დალარის უღელტეხილი
იერსახე
| დალარის უღელტეხილი | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°13′09″ ჩ. გ. 42°09′00″ ა. გ. / 43.219417° ჩ. გ. 42.150056° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
| სიმაღლე | 3291 მ |
| ქედი | სვანეთის კავკასიონი |
| გამავალი გზა | საცალფეხო |
| აკავშირებს | ზემო სვანეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან |
| ამგებელი ქანები | კრისტალური ქანი |
| ლანდშაფტი | ნივალური |
დალარი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მდინარეების დალარისა და უზუნკოლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3291 მ. აგებულია კრისტალური ქანებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს ზემო სვანეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 299.