დასავლეთის სარკმლის ანგელოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლეთის სარკმლის ანგელოზი
ავტორი გუსტავ მაირინკი
მშობლიური ენა გერმანული
გამოცემულია 1927
მედია ბეჭდური

დასავლეთის სარკმლის ანგელოზი (გერმ. Der Engel vom westlichen Fenster) — ავსტრიელი მწერლის, გუსტავ მაირინკის 1927 წლის რომანი. ნაწარმოების თემატიკა აღწევს ოკულტიზმის, მისტიციზმისა და ალქიმიზმის საკითხებს, რომელთაც ისტორიული პიროვნების, ელიზაბეთის ეპოქის გამორჩეული მაგისა და ოკულტისტის – ჯონ დის – ცხოვრების ფონზე ვაწყდებით, რომელსაც მისი ფიქციური შთამომავლის, ბარონ მიულერის ნარატივიდან ვიგებთ.[1]

„დასავლეთის სარკმლის ანგელოზი“ გუსტავ მაირინკის რიგით ბოლო რომანია. მას გავლენა მოუხდენია არაერთი მომდევნო თაობის წარმომადგენლისთვის, მათ შორის გამოსარჩევია მიხეილ ბულგაკოვი, რომელმაც თავისი ცნობილი წიგნი – "ოსტატი და მარგარიტა" – ზემოხსენებულის გავლენით შექმნა. „დასავლეთის სარკმლის ანგელოზი“ მრავალშრიანი რომანი-ფანტასმაგორიაა, სადაც მოქმედება მონაცვლეობით XVI საუკუნის ინგლისსა და XX საუკუნის დასაწყისის ვენაში, ძველი პრაღის ქუჩებსა და ჯურღმულებში, მისტიკურ, სარკისიქითა „მწვანე ქვეყანაში“ თუ ძველი პერგამენტის ფურცლებზე ხდება; სადაც ინგლისის დედოფალ ელიზაბეთისა და მისი ერთგული მაგისტრის, ჭეშმარიტების მარადი მაძიებლის, ბედკრული ჯონ დისა თუ სხვა ისტორიულ პიროვნებათა გვერდით ბნელეთის შემზარავ და მაცდურ ძალებსა და კაცთა მოდგმის უხილავ, ნათელ მცველებს ვხვდებით.

ნაკვეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოები რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილად იყოფა. მოქმედება მიმდინარეობს ავტორის თანამედროვე ვენაში. მთავარი გმირი მე-16 საუკუნეში მოღვაწე ბრიტანელი ალქიმიკოსისა და მეცნიერის, ჯონ დის პირდაპირი შთამომავალი და სულიერი მემკვიდრეა. ყველაფერი კი მას შემდეგ იცვლება, რაც მას ხელთ, ბიძაშვილის დახმარებით, საკუთარი გავლენიანი წინაპრის ხელნაწერი ჩაუვარდება, აღნიშნულ ტექსტში გადმოცემულ ისტორიასა და პროტაგონისტის ცხოვრებას შორის კი არაერთი მსგავსება იკვეთება.

მთავარი თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს უაღრესად მძიმე, ხშირ შემთხვევაში კი დამაბნეველი, თუმცა იმავსდროულდ ატმოსფერული რომანი შეიძლება შეფასდეს, როგორც ოკულტური თრილერი, რომელიც აერთიანებს მელოდრამისა და გოთიკური ლიტერატურის ელემენტებს, ადამიანის სულის ზოგიერთი ყველაზე ღრმა ოკულტური და ეზოთერული საიდუმლოების შესწავლასთან ერთად.[1]

წიგნი ავტორის სხვა ნაწარმოებთან – გოლემი – ერთად მის ლიტერატურულ შედევრადაა აღიარებული.[1]

იხილეთ გარეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Frenschkowski, M. (2005). „Meyrink, Gustav“. In Joshi, S. T.; Dziemianowicz, S. R. (eds.). Supernatural Literature of the World: An Encyclopedia. Westport, CT: Greenwood Press. pp. 803–805. ISBN 0-313-32777-7. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "A" defined multiple times with different content; $2