დავით თორაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით თორაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები ევგენის ჩიხი, დიმიტრი მირსკის ქუჩა, მიხეილ ზანდუკელის ჩიხი.

დავით თორაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); მისასვლელი მიხეილ ზანდუკელის ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1923 წლამდე იყო ევგენის ჩიხი, შემდეგ ძველი რევოლუციონერის დიმიტრი მირსკის სახელი დაერქვა. ასეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. ბოლოს მიხეილ ზანდუკელის ჩიხი დაერქვა. 1992 წელს დავით თორაძის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]