დასაწყისი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„დასაწყისი“სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულების ყოველდღიური პოლიტიკური და სალიტერატურო გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1908 წელს.

რედაქტორ-გამომცემელი იყო გ. მაჭავარიანი. გაზეთთან თანამშრომლობდნენ ა. ჩხენკელი, ს. ჭელიძე, რაჟდენ კალაძე (ფსევდონიმი „რაჟდენიძე“). წერილების ნაწილი გამოქვეყნებულია ფსევდონიმებით („ვალია“, „ბანკო“, „კნიაზი“, „ლომანსო“, „პარნასი“, „შეკბენილი“, „ფოთელი ბზიკი“, მუშა გლურჯიძე და სხვ.). გაზეთში ხშირად იბეჭდებოდა მშრომელთა ცხოვრების, მათი სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების ამსახველი წერილები. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. მის ნაცვლად 1908 წელს გამოვიდა გაზეთი „მერცხალი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაგოშიძე შ., ქართული ჟურნალისტიკის ისტორია, ნაკვ. 1, თბ., 2004;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დასაწყისი“. საქართველოს გაზეთები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.