დაგდაგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაგდაგანი
დაგდაგანი.jpeg
ბიოგრაფია
წარმოშობა საქართველო
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ალტერნატიული მეტალი, პანკ-როკი
აქტიური 2013-დღემდე
წევრები
  • ცოტნე გორგოშიძე
  • გიორგი კოჭლაშვილი
  • ირაკლი შენგელია
  • მათე ხურციძე
  • გიორგი ბულბულაშვილი

დაგდაგანი — ქართული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 2013 წელს. მოქმედი წევრები არიან: ცოტნე გორგოშიძე (ვოკალი), გიორგი კოჭლაშვილი (გიტარა), მათე ხურციძე (ბას-გიტარა) ირაკლი შენგელია (გიტარა) და გიორგი ბულბულაშვილი (დასარტყმელი საკრავები).

დაგდაგანის დამფუძნებელი არის ცოტნე გორგოშიძე, აგრეთვე სიმღერების ავტორი, თუმცა ზოგი კომპოზიცია ეკუთვნის გიტარისტ ირაკლი შენგელიას. ტექსტებში შეიმჩნევა როგორც პროტესტი ისევე სატირა და კომედია. დაგდაგანის ტექსტებში ხშირად არის გამოხატული ღიად უცენზურო სიტყვები და სიმღერების სახელწოდებები. მაგ: „დედამოვტყან“[1], „თენგიზი ანძრევს“[2].

პირველი სოლო კონცერი გამართეს კლუბ „დივანში“ 2014 წლის ბოლოს. კონცერტები თბილისის გარდა გამართული აქვთ გორში, ქუთაისში და ბათუმში.

ალბომი გამოცემული არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ-სივრცეში მათი სიმღერები ცალკე ალბომად შეგროვდა და გამოქვეყნდა[3]:

„ჩვენი სიმღერები ფორმალურად ალბომებად რომ ჩამოვწეროთ, ყველაფერი „ახალი წელი არ იქნება“-მდე პირველი ალბომი იქნება, „ირგვლივ ყველა მტერია,“ იმიტომ რომ ეს სიმღერა რაღაც დონეზე კრავს ყველა იმ სიმღერას, რაც მანამდე იყო. შემდეგ იქნება ყველა სიმღერა- „სამოქალაქო წესი N 17“-მდე, იმიტომ რომ ყველა ეს სიმღერა სოციალური თემისაა და შეგვიძლია დავარქვათ -„რა ცუდი ხალხი დადის ამ ჩვენ ლამაზ ქვეყანაში.“ სიმღერა „სამშობლო“-ც შეგვიძლია ჩავაგდოთ, იმიტომ რომ მაგ დროსვე დავწერეთ. და საბოლოოდ „თოვლი“-დან მოყოლებული ყველაფერი კიდევ ახალი ალბომია“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]