გულისე ბირსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გულისე ბირსელი
Gülse Birsel 2017.jpg
2017 წელი
დაბადების სახელი გულისე სენერი
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1971, (50 წლის)
ჯიჰანგირი, სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
განათლება ბოგაზიცის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, მიმომხილველი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი
მეუღლე(ები) მურათ ბირსელი (1999-დან)
ჯილდოები

Golden Butterfly Award[d] (2005, 2006)

Golden Butterfly Award[d] (2012)

გულისე ბირსელი (დაბ. შენერი; დ. 11 მარტი, 1971) —თურქი მსახიობი, სცენარისტი და მიმომხილველი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულისე ბირსელი დაიბადა 1971 წლის 11 მარტს სტამბულში, გულთეკინ და სემიჰა შენერის ოჯახში.  მამა იურისტი იყო, დედა დიასახლისი. გულისეს ჰყავს უფროსი და-ძმა.[2]

გულისემ დაამთავრა საშუალო სკოლა ბეიოღლუს ანადოლუში. გოგონა სკოლის პერიოდში მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ ოჯახის თხოვნით,  პირველად ბოგაზიცის უნივერსიტეტში შევიდა, ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1994-1996 წლებში დაეუფლა სახვითი ხელოვნების მაგისტრის პროფესიას კოლუმბიის უნივერსიტეტში.[3][4]

ჯერ კიდევ  უნივერსიტეტში მეორე კურსზე სწავლის პერიოდში, ბირსელმა დაიწყო მუშაობა ჟურნალ Aktüel-ში. 1996 წელს თურქეთში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა ტელევიზია ATV- ში (შემოკლებით აქტუალურ ტელევიზიაში), სადაც მისი საქმიანობა საინფორმაციო ბიულეტენების დაწერას შეადგენდა.

ერთი წლის შემდეგ გულისე დაინიშნა ჟურნალის Esquire Turkey მთავარ რედაქტორად. 1997 წლის დეკემბრიდან 2003 წლამდე იყო Harper's Bazaar Turkey- ს მთავარი რედაქტორი. 2001-2002 წლებში მუშაობდა გაზეთ „საბაჰის“ მიმომხილველად. ამ პერიოდში იგი ასევე  გასართობი ჟურნალის FHM (For him Magazine) გენერალური კოორდინატორი იყო.

2002 წლის მარტში შედგა გულისეს სატელევიზიო დებიუტი მუსიკალური კლიპით. 2003 წლის მარტში მან გამოაქვეყნა ვიდეო სცენარი, სტატიებთან ერთად, რომლებიც მანამდე დაიბეჭდა წიგნში სათაურით Gayet Ciddiyim. 2004 წლის მარტამდე მუშაობდა მუსიკალური კლიპების წამყვანად და სცენარისტად.

2003 წლის მარტში, ლევენთ ოზდილეკთან ერთად, გულისე ბირსელმა ითამაშა ATV სერიალში "ეივა"! 2004 წლის თებერვალში მუშაობდა მსახიობად და სცენარისტად სერიალზე ATV Avrupa Yakası, რომელიც დასრულდა 2009 წლის ივნისში. 2004 წლის მაისში გამოიცა მისი მეორე წიგნი, Hâlâ Ciddiyim [5]. გულისეს   კინოდებიუტი 2005 წელს შედგა ფილმით "Hırsız Var!" . 2005 წლის აგვისტოში გამოიცა მისი მესამე წიგნი.[6]

2008 წლის აპრილში გულისეს პატივი ხვდა,რომ სტამბოლში 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი ეტარებინა. 2009 წელს იგი გამოჩნდა თავის პირველ  ფილმში 7 Kocalı Hürmüz.

2009 წლის დეკემბერში გამოიცა მეოთხე წიგნი Velev ki Ciddiyim, შემდეგ კი 2011 წლის ივნისში დღის სინათლე იხილა მეხუთე წიგნმა "იაზლიკი". 2012 წლის იანვარში მან დაიწყო მსახიობობად და სცენარისტად მუშაობა სერიალ D Channel- ზე, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გადიოდა.

2013 წლის მარტიდან გულისე Hürriyet- ის მიმომხილველი იყო. მისი მეექვსე წიგნი, Memleketi Ben Kurtaracağım! გამოქვეყნდა 2015 წლის ნოემბერში.

პირველი მხატვრული ფილმი Aile Arasında, სადაც გულისე სცენარისტისა და მსახიობის როლში მოევლინა მაყურებელს, 2017 წლის დეკემბერში დასრულდა[7]. 2018 წლის თებერვალში დაიწყო მუშაობა სცენარისტად და წამყვან მსახიობად Star TV-ზე. 2019 წელს დატოვა გაზეთ Hürriyet-ის მიმომხილველის თანამდებობა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულისე ცოლად გაჰყვა ჟურნალისტსა და მსახიობს-მურად ბირსელს, რომელიც გაიცნო კანში 1999 წელს.[8] წყვილს შვილი არ ჰყავთ. ისინი ცხოვრობენ იშანთაშიში. 2014 წლის აგვისტოში გარდაიცვალა გულისეს დედა სემიჰა შენერი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Dostlarım bana Gülse der!". Sabah. 11 March 2002. Archived from the original on 21 October 2007. Retrieved 18 June 2012.(თურქ.)
  2. "Karizmam olduğunu sonradan öğrendim". Milliyet. 6 August 2007. Archived from the original on 25 August 2013. Retrieved 11 December 2015.(თურქ.)
  3. "Gülse Birsel'le yeniden". Milliyet. 27 November 2011. Archived from the original on 11 December 2015. Retrieved 10 December 2015.
  4. "Gülse Birsel". Doğan Kitap. Archived from the original on 11 December 2015. Retrieved 10 December 2015.(თურქ.)
  5. "Tahsin'le bozuşan İfo kardeşine taşınıyor". Milliyet. 10 September 2008. Archived from the original on 11 December 2015. Retrieved 11 December 2015. (თურქ.)
  6. "'Nihat Doğan'la Burhan Altıntop arasında garip benzerlikler var'".[მკვდარი ბმული] Milliyet. 11 June 2011. Archived from the original on 18 April 2013. Retrieved 11 December 2015.(თურქ.)
  7. "Gülse Birsel'in Aile Arasında filminden ilk tanıtım geldi!"[მკვდარი ბმული]. Hürriyet. 5 November 2017. Retrieved 27 November 2017.
  8. Karaahmet, Yiğit (14 July 2002). "Gülse Adamı Güldürür". Milliyet. Archived from the original on 3 October 2013. Retrieved 14 March 2012. (თურქ).