დავით აკოფაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით აკოფაშვილი (დ. 12 მარტი, 1886, ქუთაისი — გ. 1948) — ქართველი საოპერო მომღერალი, ბარიტონი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 წლისა ქუთაისის გიმნაზიაში მიიყვანეს, რომლის დამთავრების შემდგომ 1903 წელს სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. პარალელურად პეტერბურგის კონსერვატორიაში პროფესორ ფერნი ჯირალდონთან სიმღერას სწავლობდა. 1905 წელს ვოკალის დახვეწის მიზნით იტალიაში გაემგზავრა. 1906 წელს მილანში ცნობილ ვოკალისტთან — კაზინოსთან განაგრძო მეცადინეობა. კონტაქტობდა გამოჩენილ მომღერლებთან — ევგენი ჯირალდონთან და ენრიკო კარუზოსთან.

1908 წელს ახალგაზრდა ვიოლონჩელისტ ილიკო აბაშიძესთან ერთად საქართველოში კონცერტებს მართავდა. 1919 წელს დამოუკიდებელ საქართველოში მონაწილეობდა პირველი ქართული საოპერო სტუდიის წარმოდგენაში „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1920 მიხეილ ნანობაშვილთან (მიშელ დარიალთან) ერთად დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა და კონცერტი ჩაატარა. იმავე წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ხმა დაკარგა და მოსწყდა ვოკალურ ხელოვნებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეჟავა ზ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 17-18.
  • ა. ცამციშვილი, ქართველი მომღერლები უცხოეთში, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები, თბ., 1962;
  • დ. მჭედლიძე, ქართველ მომღერალთა სამი თაობა, თბ., 1968:
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]