გურუ ნანაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გურუ ნანაკი ინდუსებთან

გურუ ნანაკ დევი (პენჯ ਗੁਰੂ ਨਾਨਕ ਦੇਵ, Gurū Nānak Dēv IAST; 15 აპრილი, 1469 — 22 სექტემბერი, 1539) — რელიგია სიქიზმის დამაარსებელი და ათიდან პირველი სიქჰი გურუ. მას აქვს მრავალი სხვა სახელი და ტიტული. პენჯაბში მას თაყვანს სცემენ არა მხოლოდ სიქჰები, არამედ ინდუსები, მუსლიმებიც.

ცხოვრების აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურუ ნანაკის ცხოვრების აღწერა შეკრებილია თხზულებებში, რომელსაც ეწოდება „ჯამანსაკჰი“ (Janamsākhīs). მეტნაკლებად უფრო ცნობილი ცხოვრების აღწერა ეკუთვნის ბჰაი ბალას, რომელიც მან დაწერა ნანაკის სიკვდილამდე. კრიტიკულად განწყობილი მეცნიერები თვლიან, რომ სტილისა და ენის მიხედვით, გურუს ცხოვრების აღწერა ზუსტად ეკუთვნის მისი გარდაცვალების შემდეგ პერიოდს.

ბჰაი გურდასის თხზულებები შეგროვდა, ასევე, გურუ ნანაკის გარდაცვალების შემდეგ და შეიცავს, მცირე უზუსტობებს. თუმცა სიქჰებს შორის სარგებლობს დიდი პოპულარობით და საიმედო წყაროდ ითვლება.

დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანაკი დაიბადა 1469 წლის 15 აპრილს. მამამისი მეხტა კალუ მუშაობდა მუსლიმ მიწათმფლობელ რაი ბუშარათან. დედა ატარებდა სახელს - მატა ტრიპა. ნანაკს ერთი და ჰყავდა, სახელად ბიბი ნანკი.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურუს მოგზაურობის მარშრუტები

გადმოცემის თანახმად, ერთხელ ნანაკი გაქრა. ყველას ეგონა, რომ ის დაიხრჩო მდინარე კალი ბეინში, რომელშიც დილაადრიან წავიდა საბანაოდ, მაგრამ სამი დღის შემდეგ ნანაკი დაბრუნდა. ყველა შეკითხვაზე ის ერთსა და იგივეს პასუხობდა: ”იქ არ არიან ინდუსები, იქ არ არიან მუსლიმები”. (პენჯ.: nā kō hindū nā kō musalmān").

ამ მომენტიდან ნანაკმა დაიწყო თავისი სწავლების გავრცელება და ეს ითვლება სიქიზმის დასაწყისად. მან განახორციელა ოთხი დიდი მოგზაურობა, გადალახა მრავალი ათასი კილომეტრი. მისი მოგზაურობის ზუსტი მარშრუტი საკამათოა. მისი პირველი მარშრუტის მიზანი იყო ბენგალია და ასამი. მეორე ცეილონი ტამილნადუს გავლით. მესამე - ქაშმირი, ლადაქი და ტიბეტი. უკანასკნელი - ბაღდადი და მექა.

ნანაკი დაქორწინდა მულჩანდა ჩონას ქალიშვილ სულაკნიზე. შეეძინა ორი ვაჟი: შრი ჩანდი და ლაქშმი დასი. უფროსი ვაჟი მიჰყვა რელიგიურ ცხოვრებას, ხოლო უმცროსი მთლიანად ჩაეფლო ამქვეყნიურ საზრუნავში. ნანაკი თვლიდა, რომ არცერთ შვილს არ შეეძლო ამაღლებულიყო გურუს სტატუსამდე.

სიქიზმის ძირითადი პოსტულატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სულტამპურში” ნანაკმა ჩამოაყალიბა სიქიზმის სამი მნიშვნელოვანი პოსტულატი:

„სიმრან და ნაან ჯაპნა“ — ღმერთზე მედიტაციის პრაქტიკა და სპეციალური მანტრების გალობა ღმერთ ვაჰეგურუს სახელით.

„კირატ კარნი“ — ყველა სიქჰი უნდა ცხოვრობდეს საკუთარ სახლში და აწარმოოს საკუთარი მეურნეობა და საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შრომით დაიკმაყოფილოს საკუთარი ცხოვრება.

„ვანდაკ კაი შაკო“ — სიქჰთა თემებში საკუთრების დანაწილება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]