შინაარსზე გადასვლა

გუგა კოტეტიშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუგა კოტეტიშვილი (დ. 11 ოქტომბერი, 1962) — ქართველი დიზაინერი და მხატვარი. დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. მუშაობდა ხატვის მასწავლებლად თბილისის მე-6 საშუალო სკოლასა და იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. არის მრავალი ფერწერული გამოფენის, აგრეთვე, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის გამოფენების მონაწილე თბილისში, მოსკოვსა და პარიზში. გაფორმებული აქვს მრავალი წიგნი და რამდენიმე კინოფილმი. შეასრულა მთავარი როლი მხატვრულ ფილმში „ქუჩის დღეები2010 წელს .

თავისუფლების დღიურები, 2009, რადიო „თავისუფლების“ პროექტი, თბ., 2010, გვ. 41

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]