დალი მიქაუტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დალი მიქაუტაძე
დაბ. თარიღი 21 ივნისი, 1949(1949-06-21) (74 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დალი მიქაუტაძე (დ. 21 ივნისი, 1949, ქუთაისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით. 1972-1975 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის განხრით.

1978-1979 წლებში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი. 1979-1982 წლებში — გეოგრაფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1982-2005 წლებში — გეოგრაფიის კათედრის დოცენტი. 2005 წლიდან მედიცინისა და საბუნებისმეტყვრლო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გეოგრაფიის მიმართულებით. 2007 წლიდან — ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესის კოორდინატორი. 2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 2006-2014 წლებში — გეოგრაფიის დეპარტამენტის კოორდინატორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი. მის სადისერტაციო ნაშრომში გამოკვლეულია ზღვისპირა რაიონების კლიმატური პირობების კავშირი ტროპოსფეროს სრული ენერგიის მდგენელებთან. დადგენილია ურთიერთ-დამოკიდებულება ამ მდგენელებსა და ატმოსფერულ ნალექებს შორის. მიღებულია საპროგნოზო განტოლება თავსხმა ნალექების წინასწარმეტყველებისათვის, 36-72 საათით ადრე. მისი კვლევის ობიექტს შეადგენს ეკოლოგიის საკითხები. ჩატარებული აქვს საინტერესო სამუშოები ატმოსფერული ჰაერის დამაჭუჭყიანებელ ზოგიერთ ინგრედიენტსა და მეტეოროლოგიურ ელემენტებს შორის ურთიერთკავშირის გამოვლენის მიზნით. მიღებული შედეგები გაშუქებულია ხელნაწერ ფონდებში. გამოქვეყნებული აქვს 53 სამეცნიერო ნაშრომი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჰაერის მასების ტრანსფორმაცია შავი ზღვის ზედაპირზე გადმოსვლისას“, დაიცვა 1977 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეოგრაფია გლობალურ კონტექსტში: მიღწევები და გამოწვევები, ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2017, გვ. 490 ISBN 9789941904325
  • „რეგიონალური ტურიზმის პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერნეტ-კონფერენცია (2017: ქუთაისი) ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2017, გვ. 171 ISBN 9789941459344
  • საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული დარაიონება: სალექციო კურსი, ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2008, გვ. 116 ISBN 9789941904370

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 197

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]