შინაარსზე გადასვლა

გუაიანეკოს არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაიანეკოს არქიპელაგი კოსმოსიდან. 1998 წ.

გაიანეკოს არქიპელაგი (ესპ. Archipiélago Guayaneco) — არქიპელაგი სამხრეთ ჩილეს სანაპიროსთან. ბოლო გამყინვარებისას ეს არქიპელაგი მთლიანად ყინულით იყო დაფარული. მყინვარებმა ამ მთიან კუნძულებზე თავის კვალი დატოვა, რაც უამრავი ღრმა ხეობის არსებობაში გამოიხატება. მთების ფერდობები დაფარულია ტყეებით. ადამიანთა დასახლება ამ კუნძულებზე საკმაოდ იშვიათია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]