დაუგავპილსის ციხესიმაგრე
იერსახე
დაუგავპილსის ციხესიმაგრე (ლატვ. Daugavpils cietoksnis, Dinaburgas cietoksnis) — საფორტიფიკაციო ნაგებობა. მდებარეობს ქალაქ დაუგავპილსში, დასავლეთის დვინის (დაუგავა) ორივე ნაპირზე.
ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1810 წელს რუსეთის იმპერიის დასავლეთი საზღვრის გამაგრების მიზნით. მნიშვნელოვნად დაზიანდა 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს.
1920-1940 წლებში ციხესიმაგრეში იდგა ლატვიის არმიის ზამგალის დივიზია. 1941-1944 წლებში ციხესიმაგრეში იმყოფებოდა გერმანული არმიის ნაწილები. 1948-1993 წლებში ციხესიმაგრეში განთავსებული იყო სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაუგავპილსის ციხესიმაგრის ოფიციალური ვებ-საიტი დაარქივებული 2006-05-16 საიტზე Wayback Machine. (რუსული)