გიულსე ბირსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიულსე ბირსელი
Gülse Birsel 2017.jpg
გიულსე ბირსელი ფილმის Aile Arasında პრემიერაზე 2017 წელს
დაბადების სახელი გიულსე შენერი
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1971 (1971-03-11) (50 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი
საქმიანობა
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) მურათ ბირსელი (იქ. 1999)

გიულსე ბირსელი (თურქ. Gülse Birsel; დ. 11 მარტი, 1971) — თურქი მსახიობი, სცენარისტი და კოლუმნისტი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიულსე ბირსელი დაიბადა 1971 წლის 11 მარტს სტამბოლში გიულთექინისა და სემიჰა შენერების ოჯახში. მისი მამა იყო ადვოკატი უშაქიდან[1], დედა — დიასახლისი.[2] მისი სახელი მშობლების პირველი მარცვლებისგან შედგება.[3] ჰყავს 15 წლით უფროსი ძმა ბოზქურთი და 13 წლით უფროსი და — დილექი.[4][5] მისი ძმა არის ოფთალმოლოგი და ფრენბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე.[6][7] გიულსემ დაასრულა ბეიოღლუ ანადოლუს სკოლა.[8] მსახიობად გახდომის სურვილის მიუხედავად, ოჯახის ნებას დაჰყვა და ბოაზიჩის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.[8][9] 1994-96 წლებში სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების (Fine Arts) სამაგისტრო პროგრამაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიულსემ ჟურნალ Aktüel-ში მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის მე-2 კურსზე.[3][8] 1996 წელს თურქეთში დაბრუნებისთანავე შეუერთდა თურქულ სატელევიზიო ქსელ ATV-ს , სადაც სამი თვის მანძილზე წერდა უცხოურ საინფორმაციო პროგრამას. ერთ წელიწადში დაინიშნა ჟურნალ Esquire-ის მთავარ რედაქტორად.[2] 1997 წლის დეკემბრიდან 2003 წლამდე იგი იყო ჰარპერს ბაზარ თურქეთის მთავარ რედაქტორი. 2001-2002 წლებში იყო გაზეთ Sabah-ს კოლუმნისტი. ამავე პერიოდში კოორდინატორობას უწევდა ბრიტანულ ჟურნალ FHM-ს, Gezi-ს, Harper's Bazaar-სა და House Beautiful-ს.[10] მისი სატელევიზიო დებიუტი შედგა 2002 წლის მარტში ATV-ის g.a.g.-ში.[11]

2003 წლის მარტში გამოიცა მისი მეორე წიგნი — Hâlâ Ciddiyim.[12] 2005 წლის აგვისტოში კი მომდევნო წიგნი — Yolculuk Nereye Hemşerim? გამოვიდა. 2008 წლის აპრილში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებისას მას ეჭირა ოლიმპიური ჩირაღდანი სტამბოლში.[13][14] 2009 წელს ფილმში — 7 Kocalı Hürmüz შედგა მისი დებიუტი კინოში.

მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი Aile Arasında რომლიც სცენარისტიც და მსახიობიც იყო 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა.[15] 2018 წლის თებერვალს მუშაობა დაიწყო Star TV-ს კომედიური სერიალის, Jet Sosyete-ის სცენარისტად და მთავარი როლის შემსრულებლად.[16]

გიულსე ბირსელი მსახიობებთან ერთად ფილმ Aile Arasında-ს პრემიერაზე იზმირში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლის აგვისტოში, გიულსე დაქორწინდა კოლუმნისტ და ტელევიზიის დიქტორ მურათ ბირსელზე კანში, საფრანგეთში.[2][11] გიულსე ამბობს, რომ დედობისთვის შესაფერისი არ არის; არ ჰყავს შვილები.[4] მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ნიშანთაშიში. 2014 წლის აგვისტოში გარდაეცვალა დედა — სემიჰა შენერი.[5]

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (March 2003) Gayet Ciddiyim
  • (May 2004) Hâlâ Ciddiyim
  • (August 2005)Yolculuk Nereye Hemşerim?
  • (December 2009) Velev ki Ciddiyim!
  • (June 2011) Yazlık
  • (November 2015) Memleketi Ben Kurtaracağım!

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2004 ძარცვა თურქულად Hırsız Var! ბინურ ერსიოზი მსახიობი
2009 შვიდქმრიანი ჰიურმიუზი 7 Kocalı Hürmüz საფინაზი მსახიობი
2017 ოჯახს შორის Aile Arasında მიჰრიბანი მსახიობი/სცენარისტი
სერიალი
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი Notes
2002–04 g.a.g. თვითონ წამყვანი
2003 უუპს! ჩემი ყოფილი ქმარი Eyvah! Eski Kocam ნილიუფერი მთავარი როლი
2004–09 ევროპის მხარე Avrupa Yakası ასლი სიუტჩიუოლუ მთავარი როლი/სცენარისტი
2009 აჰ, ჩემი გული Ah Kalbim მეორეხარისხოვანი როლი
2012–14 ყალბი სამყარო Yalan Dünya დენიზ ალსანჯაქ მთავარი როლი/სცენარისტი
2015 თურქული კომედია Komedi Türkiye თვითონ ჟიურის წევრი
2018–20 ელიტალური წრე Jet Sosyete გიზემ იოზფამუქ მთავარი როლი/სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Who is Gülse Birsel? tr.
  2. 2.0 2.1 2.2 Maro, Asu (2 October 2007). „Komediyi kadına yakıştırdı!“. Milliyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2015. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
  3. 3.0 3.1 „Gülse Birsel'le yeniden“. Milliyet. 27 November 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2015. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
  4. 4.0 4.1 „Anneliğe uygun biri değilim“. Hürriyet. 9 May 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2015. ციტირების თარიღი: 14 March 2012.
  5. 5.0 5.1 „Gülse Birsel annesini gözyaşları içinde uğurladı“. Milliyet. 27 August 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 August 2014. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  6. „Karizmam olduğunu sonradan öğrendim“. Milliyet. 6 August 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 August 2013. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  7. Tekelioğlu, Tuluhan (17 September 2011). 'Üçüncü göz'e inanıyorum“. Sabah. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2012. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  8. 8.0 8.1 8.2 Gülse Birsel. Doğan Kitap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2015. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
  9. Aptallar mizah yapamaz!. Elele. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 August 2013. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
  10. Genlik, Aycan (20 April 2003). „Benim asıl işim yazı yazmak“. Milliyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2004. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  11. 11.0 11.1 Karaahmet, Yiğit (14 July 2002). „Gülse Adamı Güldürür“. Milliyet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 October 2013. ციტირების თარიღი: 14 March 2012.
  12. „Tahsin'le bozuşan İfo kardeşine taşınıyor“. Milliyet. 10 September 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2015. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  13. Gezici, İlker (18 March 2008). „Birsel, olimpiyat meşalesi taşıyacak“. Sabah. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 November 2014. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  14. Birsel, Gülse (6 April 2008). „Gülse nereye koşuyor?“. Sabah. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2012. ციტირების თარიღი: 11 December 2015.
  15. „Gülse Birsel'in Aile Arasında filminden ilk tanıtım geldi!“. Hürriyet. 5 November 2017. ციტირების თარიღი: 27 November 2017.
  16. „Gülse Birsel'in yeni dizisi Jet Sosyete'nin afiş çekimleri yapıldı!“. Sözcü. 22 January 2018. ციტირების თარიღი: 23 January 2018.