დაუდ-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უნდილაძე.

დაუდ-ხანი (დ. XVI საუკუნის II ნახევარი ― გ. XVII საუკუნის I ნახევარი) — განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625-1633 წლებში, წარმოშობით ქართველი, ალავერდი-ხანის ძე. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. დაუდ-ხანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის ბრძოლის მომზადებაში.

1625 წელს, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში. იგი ცდილობდა, შაჰ-აბას I დაეყენებინა საქართველოს მიმართ უფრო კომპრომისეული პოლიტიკის გზაზე. 1629 წელს ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (როსტომი) მოახერხა დაუდ-ხანის ჩამოქვეითება. 1630-1631 წლებში სეფი I-მა დაუდ-ხანი მეჯლისიდან გააძევა. 1633 წელს დაუდ-ხანი აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში.

სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უქრი შეუთვალა. დაუდ-ხანმს ოსმალეთს შეაფარა თავი. გარდა იმისა, რომ დაუდ-ხანი ნიჭიერი მხედართმთავარი იყო, მას სააღმშენებლო საქმიანობაშიც მიუძღოდა წვლილი, ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბაშვილი ვ., უნდილაანთ ფეოდალთური სახლი XVI-XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით), კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, ტ. 2, თბ., 1972;
  • კუცია კ., კავკასიური ელემენტი სეფიანთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე, იქვე, ტ. 1, თბ., 1963