდნენ ქვედა ლენაპში და მოხდა მათი ერთმანეთთან შერევა - ისინი ქორწინდებოდნენ. შვედ კოლონისტებს არ ჰქონდათ ბევრი სუბსიდია ევროპიდან და ამიტომ ბეწვით ვაჭრობის ნაცვლად მათ გადაწყვიტეს თამბაქოსთვის მიექციათ ყურადღება. მათ, რა თქმა უნდა, სჭირდებოდათ საკვები, რასაც მიაქციეს ყურადღება საკვების მწარმოებელმა ლენაპებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს გაეზარდათ სიმინდის პლანტაციები, რომლებიც ზაფხულობით მოჰყავდათ თავიანთ ბაღებში და მიეყიდათ ნიდერლანდებისთვის. 1640-სა და 1660 წელს შორის სიმინდი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა მათთვის. მათ უკვე ხელი მიუწვდებოდათ იმ ევროპულ პროდუქტზე, რომელსაც სხვა ერები ბეწვით ვაჭრობით მოიპოვებდნენ. 1660 წლიდან მარცვლეულის სხვა კოლონიებიდან იმპორტმა და ზემოთ ხსენებულმა ფაქტორებმა ლენაპებს შეუქმნა ადგილობრივი ბაზარი. ინგლისელები და ჰოლანდიელები ვაჭრობისა და კოლონიების დაარსების მხრივ გამუდმებულ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან. ამან ისინი ბრძოლებამდე მიიყვანა, რომლებიც 1652-1674 წლებში მიმდინარეობდა. ინგლისმა ახალი ნიდერლანდები და ბევრი სხვა კოლონია დაიკავა 1664 წელს, რამაც მეორე ანგლო-ჰოლანდიური ომი გამოიწვია და კვლავაც ინგლისის გაფართოებით დასრულდა 1667 წელს. იორკის ბარონმა შეძლო, მთელი დელავერი თავისი კოლონიად გადააქცია და ახალი ნიდერლანდების შემადგენლობაში შეიყვანა. მალე სასქვენჰანოკებს მოუწიათ ებრძოლათ, განსაკუთრებით სენეკას წინააღმდეგ, ამან მათი მაღალი ტონი დაწია ლენაპების წინაშე და ისინი მოკავშირეები გახდნენ, რამაც დელავერის ინდიელებს საშუალება მისცა, ბეწვით ვაჭრობაში ფართოდ ჩართულიყვნენ. 1660-იან წლებში, როდესაც უკვე ინგლისელმა იმიგრანტებმა დაიწყეს დელავერის მიდამოებზე დასახლება, მათაც იყიდეს მიწები ლენაპებისგან და ფერმები გააშენეს. ამ პროცესებმა კიდევ ახალი ალიანსები წარმოშვა ამ არეალში. 1674 წელს მერილენდის კოლონისტები შეუერთდნენ სენეკას და ერთად შეუტიეს სასქვენჰანოკებს, რომლებიც ადრე მათი მოკავშირეები იყვნენ. სასქვენჰანოკები დამარცხდნენ, დაიფანტნენ და სამუდამოდ დაიშალნენ. მათი მიწები ცენტრალურ პენსილვანიასა და დასავლეთით უკვე ლენაპებისთვის გახდა მისაწვდომი, თუმცა მერილენდის კოლონია და ხუთი ერი (იროკეზებს ასე უწოდებდნენ ინლისელები) ითხოვდა, ეს მიწები მათი გამხდარიყო. ლენაპი კი მათ საწინააღმდეგოდ უფრო და უფრო აქტიური ხდებოდა ბეწვით ვაჭრობაში. ისინი ტერიტორიის მხრივაც ფართოვდებოდნენ, თუმცა 1680 წელს ევროპელმა იმიგრანტებმა შეავიწროვეს. ინგლისის სამეფო ხელისუფლებამ უილიამ პენის დახმარებით (ამერიკაში ინგლისის კოლონიების დაარსებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კოლონიზაციის ადრეულ ეტაპზე), მოიპოვა სიგელი ამ რეგიონის მართვისთვის და ლენაპებისთვის ამას თავიდან დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა. უილიამ პენის მოსვლამდე მდინარე ჯერ კიდევ მთლიანად მათს ხელში იყო. დელავერის ინდიელების მიმართ უილიამ პენის მოპყრობამ ინგლისელებისთვის შედეგი გამოიღო და მათ უკვე ლენაპის ყველა მხარესთან ჰქონდათ კავშირი და თანდათანობით მეტ მიწას იძენდნენ დელავერის ველზე. პენის ეს პროგრამა 1681-1701 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ პენი იცავდა ლენაპების უფლებებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ ეკუთვნოდათ, ვაჭრობა მაინც თავისას ითხოვდა და მისი დაყრდნობა საჭირო იყო ტყესა და დელავერის მდინარის უხვ თევზზე. ასე რომ, ნელ-ნელა მათ მოუწიათ თავიანთი სავაჭრო და საცხოვრებელი ადგილების რეგიონის შიგნით შემოწევა, მათი საწყისი საცხოვრებლის დასავლეთში, რომელშიც ცხოვრობდნენ მათი მონათესავე ხალხი და ამ რეგიონს ანიჭებდნენ სიცოცხლეს მთელი 50 წლის განმავლობაში. ეს მიგრაცია 1754 წელს ფრანგებთან შეტაკებებმაც გამოიწვია. ინდიელებს უკვე სურდათ თეთრკანიანი კოლონისტებისგან შორს ყოფნა. ბევრი მათგანი, ვინც დატოვა საცხოვრებელი უფრო დასავლეთით წავიდა და სხვა მკვიდრი ამერიკელი ჯგუფებისგან იყიდა მიწა. ისე მოხდა, რომ მიწებს აბორიგენებისგან ყიდულობდნენ და შემდეგ კოლონისტებს ჰყიდნენ ან აშშ-ს მთავრობას 1780 წლიდან. წლების განმავლობაში ლენაპებმა თავიანთი დასახლებები და სოფლები შექმნეს ოჰაიოში, ინდიანაში, ილინოისში, კანზასსა და ტეხასში. ბევრი მათგანი იმიგრანტს გაჰყვა ცოლად და ინდივიდუალურად გაემიჯნა ლენაპებს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კი ბევრმა კანზასში ინდიელი ჩეროკებისგან შეიძინა მიწა, რომელიც შემდეგ ოკლაჰომას შტატად გადაიქცა. ჩეროკების მიწაზე შეიქმნა სტაბილური გარემო ლენაპებისთვის, თუმცა გარე ძალის ზეგავლენა მაინც გარდაუვალი იყო. „წარმართი“ (ასეთები იყვნენ ისინი ევროპელებისთვის) დელავერის ინდიელები, ასევე, სახლდებოდნენ დასავლეთ ინდიანაში, თეთრი მდინარის ნაპირზე. 1821 წელს ისინი ფედერალური მთავრობის მითითებით აუყვნენ მისისიპის და დასახლდნენ ლივენვორტში, კანზასში. იქ ისინი გაერთიანდნენ იმ ტომების მეთაურობით, რომლებიც 1789 წელს მისურისკენ დაიძრნენ ესპანური მთავრობის ნებით. 1867 წელს დელავერებმა ეს მიწებიც გაყიდეს კანზასში, რათა ეყიდათ ოკლაჰომის ჩეროკების ნაციის წევრობა. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ თეთრკანიანებთან პირველი კონტაქტისას რამდენი იყო დელავერის ინდიელების ზუსტი რიცხვი. შემდეგ ისინი შეერივნენ და დაუკავშირდნენ სხვა ტომებს და დარჩა ერთადერთი სოფელი, რომელიც მხოლოდ ნამდვილ დელავერის ტომებს იტევდა. 1824 წლისთვის მათი რიცხვი იყო დაახლოებით 1500 კანზასში, 650 მიმობნეულად ნიუ-იორკში, კანადასა და ოჰაიოში. 1910 წლის მონაცემებით კი დელავერის ინდიელები ჯამში 1850 იყვნენ, რომელთაგან 895 -ოკლაჰომაში, 55 - კანზასში, 250 მუნსი - უისკონსინში და 619 ონტარიოს სხვადასხვა ზონაში ცხოვრობდა. 30-იან წლებში ოკლაჰომაში ისინი 874 კაცით შემცირდნენ. 1920-იან წლებში უკვე ლენაპების უმეტესი ნაწილი ინგლისურად საუბრობდა და იქ სადაც, ლენაპის ენა ჩაისახა, ძალიან ცოტა დელავერის მკვიდრ ინდიელს თუ შეხვდებოდით. ასეთი იყო ინგლისური კოლონიალიზმის გავლენა. როგორც ვიცით, კოლონიები გათავისუფლდნენ ინგლისელების მმართველობისგან და დელავერიც ერთ-ერთი მათგანი იყო. მას უფრო პენსილვანიის მმართველობისგან გამოცალკევება სურდა და ამას მიაღწია კიდეც. 1787 წელს მან პირველმა მოაწერა ხელი აშშ-ს კონსტიტუციას და გახდა ახალი ფედერალური კავშირის პირველი შტატი, თუმცა, უკვე ამ მოვლენებში მკვიდრი ინდიელი მოსახლეობის როლი ძალიან დაკნინებული იყო.

კვების რაციონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკვების შესახებ, რასაც ადრეული ლენაპეს ხალხი ჭამდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა მაღაზიები, სადაც ისინი იყიდიდნენ საკვებს და არ არსებობდა მაცივრები ამ საკვების შესანახად. უძველესი საზოგადოების ადამიანებისათვის საკვების მოპოვების ოთხი ძირითადი გზა არსებობდა: ნადირობა და თევზაობა, შემგროვებლობა, მოსავლის მოყვანა და შინაური ცხოველების გაზრდა. ამერიკის მკვიდრ მოსახლეობაში, რომელთა შორის იყვნენ დელავერი ინდიელები, პირველი სამი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული. ნებისმიერ საკვებს, რაც ბუნებრივად არსებობა მათ გარშემო, მოიპოვებდნენ და ჭამდნენ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო თაფლი, კვერცხი, ნეკერჩხლის სიროფი და შაქარი, თხილი, ხილი, მრავალფეროვანი მარცვლეული და მცენარეთა ფესვები. საკვები, რომელსაც მოიპოვებდნენ, მალევე უნდა შეეჭამათ ან უნდა მოემზადებინათ ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ამ საკვების შენახვა და მოგვიანებით ჭამა. დელავერი ინდიელები ფერმერები იყვნენ. მოსავალი ძირითადად ლენაპეს ქალებს მოჰყავდათ. მამაკაცები კი ნადირობდნენ და თევზაობდნენ.

ნადირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ასაკიანმა, ისე ახალგაზრდა მამაკაცებმა იცოდნენ, რომ ნადირობა და თევზაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოკვებისათვის. ირემი, შავი დათვი, ცხენ-ირემა, ენოტები, თახვები და კურდღლები იყვნენ ის ცხოველები, რომლებსაც ხორცის, ტყავის და მყესების გამო ინადირებდნენ, დათვის ცხიმს კი ადნობდნენ, წმენდდნენ და ინახავდნენ ტყავის ჩანთებში. ინდაურებს, იხვებს, ბატებსა და სხვა ფრინველებს კი ხორცისა და ბუმბულის გამო ხოცავდნენ. ხორცს ძირითადად ცეცხლზე ან ცხელ ქვებზე წვავდნენ. ასე მომზადებულ ხორცს კი მაშინვე მიირთმევდნენ. იმისათვის, რომ გაფუჭება თავიდან აერიდებინათ, ხორცისა და თევზის გარკვეულ ნაწილს შებოლავდნენ და მზეზე აშრობდნენ. მშრალი ხორცი საკმაოდ დიდხანს ძლებდა, რომელიც მოგვიანებით შეეძლოთ უბრალოდ ეჭამათ ან მისგან წვნიანი მოემზადებინათ. ყველას შეეძლო საკუთარი მეურნეობა ჰქონოდა, ისინი ყოველთვის თანაბრად იყოფდნენ საჭმელს, ამიტომ მშიერი არავინ რჩებოდა, მანამ სანამ სოფელში საკვები იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის.

ნადირობდნენ ჩიტებზე, უგებდნენ მახეებს და ჭამდნენ როგორც მათ ხორცს, ისე კვერცხებს. წყლის ფრინველებს, როგორებიც არიან იხვები და ბატები შუბებითა და ისრებით კლავდნენ. ინდაურები მათი საყვარელი ფრინველები იყვნენ, რომლებიც ტყეში ბინადრობდნენ. მათი ხორცი საჭმელად კარგი იყო, ამასთან ინდიელ ქალებს უყვარდათ მათი ბუმბულისაგან ფერადი მოსაცმელების გაკეთება. ისინი ბუმბულებს ამაგრებდნენ ხელნაკეთ ლითონის ბადეზე, რაც შემდეგ მტკიცედ მაგრდებოდა ტყავის მოსასხამზე.ლენაპეების კიდევ ერთი საყვარელი ფრინველი მტრედი იყო. ინდიელები მტრედებს ბადეებით იჭერდნენ, საიდანაც შემდეგ მათ კვერცხებს იღებდნენ და ჭამდნენ. მოგვიანებით „თეთრმა მონადირეებმა“ იმდენი მტრედი დახოცეს, რომ გადაშენდნენ.

თევზაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თევზაობით მოპოვებული საკვები ლენაპეების კვების რაციონის დიდ ნაწილს შეადგენდა. უმეტესად გამომცხვარ ან შებოლილ თევზს ჭამდნენ. ზოგიერთ მდინარესა და ტბაში თევზი მთელი წლის განმავლობაში იყო. ისეთი თევზები, როგორებიცაა ქაშაყი, ორაგული და ზუთხი წელიწადის ცივ დროს ოკეანეში ატარებდნენ და მდინარეში მხოლოდ გაზაფხულზე ბრუნდებოდნენ კვერცების დასადებად, ამისათვის კი რამდენიმე ათას მილს გადიოდნენ, ატლანტის ოკეანიდან- ამერიკის მდინარეებისაკენ. ლენაპეები იყენებდნენ მახეების მსგავსს ჯებირებს ან ღობეებს და გრძელ ბადეებს ამ თევზების დასაჭერად. ზოგიერთი მათგანი შედარებით ადვილად დასაჭერი იყო, მაგრამ ზუთხის დაჭერა საკმაოდ რთული სამქმე იყო, რადგან ისინი ექვს ფუტზე მეტი სიგრძისანი იყვნენ და ორას გირვანქაზე მეტს იწონიდნენ. ზოგჯერ ირმის რქებისაგან გაკეთებული ჰარპონები დიდი თევზების მოსაკლავად გამოიყენებოდა.

ხამანწკები და კუწუბები გროვდებოდნენ ოკეანის ნაპირებთან და ყურეებში, ის ლენაპეები, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობდნენ ათასობით მოლუსკს აგროვებდნენ და ჭამდნენ. ხოლო ისინი, რომლებიც მდინარეების, ტბებისა და სხვადასხვა დინებების გასწვრივ ცხვრობდნენ მტკნარი წყლის მიდიებს მიირთმევდნენ. კიბოები და კიბოსნაირებიც გამოიყენებოდა საკვებად, რომლებსაც მდინარეებსა და ტბებში იჭერდნენ.

ველური მცენარეული საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალები და ბავშვები მინდვრებსა და ტყეებში აგროვებდნენ მცენარეთა ფესვებს, ხილს, კენკრას, სოკოსა და თხილს. ზოგჯერ ეს ძალიან ადვილი საქმიანობა იყო, მაგალითად, კენკრის ბუჩქებიდან გამოკრეფა. ზოგჯერ კი შეიძლებოდა გართულებული ყოფილიყო და სპეციალურ ხელსაწყოებსა და ვარჯიშს მოითხოვდა. ასეთი იყო მაგალითად ხეებიდან ნეკერჩხლის სიროფის შეგროვება ან რკოების გამოტუტვა ფქვილში დასამატებლად. ამ საკვების უმეტესობა მაშინვე იჭმეოდა, როგორც კი დამწიფდებოდა. ზოგჯერ მცენარეული საკვები იმდენად ბევრი იყო, რომ შეეძლოთ გამოეშროთ და მარაგი ზამთრისათვის შეენახათ. გაზაფხულობით ხარობდა ველური მარწყვი, მოცვი და მაყვალი. მოცვს იყენებდნენ “pemmican-ის“ მოსამზადებლად, რისთვისაც მას ჭყლეტდნენ, აშრობდნენ და ურევდნენ ირმის ხორცს. შემდეგ კი ამ ნარევს პატარა პურის ფუნთუშებში ათავსებდნენ. ეს დიდხანს ძლებდა და კარგი იყო ხანგრძლივი მოგზაურობებისათვის. ცნობილია, რომ მოცვი მშვიდობის სიმბოლოდ გამოიყენებოდა. ასევე აგროვებდნენ ხურმასა და ველურ ქლიავსაც. თხილს, როგორიცაა ნიგოზი, მუქი ფერის კაკალი და წაბლი, ოქტომბერსა და ნოემბერში იმარაგებდნენ. მუხის ხეებიდან იმარაგებდნენ რკოებს, მაგრამ ზოგიერთ რკოს მწარე გემო ჰქონდა. ლენაპელმა ქალებმა აღმოაჩინეს, რომ შეეძლოთ სიმწარის მოშორება რკოების შეწვით, ან ცხელ წყალში გამორეცხვით. ასე გარეცხილი რკოები შეეძლოთ ფაფის მოსამზადებლად გამოეყენებინათ ან დაეფქვათ და შეერიათ ფქვილში პურის გამოსაცხობად.

საკვებ ზეთს თხილისაგან ამზადებდნენ, თხილს აქუცმაცებდნენ და მდუღარე წყალში ხარშავდნენ. თხილის ზეთი ჭურჭლის თავზე, წყლის ზემოთ ტივტივებდა, რასაც კოვზის ან მოლუსკის ნაჭუჭის დახმარებით იღებდნენ და თიხის ქოთნებში ინახავდნენ, იქამდე სანამ არ დასჭირდებოდათ.

ბაღის მცენარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენაპეები მშვიდობიანი ფერმერები იყვნენ და მრავალი სახეობის მარცვლეული მოჰყავდათ. დაახლოებით თორმეტი სახეობის მარცვლეულს ზრდიდნენ, რომელთა შორის იყო: სიმინდი, შვრიის ბურღული, მარცვლეული შეჭამადის მოსამზადებლად და ბევრი სხვა. მარცვლეული სხვადასხვა ფერის იყო- თეთრი, ყვითელი, ლურჯი, წითელი და ფერადი. სპეციალურ „მძიმე“ სიმინდს ახმობდნენ და ურევდნენ საკვებ სიმინდთან პურის, „aphone-ს“, გასაკეთებლად, რომელსაც დღეს სიმინდის კვერს ეძახიან. ასევე აცხობდნენ „სამოგზაურო ტორტებს“, თუმცა იმ დროს ტორტი პურს ნიშნავდა. საკუთარ ბაღებში ლენაპეს ინდიელებს უმეტესად ხორბალი და ლობიო მოჰყავდათ. ასევე რგავდნენ მზესუმზირას, მწვანილებსა და ზოგიერთ თამბაქოსაც. ბოსტნეული მაშინვე იჭმეოდა, როგორც კი დამწიფდებოდა, ზოგჯერ კი ნაწილს ზამთრისათვისაც ინახავდნენ. სიმინდის ქერქსაც ინახავდნენ, ბოხჩებში ყრიდნენ და სახლის ჭერებში კიდებდნენ გასაშრობად, რასაც შემდეგ კალათების, მოკასინების (ჩრდილო ამერიკის ინდიელთა ქალამანი) და თოჯინების გასაკეთებლად იყენებდნენ. ხოლო სიმინდისა და ლობიოს მარცვლებს ასუფთავებდნენ და ტყავის ჩანთებში ინახავდნენ. გოგრებს მრგვალ ნაჭრებად ჭრიდნენ, ჯოხზე აგებდნენ და მზეზე გასაშრობად კიდებდნენ. იმის გამო, რომ ეს საკვები მშრალად ინახებოდა, არ ფუჭდებოდა. როცა ლენაპელ ქალებს უნდოდათ გამომშრალი საკვების გამოყენება, მას წყალში ხარშავდნენ. წყალი გამხმარ საკვებს ბერავდა და საკმარისად რბილს ხდიდა საჭმელად.

ზოგიერთი ლენაპე თხრიდა ღრმა, ფართო ხვრელებს ან შესანახ ორმოებს მიწაში. გამომშრალ ხორცს, თევზს, თხილსა და სხვა გამხმარ საკვებს ათავსებდნენ ამ ორმოებში. ასე შენახული საკვები ეხმარებოდა ლენაპეებს ცივი ზამთრის გადატანაში.

ევროპელებმა ამერიკელებს რამდენიმე ისეთი მცენარე და ცხოველი „გააცნეს“, რაც ამერიკის კონტინენტზე არ ბინადრობდა: ბანანი, ხორბალი, ცხვარი და ძროხა. როგორც სხვა ტომებმა ისე დელავერის ინდიელებმა დაიწყეს ამ ახალი სახეობების მოშენება, ტრადიციულ მარცვლეულთან და ცხოველებთან ერთად.

თანამედროვე საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ყველა თანამედროვე ამერიკელი, ლენაპეები დღეს ყველანაერი სახის საკვებს ჭამენ- პიცას, სტეიკს, შემწვარ ქათამს, ჰამბურგერს და ა.შ. არსებობს განსაკუთრებული ადგილები, სადაც ძველი რეცეპტებით მომზადებულ ინდურ საკვებს სთავაზობენ მომხმარებლებს და სადაც შეგვიძლია ვნახოთ ისეთი საკვები, როგორიცაა სიმინდი და ხორცი, და ყურძნის გუფთები.

დელავერის ინდიელების მნიშვნელოვანი ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესავალი და ზოგადი განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია,რომ დელავერის ინდიელებს აქვთ პერიოდული ცერემონიები, რომლებიც წარმოადგენენ მათთვის უმნიშვნელოვანეს რიტუალებს. ისინი ატარებენ ცერემონიებს, რათა შეასრულონ სასულიერო ვალდებულებები. მე-17 და მე-18 საუკუნეში შვედი, ინგლისელი და ჰოლანდიელი მოღვაწეები,დენტონი (1670),უილიამ პენი (1683),ბრაინერდი (1745),ზაისბერგერი (1779-80),ლოსკიელი (1794), აღწერენ დეტალურად დელავერის ინდიელების უმნიშვნელოვანეს დღეებს. არსებობს რამდენიმე ცერემონია: „კანტიკო“, „გემვინგი- დიდი სახლი“, „ყოველწლიური ცერემონია“ და ა.შ. ადგილობრივებისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი იყო რიტუალები რელიგიური ცხოვრებისთვის. დღევანდელი წყაროების მტკიცებულებები ასევე მიუთითებს მონათესავე წარმოდგენებზეც, რომელთა რელიგიური ქცევები შაუნის მოსახლეობასაც ახასიათებდა.

„დიდი სახლის“ ცერემონიალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სახლის ცერემონია ანუ იგივე რაც „გემვინგი“, დელავერის რელიგიური წეს-ჩვეულების ერთ-ერთი მთავარი ცერემონიაა, რომელიც მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდანა არის ცნობილი. ორ ნაწილად ტარდებოდა, ერთი -ივნისში, რომელიც მხოლოდ ერთ დღეს გრძელდებოდა, მეორე კი ზამთრის დასაწყისსში, რომელიც 12 დღე-ღამეს მოიცავდა. დელავერის ტომურ გაერთიანებამდე შესაძლებელია ეს ცერემონიალი არც არსებობდა ისეთი, როგორიც ახლაა ცნობილი. მთლიანად ეს რიტუალი ეძღვნებოდა წარსულის დალოცვასა და მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფას. მოსახლეობას სწამდა, რომ ამ რიტუალს წელიწადში ერთხელ მაინც თუ არ შეასრულებდნენ, მათი მოსავალი გაფუჭდებოდა და დაკარგავდნენ სულების დახმარებას.

რიტუალების 12 დღე-ღამე (გემვინგი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინც ამ წლიურ ცერემონიაზე მიდის, ყველას გარკვეული პასუხისმგებლობა ენიჭება.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიდერის ფუნქცია. ის ვალდებულია, ყოველდღე აცნობოს ხალხს თუ რა რიტუალი უნდა აღასრულონ და მოუწოდებს მათ ყურადღებით ყოფნას. რამდენიმე დღით ადრე სანამ ცერემონია დაიწყება, დელავერის ინდიელები იწყებენ დიდი სახლის, „თაძრის“, მოწესრიგებას. ეს სახლი დასახლებისგან ძალიან შორსაა, ჩრდილოეთ ოკლაჰომაში, პატარა მდინარის პირას. სახლი აშენებულია უხეში მორებისგან, რომელსაც ორი საკვამური აქვს და მხოლოდ და მხოლოდ წლიური ცერემონიისთვის იყენება. ლიდერი ირჩევს სამ მამაკაცს და სამ ქალს, რომელთაც დაუხვეწელი მუშაობა უწევთ. ითვლება დიდ პატივად, თუ ამ ექვსეულში მოხვდები. შემდეგ ლიდერი ირჩევს ორატორს,ორ მომღერალს და მონადირეების მეთაურს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ირმის ხორცი ნადიმისთვის. პირველ დღეს ,როდესაც დელავერის ინდიელები მიდიან „დიდ სახლში“, შესვლისთანავე მადლობას იხდიან წარსულისთვის, იმისთვის, რომ ცოცხლები და ჯანმრთელები არიან. ისინი შესთხოვენ მშვიდობას მათ მამას,შემქმნელსა და დიად სულს. მათთვის ასევე დამთრგუნველია, წარსულის გახსენება, რადგან დროთა განმავლობაში ნათესაობის რაოდენობა მცირდება და სულ უფრო და უფრო ცარიელდება „დიდი სახლი“. ლიდერის სიტყვის შემდეგ სამჯერ არტყამს დამკვრელი დოლზე და ერთ-ერთი მომღრალი იწყებს სიმღერას, რასაც მოყვება ცეკვა და შემდეგ „ჰაუ“-ს შეძახილი.

მეორე დღეს ,როდესაც დამთავრდება სიტყვით გამოსვლები, დელავერის ინდიელები იწყებენ სახლის დასუფთავებას. დალაგების შემდეგ მამაკაცებს მოაქვთ მოხარშული სიმინდის მარცვლები, რომელსაც შემდეგ ყველა მიირთმევს. ყველას გარკვეულად განსაზღვრული პორცია ერგება. მათ სწამთ, რომ ამით ისინი საკუთარ მამას, რომელიც ცაშია, აძლიერებენ.

მესამე საღამოს ყველა იწყებს ვედრებას, იმისთვის ,რომ მათ დაეხმაროს ველური ცხოველების სული მეოთხე დღისთვის,ნადირობისთვის.

მომდევნო დილას იწყება ცერემონია მონადირეების გამგზავრებამდე. იყენებენ თამბაქოს, რომელიც წარსულის გადმონაშთია და ამით ისინი ევედრებიან ველური ცხოველების სულს, რათა მისცეს მათ ველური ცხოველების ხორცი. მონადირეები დიდი შეძახილებით ემზადებიან სანადიროდ წასასვლელად. შუადღეს ყველა იკრიბება დიდი სახლის წინ. მართავენ ნადიმს, რომელსაც ქალები ამზადებენ. ასევე ატანენ საჭმლით სავსე ტომრბს. როდესაც დაამთავრებენ ჭამას, დგებიან ერთ რიგში და თითოეული მონადირე დგება მარცხენა ფეხზე, მარჯვენა ფეხის ცერა თითით კი ნაზად ეხებიან მიწას (ამ მოქმედებას ახსნა ჯერჯერობით არ აქვს). შემდეგ ორატორი დგება ფეხზე და ამბობს სიტყვას. ის მოუწოდებს მონადირეებს, რომ ირმის ნადირობისას იფიქრონ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ბედზე. ლაპარაკის დროს ის მიდის ჯერ ერთ ცეცხლთან და ისვრის თამბაქოს 6-ჯერ, შემდეგ მეორე ცეცხლთან და წმინდა სამკურნალო მცენარეებს აგდებს, იქაც 6-ჯერ. თან თხოვს M˘isinghâli'kŭn-ს, რომ დაიმორჩილოს ირმები,რათა ადვილად მოკლან მონადირეებმა. ხოლო დარჩენილ თამბაქოს აძლევს მონადირეების მეთაურს და აფრთხილებს, რომ ისიც უნდა შეევედროს M˘isinghâli'kŭn-ს ირმის დამორჩილებისთვის. დაახლოებით ორი დღე გრძელდება მათი ნადირობა. დაბრუნებისთანავე კი მონადირების მეთაურს ევალება ნიშანი მისცეს სახლში მყოფებს. ის ისვრის იმდენჯერ , რამდენი ირემიც მოინადირეს. მედოლეები კი ყურადღებით არიან,რათა ნებისმიერ დროს შესაძლებელია მონადირეების სიგნალი გაიგონ. სიგნალის მიღებისთანავე სასწრაფოდ დიდ სახლში უნდა გაიქცნენ და ყველას გააგებინონ, რათა მოემზადონ დასახვედრად. სიგნალის გაგონებისთანავე ისინი ემზადებიან ველური ცხოველების სულის სამადლობელად. იწყება ცეკვები და სიმღერები,რომელიც მხოლოდ სულს ეძღვნება.

მეხუთე და მეექვსე დღე გამოირჩევა სახლში მონადირეების გარეშე ცეკვებითა და შეძახილებით.

დაახლოებით მეშვიდე დღეს კი მონადირეები ბრუნდებიან. მადლობას უხდიან მათ შემქმნელ მამას იმ ნადავლისთვის, რაც მათ მოინადირეს. იწყება სამადლობელი საღამო, რომელიც ცხოველების სულს მიეკუთვნება.

მერვე საღამო არ გამოირჩევა განსხვავებულობით, იგივე ცეკვებითა და მოხსენებებით ატარებენ დროს. მეცხრე დღეს ყველა იწყებს ცეცხლისთვის დასანთები ადგილის გაწმენდას. ყველა ვალდებულია დაანთოს ცეცხლი. ვინც ვერ დაანთებს, ნიშნავს იმას, რომ ის არაა სუფთა. ლიდერი ვალდებულია მოაგროვოს სპეციალურ კუს ბაქანში მძივები,რომელთა ქონა აუცილებელია ყველასთვის. შემდეგ ყველა ვალდებულია შეღებოს სახლში ყველა ამოკვეთილი სურათი(როგორც ცნობილია 12 სახეა ამოკვეთილი სახლის კედლებზე). ამის შემდეგ კი დელავერები იწყებენ მოხარშული სიმინდის მარცვლებისა და ხორცის ჭამას თითოეულისთვის განსაზღვრული რაოდენობით. ჭამის შემდეგ კი ვისაც ეკუთვნის ძილი ,მათ მოაქვთ ნებისმიერი ნივთი რაც გამოადგებათ დასაძინებლად. მეათე და მეთერთმეტე დღეები კვლავ ცეკვებითა და შეძახილებით გრძელდება.

მეთორმეტე დღე იწყება ქადაგებით. ქადაგებაში ძირითადად შეჯამებაა იმისა, თუ რატომ და როგორ ჩაიარა ცერემონიალმა.დელევერის ინდიელები კმაყოფილები უსმენენ მქადაგებელს, რომელიც აიმედებს მათ, როგორც წარსულით ისევე მომავლით. მეთორმეტე ღამეს კი ქალთა ღამეს უწოდებენ. წვავენ ორ ცეცხლში კედრის ფოთლებს. ინდიელებს მიაჩნდათ, რომ მათ უნდა ჩაესუნთქათ ბოლი, იმისთვის, რომ განწმენდილიყვნენ საბოლოოდ. განწმენდის შემდეგ ორი ქალი დგება და იღებს თითოეულისთვის განსაზღვრულ ჭურჭელს.ერთი ვალდებულია აიღოს ქერქის ჭურჭელი, სადაც წითელი საღებავი ასხია, ხოლო მეორე ვალდებულია აიღოს ჭურჭელი, სადაც ქონი და ცხიმი იქნება. შემდეგ დგებიან კარებთან,ქალები კი რიგრიგობით უახლოვდებიან, რათა ყველას სათითაოდ ერთ ლოყაზე ქონი, ხოლო მეორეზე საღებავი წაუსვან. ყველას, ვინც ამ რიტუალში იღებს მონაწილეობას, ერგება ერთი ნაჭერი ირმის ხორცი, რომელსაც დამსწრეები გარეთ ცეცხლში ამზადებენ. მომდევნო დილა კი იწყება ორი მამაკაცის სიმღრით. ამასობაში კი ყველა ცეკვავს. სულ მალე იწყებენ ლოცვას, რომელსაც ასრულებენ 12-ჯერ. შემდეგ კი 12-ჯერ ყვირიან. იჩოქებიან და კვლავ დგებიან ხელებაწეულები 12-ჯერ. ორი ქალი დგება და ყველას ურიგებს 2 ან 3 მძივის მარცვალს.ბოლოჯერ ცეკვავენ თავიანთ ცეკვას. ეს კი დასასრულს აღნიშნავს. შემდეგ ყველაფერს ალაგებენ და ასე მთავრდება 12-დღიანი ცერემონია, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ და ყოველ წელს სულმოუთქმელად ელიან.

წლიური ცერემონიის ადრეული ფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩნდა, რომ ადრეულ წლებში დელავერის ინდლიელების წლიური ცერემონია, რაც დღეისთვის ცნობილია, განსხვავებული იყო. ეს ცერემონია ჰგავდა „გემვინგს“ იმით, რომ მსგავს სახლში ტარდებოდა და მსგავსი რიტუალები ახასიათებდა თუმცა განსხვავებებიც იყო. ამ ცერემონიას MuxhatoL'zing-ს ეძახდნენ. ასევე იყო ის განსხვავებაც , რომ ეს ცერემონია 12 დღის ნაცვლად 8 დღე გრძელდებოდა. მონადირეების დაბრუნებისთანავე კი ირმის ტყავს ავსებდნენ ბალახით და დგავდნენ დიდი სახლის ცენტრალურ ადგილას.ირმის კისერზე კი მძივებს აბავდნენ. ბოლო დღე კი, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ჰგავს „გემვინგს“. გათენებისთანავე, კაცები აშენებენ საუნის ტიპის პატარა სახლს და ქვებს აცხელებენ. დღისით კი შედიან შიგნით და იქიდან თითოეულს გამოაქვს თითო ცხელი ქვა. ამის შემდეგ შესასვლელს კეტავენ და ასხამენ წყალს ქვებზე. როდესაც კვამლი იზრდება და სახლი უფრო და უფრო ცხელდება, მომლოცველები ევედრებიან დამცველ სულებს. მათ სწამთ, რომ თუ კვამლი სწორად ავა ცაში, ესეიგი ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ გაიფანტა ხალხისკენ, ნიშნავს იმას, რომ რაღაც შეცდომა დაუშვეს და არასწორად წავიდა საქმე.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის შემდეგ , რაც ბიჭები დაამტკიცებდნენ რომ საკმარისად გაწვრთნილები იყვნენ ნადირობაში და გოგოები გაივლიდნენ თავიანთ პირველ განმარტოებას , ისინი მზად იყვნენ ქორწინებისთვის. ამას ადგილი ჰქონდა 17-18 წლის ასაკში ბიჭებისთვის და 13-14 წლის ასაკში გოგოებისთვის. გოგონა ქორწინებისთვის მომზადებულობას აჩვენებდა თავსამკაულის ტარებითა და მოკრძალებულად სახის დაფარვით ხალხში. დელავერელებში არსებობდა ქორწინების გამართვისა და ცერემონიის რამდენიმე ტიპი . ეს ვარიაციები განპირობებული იყო სხვა ინდიური კულტურების ან ევრო-ამერიკული ცივილიზაციის ზეგავლენით , მაგრამ შესაძლებელი იყო რომ დელავერის ხალხის განსხვავებული ჯგუფების გამოც ყოფილიყო. მე-17 საუკუნის ოთხი წყარო იუწყება ,რომ გოგოების მოპოვებას ცდილობდნენ ვამპუმის დახმარებით . უფრო მოგვიანებით , ქორწინებას აწყობდნენ ნათესავები ან შუამავლები. ჰეკველდერის თანახმად მოლაპარაკებებს იწყებდა საქმროს დედა , ხოლო ტროუბრიჯის თანახმად საქმროს მამა იწყებდა მოლაპარაკებებს პატარძლის მამასთან. ასევე ცნობილია , რომ ქორწინების დაგეგმვას და მომზადებას იწყებდნენ საქმროს მშობლები.სავარაუდო საქმრო ან შუამავალი ნადირობდნენ ძირითადად ირემზე ან დათვზე და ნანადირევი მიჰქონდათ სავარაუდო საცოლის სახლში და ჩუქნიდნენ მის დედას. თუ მოწონებული იქნებოდა, გოგოს დედა საჩუქარს საჩუქრით პასუხობდა და უბოძებდა მარცვლეულს ან სიმინდს. ორივე შუამავალი , ან მოლაპარაკებებზე მყოფი ნათესავები და მეგობრები ამტკიცებდნენ რომ მათი შესაბამისი ნათესავი ან კლიენტი საკუთარი ძალებით შოულობდა საჩუქარს. თუ ამ გაცვლის შემდეგ , წყვილი თანხმდებოდა, რომ საჩუქრები დამაკმაყოფილებელი იყო , მორიგება დამთავრებულად ითვლებოდა ,თუმცა საჭმლისა და ტანსაცმლის მომავალი გაცვლები ჯერ კიდევ წინ იყო. პერიოდი დანიშვნასა და ქორწინებას შორის მე-17 საუკუნეში იყო საკმაოდ ხანგრძლივი :“თუ ის ახალგაზრდა ქალიშვილი იყო , ბიჭს უნდა მოეცადა 6 კვირა სანამ მასთან ძილს შეძლებდა ... ამ მთელი დროის განმავლობაში გოგონა იჯდა თავზე გადაფარებული საბნით და არ უნდა ჰქონოდა სურვილი ,რომ ვინმესთვის შეეხედა , ისევე ,როგორც არავის ჰქონდა მისთვის შეხედვის უფლება...“ ჰეკველდერის მიხედვით ასევე , მეგობრობა ამ ორ ოჯახს შორის იზრდებოდა ყოველდღიურად , ისინი ერთად აკეთებდნენ საშინაო და სამეურნეო საქმიანობას , და როდესაც ახალგაზრდებს ნება დაერთმეოდათ , რომ ეცხავრათ ერთად , მშობლები მათ ამარაგებდნენ საჭირო ნივთებით, ისეთი ,როგორებიცაა ჩაიდანი , თეფშები , ჯამები და ყველაფრით ,რაც საჭიროა სამზარეულოსთვის , ასევე ცულებითა და თოხებით - რაც საჭირო იყო მინდორში სამუშაოდ.

სახელების მინიჭება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვი კლანის წევრობას მემკვიდრეობით დედისგან იღებდა. იმ დროს ,როცა არსებობდა ქვეჯგუფებიც ,რომლებიც დაიფუძნა ადგილმდებარებაზე დაყრდნობით , დელავერულ საზოგადოებაში დომინირებდა სამი განსხვავებული მატრიკლანი. ისინი დაკავშირებულები იყვნენ ჰაერთან, წყალსა და მიწასთან. შინაური ფრინველი გამოსახული იყო როგორც ფრინველის ფეხი ან ინდაური. დაკბილული ქუსლი ან კუ წარმოდგენილები იყვნენ ზემოდან დანახული მოხაზულობით. მრგვალი ტერფი ან ძაღლი ასოცირებულია თათთან ან მგელთან. თანამედროვე დელავერელები დაჟინებით ამტკიცებენ ,რომ ძველი სოფლებიდან ყოველი მიეკუთვნება ერთ-ერთ კლანს ან სეგმენტის დასახელებას. სპეციალური შეკვრები და რიტუალები გადაეცა მემკვიდრეობით ამ სეგმენტებისა და კლანების დახმარებით, რომლებიც სოციალურ ფენას ან მატრირილიანურს მოვალეობებს მიაწერდნენ რიტუალებსა და ზეგავლენას ყოველი ახალი თაობის ცხოვრებისეულ მიმართულებაზე.

ახალშობილს ეძახდნენ ასაკს ,სქესს , დაბადების თანმიმდევრობას ან მეტსახელს, სანამ საბოლოოდ არ დამტიცდებოდა რომ ბავშვი უეჭველი დარჩებოდა საცხოვრებლად. წარსულში , ბავშვს 5 წლის ასაკში სახალხოდ აძლევდნენ პერსონალურ სახელს „დიდი სახლის“ რიტუალისა ან სხვა რომელიმე რიტუალის დროს, სადაც ბევრ ხალხს შეეყარა თავი. სახელის მიცემის სხვადასხვა მეთოდი არსებობდა, თუმცა ყველაფერი მაინც სქესს ეყრდნობოდა.ერთ-ერთი მორავიანელი მისიონერის თქმით, დელავერელ დედებს სახელის მიცემა განსაკუთრებული დამახასიათებლის მიხედვით შეეძლოთ ,მაგრამ ეს პრაქტიკა უფრო მეტსახელისთვის გამოდგებოდა. ალტერნატიულად, მამას შეიძლება დასიზმრებოდა სახელი. ასევე უხუცესებს თხოვდნენ სახელების დასიზმრებას , რის გამოც მათ საჩუქრად ვამპუმს გადასცემდნენ , რადგან ეს ბავშვის ცხოვრების გახანგრძლივების გარანტი იყო. სახელები არასდროს იყო მუდმივი , ყოველთვის იცვლებოდა რამე მნიშვნელოვანი ან წარმატებული მოვლენის შემდეგ. ზოგიერთი წინაპრის სახელს იღებდა , რომელიც ელიტურ პრაქტიკას შეეფერებოდა და ადიდებდა და პატივს სცემდა მათ წინაპარს. როდესაც ყველას გააჩნდა სახელი, ის არასდროს იხმარებოდა სახალხოდ , რადგან დაკავშირებული იყო პირად არსებობასა და სისუსტეებთან. ერთადერთხელ , როდესაც ის იხმარებოდა სახალხოდ იყო „დიდ სახლის“ რიტუალის გამოძახების ,ერთადერთი წმინდა ადგილი ,რომელსაც საკმარისი ძალა გააჩნდა ადამიანის დასაცავად. სახელის პირვანდელი ფუნქცია იყო უნიკალური ყოველი ადამიანისთვის , ის შემოქმედის მიერ იდენტიფიცირებას ახდენდა.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი არსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელია განსხვავებული წარმოდგენები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით. მათი რელიგიები განსხვავდება ერთმანეთისგან და საკმაოდ საინტერესოა შესასწავლად. საინტერესო რელიგიით არც ლენაპეს ხალხი ჩამოუვარდება სხვებს. მათ ჰქონდათ განსხვავებული წარმოდგენა უმაღლესი ქმნილების ანუ „სამყაროს შემქმნელის“ შესახებ. მათი წარმოდგენით ღმერთების ლიდერი იყო „ უდიდესი სული“ ან „უმაღლესი ქმნილება“. დანარჩენები ანუ სახელით man˘i'towŭk იყვნენ „უდიდესი ქმნილების“ მიერ დანიშნული წარმომადგენლები. ლენაპეს ხალხის წარმოდგენით , მან შექმნა დედამიწა და ყველაფერი რაც მასში ან მასზედ არის, ასევე მან მისცა ლენაპეს ხალხს ყველაფერი, რაც მათ გააჩნდათ: წყალი, ხეები, ცეცხლი და წყაროები, საერთოდ ყველაფერი რაც მათ გააჩნდათ. მისთვის ხალხი ლოცულობდა და ატარებდა სხვადასხვა რიტუალებს, იმისთვის, რომ მან ლენაპეს ხალხს ბევრი სარგებელი მისცა, ისინი უხდიდნენ მას სამადლობელსაც. ყველაზე დიდი პატივისცემა ჰქონდათ man˘i'towŭk - ის, მისი წარმომადგენლების მიმართ. მათ მიეწერებოდათ ადამიანების პიროვნული სიახლოვე ერთმანეთთან , მათი ხელი ერია ყველა მზის ამოსვლაში, ქარიშხალში და ნებისმიერ ქარშიც კი , რომელიც პრერიაში ქროდა. ამ რელიგიის მიხედვით „შემოქმედი“ ცხოვრობდა მეთორმეტე, ანუ ყველაზე მაღალ სამოთხეში დედამიწის ზემოთ, ამის გამო თორმეტჯერ ყვირილი იყო საჭირო მის ყურამდე ხმის მისაღწევად. უმაღლესი სულის კონცეფციის შესახებ ლენაპეს ხალხში, ცნობები გვხვდება სხვა და ხვა წყაროებში. 1679 წელს „Danker and Sluyter's Journal“ - ში გამოქვეყნდა ნიუ ჯერსისთან მცხოვრები მოხუცი ინდიელის სიტყვები , სადაც ის ამბობდა: „ პირველი და ყველაფრის დასაწყისი იყო კიკერონი ან კიკერომი, ვინც არის ყველაფრის დასაწყისი, ვინც არა მხოლოდ ერთხელ შექმნა ყველაფერი , არამედ ყოველდღე ქმნის. ... ის არის ყველაფრის მმართველი.“ უდიდესი სულის შესახებ ცნობები გვხვდება ამავე პერიოდის წერილებსა და სტატიებშიც, სადაც უფრო დაწვრილებით არის აღწერილი ის, თუ როგორი რწმენა ჰქონდა ამ ტომს. მინსის ხალხს მსგავსი რწმენა-წარმოდგენები ჰქონდა „შემოქმედის“ შესახებ, მაგრამ „ უდიდესი სულის“ კონკრეტული სახელი მათ დიალექტზე იქნება Pa`'tŭmawas მნიშვნელობით- „ის ვისაც თხოვნით მიმართავენ“ . დამტკიცებულია, რომ „უმაღლესი ქმნილების“ კონცეფცია კოლონიამდელ პერიოდში არ არსებობდა. შემდეგ კი „ უდიდესი სულის“ კონცეფციის გაჩენა და გავრცელება ამ ტომებში , შეიძლება მისიონერთა სწავლებებს მივაწეროთ.

ბოროტი სულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„შემოქმედისგან“ განსხვავებით , სხვა წარმოდგენებია ბოროტ სულებთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით არ იუწყება იმდენი წყარო, რამდენიც ღმერთების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა , არსებობს სამხილები იმის შესახებ, რომ მსგავსი ძალები არსებობდნენ ლენაპეს რწმენაში. რამდენიმე წყარო იუწყება, რომ ლენაპეს რწმენაში ეშმაკიც არსებობდა, მაგრამ ზუსტი თარგმანით ეს სიტყვა “man˘i'to” გამოდის, რაც აღნიშნავს ზებუნებრივ არსებას , როგორც ცუდს , ისევე კარგსაც. ამ წყაროების ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს „ეშმაკი“ არ არის პირდაპირი გაგებით ქრისტიანული დოგმატით გათვალისწინებული ეშმაკი. ლენაპეს ხალხს ჰქონდათ წარმოდგენა ბოროტი და კეთილი მისტიური ძალების შესახებ, მაგრამ ეშმაკის, როგორც „წყვდიადის პრინცის“ შესახებ წარმოდგენები ევროპელების მათ კონტინენტზე ჩასვლამდე არ ჰქონიათ.

ოთხი მიმართულების MAN˘i'TOWŬK[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც უკვე ზემოთ განვიხილეთ ღმერთების ლიდერმა MAN˘i'TOWŬK- ები მის წარმომადგენლებათ დანიშნა. ლენაპეს ხალხის რწმენით, როდესაც დედამიწა შეიქმნა და ყველაფერი დასრულდა, შემოქმედმა დედამიწის ოთხი კუთხე ჩააბარა ოთხ ძლიერ არსებას, იგივე MAN˘i'TOWŬK-ს , მათი დავალება იყო ამ ოთხი კუთხისთვის ყურადღების მიქცევა. ეს არსებები არიან ქარების მიზეზი, რომლებიც ოთხი მიმართულებით ჰქრიან, გარდა ქარბორბალისა, მათი წარმოდგენით ქარბორბალას სრულიად სხვა საწყისი ჰქონდა. მათი რწმენით ზამთარში ჩრდილოეთის და სამხრეთის man˘i'towŭk-ები კამათელს თამაშობენ. როდესაც ჩრდილოეთის ქარი იმარჯვებს, მაშინ დიდი ხნით არის სიცივე, სანამ სამხრეთის ქარი თავიდან არ გაიმარჯვებს. ყველა მხარეს თავისი man˘i'towŭk-ი ჰყავს განსხვავებული სახელებით. ეს ხალხი ხშირად ლოცულობდა მათთვის, როდესაც მცენარეებსა აგროვებდნენ ან წამლებს ამზადებდნენ. ამ ღმერთებს აქ ჰქონდათ გარეგნობა , მაგრამ ისინი ჩნდებოდნენ ქარის სახით.

მზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენაპეს ხალხის წარმოდგენაში „მზეს“ შემოქმედმა მისცა დავალება, რომ ადამიანებისთვის სინათლე ეწარმოებინა. „უნამის“ თქმით „მზე არის ძალიან ძლიერი man˘i'to და მას ჰქვია G˘ickokwi'ta. მათი თქმით , მას ყოველთვის აცვია ირმის ტყავის ტანსაცმელი აქვს ლამაზად და სახე აქვს ლამაზად დახატული, მას აქვს თმებში წითელი ბუმბულები დამაგრებული. ის ყოველდღე მოგზაურობს სამოთხის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩერდება ცოტახნით შუა დღეს და აგრძელებს. ღამე ის დედამიწის ქვემოთ ბრუნდება. მინსის ხალხი ჯეიმზ ვულფის თქმით მას Ki'zho -ს ან Ki'zhox-ს ეძახდა. „მზისთვის „ ლოცვისას ლენაპეს ხალხი მას მიმართავდა, როგორც „უფროს ძმას“.

მთვარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენაპეს ხალხში „მთვარეზე „ ბევრი წყარო არ მოიძებნება, მაგრამ ცნობილია, რომ ის მოისაზრებოდა, როგორც man˘i'to და მას ჰქონდა დავალებული ღამით სინათლის წარმოება. მას მიმართავდნენ , როგორც „მზეს“ ანუ ეძახდნენ „უფროს ძმას. ის მოისაზრებოდა ღმერთად და ერქვა „ღამის მზე“, როგორც ლოსკიელი გვამცნობს. უნამის მიერ გამოითქმის , როგორც Piske'weniki'zho.

დედამიწა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგი ლენაპეს წარმომადგენელი დედამიწაზე საუბრობს, როგორც man˘i'to- ზე , მას „ჩვენ დედას“ ეძახდნენ, რადგან ის ატარებს ადამიანებს შემოქმედის დავალებით. დედამიწა ღმერთების სიაში მოიხსენება ლოსკიელის ცნობებშიც. ზოგ ადგილებში მისდამი მიძღვნილი იყო ცერემონია, სადაც მადლობას უხდიდნენ ყველა იმ სარგებლისთვის, რასაც ის გვაძლევს.

ჭექა-ქუხილის არსებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის და ოთხი მიმართულების man˘i'towŭk- ების შემდეგ, ჭექა-ქუხილის არსებები ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთაებები იყვნენ. ლენაპეს ხალხის რწმენით, მათ „შემოქმედისგან’’ დავალებული ჰქონდათ დედამიწის მორწყვა და ადამიანების წყლის დიდრქიანი ურჩხულებისგან დაცვა. ამ არსებებს უნამის ხალხი Pethakowe'yŭk- ს უწოდებდა და მათაც მიმართავდნენ , როგორც „დიდ ძმას“. ისინი ადამიანის მსგავსი არსებები იყვნენ, რომლებსაც ფრთები ჰქონდათ და ყოველთვის თან ატარებდნენ მშვილდ-ისარს , რითაც მათ ხეების დამტვრევა შეეძლოთ. როდესაც ტომები პირველ ჭექა-ქუხილს გაიგებდა ისინი იძახდნენ : „გაზაფხულის არსებები მოდიან“ და მათ უხაროდათ, რომ ზამთარი თითქმის დამთავრდა, ეს მათთვის ნიშანი იყო. ისინი ამ არსებებს თამბაქოს მოწევითა და ლოცვით მიაგებდნენ პატივს , ამტკიცებდნენ, რომ ელვა არასდროს აზარალებდა ინდიელებს.

სამოთხის მცველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენაპეს ხალხს სჯეროდა, რომ დედამიწის ზემოთ 12 სამოთხეა, უმაღლეს ანუ მეთორმეტე სამოთხეში იყო „ უმაღლესი ქმნილება“ ანუ შემოქმედი და მას ემსახურება manˇi'to , რომელიც ბევრჯერ იმეორებს ადამიანების ლოცვას მის ყურამდე მისატანად. ინდიელების ტაძრის კედლებზე ეს არსებები ამოჭრილი სახით არიან გამოსახულები და აღინიშნებოდნენ ყოველწლიურ რიტუალზე. მათ შესახებ ცნობები, ძველ ლენაპეს რწმენებში არ მოიპოვება, ეს პირველად ლოსკიელმა დაწერა, როდესაც 12 ღმერთზე საუბრობდა.

MˇISINGHÂLI'KˇUN ან მცხოვრები მტკიცე სახე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს იყო ლენაპეს ტომის ყველაზე შესანიშნავი ღვთაება, რომელსაც „შემოქმედისგან“ დავალებული ჰქონდა ტყის გარეული ცხოველების დაცვა. ლენაპეს ხალხი იძახდა, რომ ის კლდეებში ცხოვრობდა, ნახევარი სახე წითელი ჰქონდა, მეორე ნახევარი შავი და გრძელი თმები ჰქონდა. უნამის ხალხი ამ ქმნილებას Mˇisinghâli'kˇun- ს ეძახდა.

მეორეხარისხოვანი ღვთაებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემოთ ჩამოთვლილი ძლიერი ღვთაებების გარდა , ლენაპეს ხალხს შედარებით პატარა ღვთაებებისაც სჯეროდათ, ესენი იყვნენ : პატარა ხალხი, თოჯინას არსება, თოვლის ბიჭი და უდიდესი დათვი. ამ მიდამოებში სჯეროდათ, რომ ყველა მცენარესა და ცხოველს თავისი სული ჰქონდა, ამის გარდა არსებობდნენ უამრავი გარდაცვლილ ადამიანთა სულები, რომლებსაც შეეძლოთ დედამიწის საქმეებში ჩარევა.

რწმენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზებუნებრივ სამყაროსთან კომუნიკაციას ისინი ახერხებდნენ სიზმრებში ან ხილვებში. ხილვებში ახალგაზრდა ადამიანი ნახულობდა თავის მფარველს და დამხმარეს, რომელიც მას ძალას აძლევდა, რაც მთელი ცხოვრება მიყვებოდა . ეს მფარველი ეხმარებოდა მათ წარმატებასა და პრობლემების გადაჭრაშიც. ეს მფარველი სულები შეიძლება ყოფილიყვნენ , როგორც მზე, ისევე ნებისმიერი ცხოველი, მცენარე ან ფრინველი. ზოგიერთი მიცვალებულის სულიც მათ მფარველად მოისაზრებოდა. თავის მფარველებს ლენაპეს ხალხი ყოველწლიურ ცერემონიაზე სიმღერებსა და ცეკვებს უძღვნიდა.

სიკვდილი და მის შემდეგ ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენაპეს ხალხის რწმენით, სიკვდილი გამოწვეულია ბოროტი სულების მიერ. ისინი თვლიან, რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ 12 დღე სხეულშია, შემდეგ კი მეთორმეტე დღეს ის ტოვებს სხეულს და მიდის ბოლო, ანუ მეთორმეტე სამოთხეში , სადაც „უდიდესი სული“ ბინადრობს. იქ იწყებენ ბედნიერ ცხოვრებას , სადაც არ იციან ნერვიულობისა და მუშაობის შესახებ არაფერი. ლენაპეს ხალხის აზრით, ზოგ ადამიანს შესწევს ძალა გარდაცვლილების სულებთან კომუნიკაციის დასამყარებლად.

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნების სივრცე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წლამდე დელავერის ინდიელები დაკავებულები იყვნენ მშობლიური ხელოვნებითა და ხელობით , მაგრამ თანამედროვე წინაპრებს შორის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე დარგი ძველი ხელოვნებიდან. თიხის ჭურჭლის გაკეთება, ხელობა ქვაზე, ძვალზე ,ირმისა და სხვა ცხოველების რქებზე, ვერცხლზე, ფრინველების ფრთების გამოყენება და თმებით ქარგვა ; ხის ფესვებისგან მოწნული ნაწარმი , ქსოვილის ჩანტები და ქამრები ინდიური კანაფისგან დამზადებული (Apocynum cannabium) - ახლა ახსოვს მხოლოდ ოკლაჰომისა და ონტარიოს ჯგუფებიდან უხუცესებს. ვერცხლზე მუშაობას განაგრძობდნენ 1913 წლამდე. დელავერელი ქალებსა და რამდენიმე მამაკაცს ჯერ კიდევ აქვთ მძივებზე მუშაობის უნარი , მათ შორის მძივებით ქსოვის. ქალები დაოსტატებულები არიან მანტიების , ლეგინსების , ტანის ქვედა ნაწილის სამოსისა და მოკასინების ბაფთებით მორთვაში. ხის ორნამენტებითა და კალათების ქსოვით დღემდე არიან დაკავებულები თანამედროვე დელავერელები.

ხელოვნება და სიმბოლიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დელავერების ხელოვნების მოტივების შესწავლისას ჩვენ ვხედავთ ,რომ ისინი იყოფიან ორ ნაწილად. პირველ ჯგუფში არის ანტიკური მიწიერი, ყვავილოვანი და გეომეტრიული (კუთხური) ნიმუშები , ხოლო მეორე ჯგუფში პეიოტის კულტის რელიგიური სიმბოლოები. ეს რელიგიური სწავლება და ცერემონია ამ ტომში აღმოცენდა დაახლოებით 150 წლის წინ . ცხოველები და ადამიანის ფიგურები იშვიათად გვხდება დელავერულ ხელოვნებაში. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ქვაზე ნაძერწი ადამიანის სახეები ,რომლებსაც საკმად ხშირად პოულობენ . ეს ნაძერწი სახეები წარმოადგენდნენ ტალისმანს და მათ ფლობდნენ და ატარებდნენ გარკვეული პირები , რომლებსაც ესიზმრებოდათ სულის ნიღაბი და მას შემდეგ ჰქონდათ მათი გამოყენების უფლება ,როგორც დიდი სულიერი ძალის ან მფარველი ანგელოზის წარმომადგენლებს. თუ ადამიანი ხედავდა ცხოველს სიზმრის ნახვისას ,მაშინ მას მიეცემოდა უფლება ამ კონკრეტული ცხოველის მსგავსი ტანსაცმელი ეტარებინა. ასევე ნებადართული იყო გარკვეული კლანის ცხოველის ტოტემის გამოსახვა ჟილეტზე ან თამბაქოს ქისაზე.

მიწიერი სიმბოლოები გამოსახავენ დელავერის ინდიელების მშობლიურ წარმოდგენებს ,რომ სამყარო მდებარეობს კუს ზურგზე და მზე ჩადის კუს ქვეშ და შემდეგ დღეს ამოდის საპირისპირო მხრიდან. ასევე გამოსახავდნენ შემოქმედის ძალას ,რომელიც იგრძნობა სამყაროს ოთხივე კუთხეში. ეს სიმბოლოები პირველად ჩნდება ანტიკური ხელოვნების ნიმუშებში ალგონკიანების სხვა ხალხებში ჩრდილოეთ ამერიკაში ,ჩრდილო-აღმოსავლეთში ლაბრადორიდან სამხრეთისკენ ახალ ინგლისამდე. ყვავილოვანი გამოსახულებები ტანსაცმელზე, მოკასინებზე, ჩანთებზე თუ უბრალოდ ნაჭრებზე ამავე ჯგუფში ხვდება. ყვავილოვანგამოსახულებიანი ნიმუშები იცავენ ადამიანს და წარმოადგენენ იმ მცერარეებს ,რომლებიც შემოქმედმა უბოძა კაცობრიობას დააავადებებისგან განსაკურნებლად. ქალის მოკასინების წინა ნაწილის ნიმუშები უბრალო და ვიწროა , ხოლო მამაკაცის უფრო ფართოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gladys Tantaquidgeon – Delaware Indian art designs
  • Jay Miller, 1947 – Delaware personhood
  • William Wilmon Newcomb , 1921 – The culture and acculturation of the Delaware Indians
  • Harrington, M. R. (Mark Raymond). 1921. “Religion And Ceremonies Of The Lenape.” Indian Notes And Monographs
  • Becker, Marshall Joseph. 2003. “Culture Summary: Delaware.” New Haven
  • Herman, Mary W. 1950. “Reconstruction Of Aboriginal Delaware Culture From Contemporary Sources.” Kroeber Anthropological Society Papers 1
  • Kinietz, W. Vernon (William Vernon). 1946. “Delaware Culture Chronology.” Prehistory Research Series. Indianapolis: Indiana Historical Society.
  • Morgan, Lewis Henry. 1959. “Indian Journals, 1859-62.” Ann Arbor: University of Michigan
  • Harrington, M. R. (Mark Raymond), 1882-1971. Religion and ceremonies of the Lenape
  • Speck, Frank Gouldsmith, 1881-. A study of the Delaware Indian Big House Ceremony: in native text dictated by Witapano¦xwe
  • Speck, Frank Gouldsmith, 1881-. Oklahoma Delaware ceremonies, feasts and dances
  • Miller, Jay, 1947-. Old religion among the Delawares: the Gamwing (Big House rite)
  • Newcomb, William Wilmon, 1921-. The culture and acculturation of the Delaware Indians
  • Heckewelder, John Gottlieb Ernestus, 1743-1823. - An account of the history, manners, and customs, of the Indian nations who once inhabited Pennsylvania and the neighboring states;
  • Kinietz, W. Vernon (William Vernon), 1907 - Delaware culture chronology;
  • http://archives.delaware.gov/collections/aghist/1705.shtml;
  • Zeisberger, David, 1721-1808 - David Zeisberger's history of northern American Indians
  • Becker Marshall, Joseph – Culture summary : Delaware;
  • http://delawaretribe.org/blog/2013/06/27/foods-eaten-by-the-lenape-indians/
  • http://lenapeprograms.info/lenape-delaware-indian-resources/lenape-history
  • http://www.native-languages.org/food.htm
  • American Indian food- Linda Murray Berzok