დეივ ბრუბეკი
დეივ ბრუბეკი | |
---|---|
![]() დეივ ბრუბეკი ლუდვიგსჰაფენში 2005 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | დევიდ უორენ ბრუბეკი |
დაბ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1920 |
დაბ. ადგილი | კონკორდი, აშშ |
გარდ. თარიღი | 5 დეკემბერი, 2012 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | ნორვოლკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჯაზი, ქულ-ჯაზი, Third stream |
საქმიანობა | პიანისტი, კომპოზიტორი, |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
აქტიური | 1940-იანები-2012 |
ლეიბლ(ებ)ი | Columbia Records, Legacy Recordings, Sony Music Entertainment, A&M Records, Atlantic Records |
ასოციაციები | პოლ დეზმონდი, ჯერი მალიგანი, ჯო მორიელო |
ჯილდოები | ხელოვნების ეროვნული მედალი, გრემის ჯილდო ცხოვრებისეული დამსახურებისთვის, Grammy Award for Best Classical Crossover Album, კენედის ცენტრის პრემია, კონგრესის ბიბლიოთეკის ცოცხალი ლეგენდა[1] , კალიფორნიის დიდების დარბაზი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, honorary doctor of the University of Duisburg-Essen, Honorary doctor of the University of Fribourg, Laetare Medal, ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში და NEA Jazz Masters |
საიტი | davebrubeck.com |
დეივ ბრუბეკი ვიკისაწყობში |
დეივიდ უორენ „დეივ“ ბრუბეკი (ინგლ. David Warren „Dave“ Brubeck) (დ. 6 დეკემბერი, 1920 — გ. 5 დეკემბერი, 2012) — ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც მიჩნეულია ქულ-ჯაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. მას ეკუთვნის არაერთი ჯაზის სტანდარტი, "In Your Sweet Way"-სა და "The Duke"-ის ჩათვლით. ფასდაუდებელია მისი იმპროვიზაციის უნარი, მცდელობა ჯაზის და კლასიკური მუსიკის შერწყმისა და ის გარდატეხა, რომელიც მან შეიტანა ჯაზის სამყაროში, ზურგია აქცია რა ტრადიციულ სვინგს, რომელიც 4/4 რიტმულ თვლას ეფუძნებოდა და შეეჭიდა აქამდე გაუგონარ რითმებს: 3/4, 5/4, 6/4, 7/4, 9/8.
ბრუბეკის რიტმულ განუკითხაობას და აგრესიულ საშემსრულებლო სტილს მოხერხებული პარტნიორი სჭირდებოდა და ასეთი აღმოჩნდა ალტ-საქსოფონისტი პოლ დეზმონდი. სწორედ მან აჩუქა ბრუბეკის ჯაზ ოთხეულლს დაუვიწყარი შედევრი Take Five, რომელიც 5/4 რიტმულ თვლას ეფუძნება.[2]. კომპოზიცია შესული ალბომში Time Out, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადი ჯაზ-ალბომია.[3]. დეივ ბრუბეკს უამრავი ჯაზ-ჰიტის გარდა, ეკუთვნის რამდენიმე სასულიერო კომპოზიციაც.
ახალგაზრდობა და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დეივ ბრუბეკი დაიბადა კალიფორნიის ქალაქ კონკორდში[2] და გაიზარდა ქალაქ იონში. მამამისი პიტერ ჰოვარდ ბრუბეკი ფერმერი იყო, ხოლო დედა ელიზაბეტი ფორტეპიანოს ფლობდა და დამატებითი შემოსავლისთვის ასწავლიდა კიდეც ფორტეპიაონოს დაკვრას.[4]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ https://www.loc.gov/about/awards-and-honors/living-legends/dave-brubeck/
- ↑ 2.0 2.1 Reception honors Concord native son, jazz great Dave Brubeck. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2015-04-05., ci.concord.ca.us. Retrieved September 28, 2007
- ↑ Jazz Music – Jazz Artists – Jazz News. Jazz.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 30, 2012. ციტირების თარიღი: May 4, 2012.
- ↑ Storb, Ilse (2000). Jazz meets the world – the world meets Jazz, Volume 4 of Populäre Musik und Jazz in der Forschung. LIT Verlag Berlin-Hamburg-Münster, გვ. 129. ISBN 3-8258-3748-3.