გულხანდისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გულხანდისის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა გულხანდისი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია

გულხანდისის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ გულხანდისში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. ის დაუდევრადაა აღდგენილი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ქვით კირ-დუღაბზე. ქვედა რიგებში და კუთხეებში შედარებით დიდი ზომის ქვებია გამოყენებული, აღდგენილი ნაწილი პატარა ქვებითაა ამოყვანილი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ამავე კედელში აღდგენის დროს ჩაუყოლებიათ სწორკუთხა სარკმელი. გადახურულია აზბესტით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38172