გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
აბრევიატურა GPF
შეიქმნა 2017
სტატუსი მოქმედი
ტიპი საქველმოქმედო ფონდი
მიზანი ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას
მდებარეობა კოსტა ხეთაგუროვის ქ. 36, მე-3 სართული, 0102 თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო[1]
*ოფიციალური საიტი

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი — საქველმოქმედო ფონდი საქართველოში. ფონდმა აქტიური საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივით შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, და მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. [2]

გპფ-ის სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.[3]

დაფუძნების დღიდან ფონდმა დააფინანსა და მხარი დაუჭირა განათლების სფეროში მოღვაწე არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან წამოსულ არაერთ ინიციატივასა და პროექტს, სადაც პრიორიტეტულია ისეთი მიმართულებები როგორიცაა: მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; მომავალი პედაგოგების მხარდაჭერა და პროფესიული წახალისება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება; პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარება და სტუდენტებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლება; საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საუკეთესო გლობალური პრაქტიკის დანერგვა; განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; განათლების სისტემაში შემოქმედებითი ინიციატივების და ინოვაციების მხარდაჭერა და სოციალურად მნიშვნელოვანი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

ფონდის მიერ, 2017-2020 წლებში დაფინანსდა 20 პროექტი, დაფინანსებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი აჭარბებს ერთ მილიონ ლარს. ფონდის გრანტიორები არიან: „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისურად მოსაუბრეთა კავშირის. გარდა ამისა, კოალიციისთვის გაცემული გრანტების ფარგლებში დაფინანსდა: ორგანიზაცია მშობლები განათლებისთვის, პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის და სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი.

გპფ ღიაა ნებისმიერი ინიციატივისა და სიახლისთვის, რომელიც შესაძლოა განათლების სფეროში მოღვაწე არაკომერციული ორგანიზაციების მხრიდან შემოვიდეს კონცეფციის, ან იდეის სახით. ფონდი ნებისმიერ თემატურ ინიციატივასა და განაცხადს განიხილავს და შემდეგ ავტორებთან ერთად იწყებს მუშაობას პროექტის შინაარსობრივ და პროცედურულ ნაწილზე. ყოველი ახალი ინიციატივის/პროექტის დაფინანსების დროს გპფ-ს მთავარი პირობაა, პროექტს ჰყავდეს მინიმუმ ერთი სხვა სპონსორი/დონორი/გრანტის გამცემი, ან შემომწირველი. (ფონდის მიერ არ ფინანსდება ინდივიდების სწავლა საზღვარგარეთ, არ გაიცემა სასწავლო გრანტები და ასევე არ ფინანსდება ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტები).

მომავალი მასწავლებლების წახალისების მიზნით, 2020-21 სასწავლო წლიდან, ფონდი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო, გორის სასწავლო და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. [4] ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორიცაა: Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, 2017-2020 წწ.
  2. TVET award (2017-2019 წწ.)
  3. English Speaking Union, 2019 წ
  4. მასწავლებელთა ინიციატივების მხარდამჭერი პროექტი 2018/2019 წწ.
  5. მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებების მხარდაჭერა 2018 წ.
  6. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტების სტიპენდირება, 2018 და 2019 წლების ნაკადები
  7. სკოლის ლიდერობის პროექტი 2020 წ.
  8. დებატები უკეთესი განათლებისთვის 2020 წ. [5]
  9. „სასწავლო რესურსები განათლების ხელმისაწვდომობისთვის — სწრაფი რეაგირება პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე 2020 წ.

რესურები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]