დედისფერულის საცხოვრებელი ნაგებობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დედისფერულის საცხოვრებელი ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დედისფერულის განაპირას, ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

შენობა გეგმით სწორკუთხაა (20 x 16 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია კედლების (სიმაღლე 1,3-1,5 მეტრი) ნაწილები. კედლებში რამდენიმე ნიშია, რომლებსაც ნალისებრი თაღები აქვთ. შემორჩენილია აგრეთვე ორი ერთმანეთთან ახლო მდგომი სვეტი (დიამეტრი 1,3 მეტრი, სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]