გურამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურამა

გურამა (აზერ. qurama — დაკავშირებული, შეერთებული) — ორიგინალური ნაჭრებით კერვის ტექნიკა, გამოიყენება აზერბაიჯანში ერთიანი ნაქსოვის შესაქმნელად.

აზერბაიჯანში არსებობდა უძველესი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ოჯახურ ზეიმებზე ერთმანეთს ჩუქნიდნენ სხვადასხვა სახის საკერავ ნაჭრებს. რაიმეს მოქსოვის შემდეგ ნაჭრები არ იყრებოდა და ინახებოდა იმ დრომდე, სანამ მათი რაოდენობა არ იქნებოდა საკმარისი ხალიჩის შესაკერად. „აზერბაიჯანელი მანდილოსნები ძალიან შრომისმოყვარეები და მშვენიერი მკერავები არიან“ — წერდა XIX საუკუნეში რუსი მეცნიერი აზერბაიჯანელ მანდილოსნებზე.

თაობიდან თაობაზე გადადიოდა გურამას ტექნიკა. იცვლებოდნენ ორნამენტები და ფერები. დასაწყისში უბრალო და პრიმიტიული ორნამენტები იცვლებოდა რთული კომპოზიციებით. როგორც ტრადიციულ მოზაიკაში, ასევე გურამაში რაც უფრო მეტი ნაჭერი და ფერი იყო გამოყენებული, მით უფრო ფასობდა იგი.

გურამას ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით. აზერბაიჯანის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმის კოლეცია მოიცავს XIX–XX საუკუნეების გურამას ტექნიკით შესრულებულ 100-ზე მეტ ნამუშევარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Afat Rustambayova. Gurama as a variety of decorative art of Azerbaijan. Journal «İrs Heritage».