გრძნობა და გონება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გრძნობა და მგრძნობელობა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრძნობა და გონება
Sense and Sensibility
SenseAndSensibilityTitlePage.jpg
"გონება და მგრძნობელობის" პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯეინ ოსტინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
გამომცემელი ტ. ეგერტონი, Whitehall
გამოცემის თარიღი 1811
მედია ნაბეჭდი
ISBN NA

გრძნობა და გონებაინგლისელი ნოველისტის ჯეინ ოსტინის რომანი. გამოქვეყნდა 1811 წელს.ეს იყო ოსტინის პირველი გამოცემული რომანი, რომელიც მან დაწერა ფსევდონიმით "ქალბატონი".

ამბავი ვითარდება ელინორსა და მერიანას ,მისტერ დეშვუდის ქალიშვილების გარშემო, რომლებიც მას მეორე ცოლთან ჰყავდა. მათ აგრეთვე ჰყავთ უმცროსი და, მარგარეტი. ასევე უფროსი ნახევარ-ძმა ჯონი. მისტერ დეშვუდის გარდაცვალების შემდეგ, კანონის მიხედვით, ქონება ჯონს გადაეცემა და დეშვუდის ქალები გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნოველა მოგვითხრობს მისის დეშვუდისა და დების ახალ სახლზე, კოტეჯზე ,სადაც ისინი გამოცდიან გაჭირვებას , სასოწარკვეთას ,სიყვარულს და გულის გატეხვას. ამ ნოველაში ელინორი და მერიანი იპოვიან ბალანსს გონებასა (ან წმინდა ლოგიკა) და გრძნობას (ან წმინდა ემოცია) შორის, როგორც ცხოვრებაში ასევე სიყვარულში.

წიგნი რამდენიმეჯერ არის ეკრანიზებული , მათ შორის 1981 წელს სერიალის სახით. რომლის რეჟისორი იყო როდნი ბენეტი. 1995 წელს ფილმის ადაპტირებულ ვერსიაში მთავარ როლებს ასრულებდანენ ემა ტომპსონი, ქეით ვინსლეტი , ალან რიკმენი და ჰიუ გრანტი .რეჟისორი იყო ანგ ლი,ფილმი ამავე წელს საუკეთესო დრამად დასახელდა ოქროს გლობუსსა და ბაფთას ყოველწლიურ ცერემონიაზე; ტამილის ვერსია გამოვიდა 2000 წელს და მას ერქვა კანდუკონდაინ კანდუკონდაინი; 2008 წელს გამოვიდა ბიბისის მიერ გამოშვებული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ადაპტირებული იყო ენდრიუ დეივისის მიერ, ხოლო რეჟისურა ჯონ ალექსანდერს ეკუთვნოდა.

სიუჟეტის შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისტერ დეშვუდის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება - ნორლენდ პარკი - პირდაპირ გადავა ერთადერთი ვაჟის ჯონის მფლობელობაში ,რომელიც მას პირველ ცოლთან ჰყავდა. მისის დეშვუდს (მისტერ დეშვუდის მეორე ცოლს) და მათ ქალიშვილებს ელინორს, მერიენს და მარგარეტს, ჯონის გადაწყვეტილებით ,საკმაოდ მცირე შემოსავალი ერგებათ.

სიკვდილის წინ მისტერ დეშვუდი ჯონს პირობას ჩამოართმევს რომ მან უნდა იზრუნოს თავის ნახევარ დებზე, მაგრამ ჯონის ეგოისტი და ხარბი ცოლი, ფანი, ადვილად დაიყოლიებს ქმარს, რომ მას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს და თავის დებს და მათ დედას თითქმის უფულოდ დატოვებს. ცოლ-ქმარი მამის გარდაცვალების შემდეგ მალევე გადავლენ ნორლენდში და თავიანთ ადგილს დაიკავებენ იქ, როგორც ახალი მფლობელები. დეშვუდის ქალებს მათივე სახლში სტუმრის როლის მორგება უწევთ და იძულებულნი არიან ახალი საცხოვრებლის მოძებნას შეუდგნენ, რაც არც თუ ისე ადვილია მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ფანის ძმა, ედვარდ ფერარსი, მომხიბვლელი, თავმდაბალი, ინტელიგენტი, მაგრამ გულჩათხრობილი და მორცხვი ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვა ნორლენდში დის მოსანახულებლად. მას და ელინორს ერთმანეთის მიმართ სიმპათიით განეწყობიან . მისის დეშვუდი იმედს ამყარებს რომ ისინი დაქორწინდებიან. ფანი შეურაცხყოფილად მიიჩნევს თავს ამ აზრის გამო და განაცხადებს რომ დედამისს, მისის ფერარს, მდიდარ ქვრივს, თავისი შვილისთვის უნდა ჯერ წარმატებული კარიერის შექმნა და რძლად ისეთი ქალი , რომელიც იქნება მაღალი საზოგადოებიდან ,თანაც დიდი ქონების მფლობელი.მისის დეშვუდი გადაწყვეტს ნორლენდის დატოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ედვარდი ყურადღებას იჩენს ელინორის მიმართ, მისი თავშეკავებული ქცევა ელინორისთვის ძნელს ხდის გაიგოს თუ რა განზრახვა ამოძრავებს ედვარდს. ელინორი თავის ახლობლებს განუცხადებს რომ არ უნდა ჰქონდეთ ამ ქორწინების იმედი, თავად გარეგნულად არც იმჩნევს სასოწარკვეთასა და იმედგაცრუებას.

მდიდარი სერ ჯონ მიდელტონი, მისის დეშვუდის ნათესავი, შესთავაზებს მას თავის კოტეჯს და მამულს ბარტონ პარკში და მისის დეშვუდი გადაწყვეტს დათანხმდეს ამ შემოთავაზებას. ის და გოგონებს ახალი სახლი ნორლენდთან შედარებით პატარა,ბნელ და ღარიბულად მოეჩვენებათ, თუმცა შეეცდებიან რომ საუკეთესო გახადონ ის. სერ ჯონი მათ ძალიან თბილად მიიღებს და დაჟინებით მოსთხოვს რომ მასთან და ცოლთან ერთად ყოველდღე ისაუზმონ ბარტონ პარკის დიდ სახლში, რათა შეუერთნენ მათ ოჯახს და სოციალურ ცხოვრებას. აგრეთვე სერ ჯონთან და მის უხალისო ცოლთან ერთად ცხოვრობს სიდედრი ,მისის ჯენინგსი, მდიდარი , მხიარული და მოურიდებელი ქვრივი, რომელიც ძალიან კეთილია და კარგი იუმორის გრძნობა აქვს.იგი გადაწყვეტს რომ დეშვუდის გოგოებს მოუძებნოს ქმრები.

სერ ჯონთან ვიზიტისას,დეშვუდები შეხვდებიან მათ ძველ მეგობარს, დინჯ, წყნარ და ზრდილობიან პოლკოვნიკ ბრენდონს. მალე ნათელი გახდება რომ ბრენდონს მოსწონს მერიანი . მისის ჯენინგსი მერიენს ხშირად უხსენებს მას. მერიენს არ სიამოვნებს ეს სიტუაცია და ვერ წარმოუდგენია რომ იგი შეძლებს პოლკოვნიკ ბრანდონის შეყვარებას, რომელიც უკვე 35 წლისაა.

19-ე საუკუნის ილუსტრაცია, სადაც ჩანს თუ როგორ აჭრის თმას უილობი მერიენს.

ერთხელაც მერიანი, სეირნობისას წვიმაში მოყვება, ფერდობზე დაცურდება და მყეს დაიჭიმავს.ამ დროს გამოჩნდება ჯონ უილობი , რომელიც დეიდის, მისის სმიტის მოსანახულებლად იმყოფება იმ ადგილას. ის მერიანს სახლში წაიყვანს და მალევე მთელი ოჯახის კეთილგანწყობას მოიპოვებს , ის და მერიენი ერთმანეთს ძალიან გვანან კარგი შესახედაობით, რომანტიკული თვისებებით, პოეზიის, მუსიკის და ხელოვნების კარგი ცოდნით, გემოვნებით. უილობი ბრენდონთან შედარებით სრულიად საპირისპირო პიროვნება აღმოჩნდება. ის ყოველდღე დადის მერიანას მოსანახულებლად და ყველა იეჭვებს რომ შეიძლება წყვილი საიდუმლოდ იყოს დანიშნული. ელინორი შეშფოთებულია მერიანის უდარდელი,მხიარული ქცევით უილობის თანდასწრებით და აფრთხილეს მას, მაგრამ მერიანი მას ყურს არ უგდებს. ერთხელაც უილობი და მერიანი ერთად წავლენ სახლის სანახავად, რომელიც უილობის უნდა ერგოს ანდერძით. ელინორი ანერვიულებულია იმით, რომ მერიანი მარტო უნდა წავიდეს იმ სახლის სანახავად, რომლის მფლობელიც არის მისის სმიტი, რომელსაც სრულიად არ იცნობს. ელინორა ვარაუდობს (ასევე მარიანაც), რომ უილობის მერიანი მიჰყავს სწორედ იმ სახლის საჩვენებლად, სადაც წესით ქორწილის შემდეგ უნდა იცხოვრონ. მეორე დღეს უილობთან ვიზიტის შემდეგ მერიანს, მისის დეშვუდი და ელინორი ისტერიკაში ჩავარდნილს აღმოაჩენენ; უილობმა მას განუცხადა რომ დეიდამისი ლონდონში აგზავნის საქმის გამო და ვერ მოახერხებს აქ დაბრუნებას 1 წლის განმავლობაში. ის უარყოფს დეშვუდების წინადადებას მათთან დარჩენაზე და სასწრაფოდ გაემგზავრება. მერიანი დეპრესიაში ჩავარდება და ცდილობს დარდი მუსიკის მეშვეობით გაიქარწყლოს და იმ წიგნების დახმარებით ,რომელსაც უილობი და მერიანი ერთად კითხულობდნენ.

ედვარდ ფერარსი ცოტა ხნით ესტუმრება დეშვუდებს ბარტონის კოტეჯში, მაგრამ სევდიანად და უხასიათოდ იქნება. ელინორი შიშობს რომ ედვარდს მის მიმართ აღარ გააჩნია გრძნობები. თუმცა მერიანისგან განსხვავებით არ იმჩნევს მწუხარებას, გრძნობს რომ მისი მოვალოებაა გარეგნულად არაფერი შეიმჩნიოს დედისა და დის გამო, რომელთაც ჰგონიათ რომ ედვარდს ელინორი უყვარს.

ანა და ლუსი სტილი, ლედი მიდლტონის ვულგარული და გაუნათლებელი ნათესავები, ჩამოდიან ბარტონ პარკში დასარჩენად. სერ ჯონი ლუსის მიანიშნებს რომ ელინორს ედვარდი მოსწონს.შემდეგ ლუსი სტილი გაუმხელს ,რომ ის მისტერ ფერარსზე 4 წელია საიდუმლოდ არის დანიშნული. ელინორი ედვარდს ადანაშაულებს იმაში რომ მან უფლება მისცა იგი მოსწონებდა, მაშინ როდესაც ის დანიშნული იყო. ის ხვდება რომ ედვარდი მაშინ დაინიშნა ლუსიზე როდესაც ის ძალიან ახალგაზრდა და მიამიტი იყო და ალბათ ეს მისი შეცდომა იყო. ელინორი ფიქრობს და იმედოვნებს რომ ედვარდს ლუსი არ უყვარს, მაგრამ არ უნდა მან ლუსის გული გაუტეხოს , ჩაშალოს მათი ნიშნობა და ფიცი დაარღვიოს. ელინორი ცდილობს რომ დამალოს თავისი შინაგანი მდგომარეობა და ლუსის არწმუნებს, რომ იგი არაფერს გრძნობს ედვარდის მიმართ ლუსი კი მას საიდუმლო მეგობრად დაიგულებს. ეს ცოტა სირთულეს წარმოადგენს, რადგანაც ელინორი ხვდება, რომ ლუსის შეიძლება ედვარდი გულწრფელად არ უყვარდეს და მას ბედნიერად ვერ გახდის. ლუსი ელინორს ეტყვის რომ მისის ფერარსი უეჭველად არ დაეთანხმება მათ შეუღლებას და ისინი გეგმავენ მისი გარდაცვალების შემდეგ დაქორწინებას, ან მანამდე თუ ედვარდი იპოვის გზას რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს დედამისისს გარეშე.

ელინორი და მერიანი ზამთარს მისის ჯენინგის სახლში, ლონდონში გაატარებენ. მერიანი ჩასვლისთანავე წერილებს წერს უილობის.ამიტომაც ელინორი დარწმუნებულია, რომ ისინი დანიშნულები არიან, რადგან მხოლოდ დანიშნული წყვილი ურთიერთობს ასე. თუმცა მერიანის წერილები უპასუხოდ რჩება. ერთ-ერთი წვეულების დროს კი, უილობი მას გვერდზე ცივად ჩაუვლის და ასევე მიესალმება. მოგვიანებით ის მიწერს მერიანს, რომ დანიშნული არის მის გრეიზე, მდიდარ ქალზე შემოსავლით 50,000 ევრო (დაახლოებით 1.7 მილიონი ევრო დღევანდელი კურსის მიხედვით)[1] დაუბრუნებს თმის კულულს და წერილებს.მერიანი განადგურებულია და ელინორს წინაშე აღიარებს, რომ ის და უილობი არასდროს ყოფილან დანიშნულები, მაგრამ მას სჯერა რომ უილობისაც უყვარდა იგი.

ამასობაში სიმართლე გაირკვევა უილობის შესახებ; პოლკოვნიკ ბრენდონი ელინორს ეტყვის, რომ უილობიმ ბრენდონის აღსაზრდელი შეაცდინა, თხუთმეტი წლის ელიზა უილიამსი და მიატოვა მაშინ , როდესაც ის ფეხმძიმედ იყო. ბრენდონი ადრე შეყვარებული იყო მის უილიამსის დედაზე, ქალზე რომელიც ჰგავდა მერიანს და რომლის ცხოვრებაც დაინგრა უიღბლო ქორწინების გამო.

ფანი დეშვუდი, რომელიც აგრეთვე ლონდონში იმყოფება, უარყოფს ქმრის წინადადებას, რომელიც სთავაზობს დეშვუდების გოგონების მოწვევას. ამის მაგივრად, ის დაპატიჟებს მის სტილს. ლუსი სტილი ტრაბახს დაიწყებს ელინორთან, რომ ფანის დედა, მისის ფერარსი მას ფავორიტად მიიჩნევს. მართლაც რომ ფანის და მისის ფერარს ძალიან მოეწონებათ ლუსი, ხოლო ამის შემხედვარე მის ანა სტილი გადაწყვიტავს გაამხილოს ლუსის და ედვარდის ნიშნობის ამბავი. როდესაც მისის ფერარსი გაიგებს ედვარდის და ლუსის დანიშნვის ამბავს, ის გაბრაზდებია და გააგდებს მის სტილს ქუჩაში. მისის ფერარსი მოსთხოვს ედვარდს ნიშნობის ჩაშლას, თუ არადა ის დაკარგავს მემკვიდრეობას. ედვარდი, რომელსაც სჯერა რომ ნიშნობის ჩაშლა ლუსისადმი უპატივცემულობა და ფიცის დარღვევა იქნება, უარს ამბობს ამ წინადადებაზე და მისი მემკვიდრეობა მის ძმას რობერტს გადაეცემა. ელინორი და მერიანი წუხან ედვარდის გამო და თვლიან რომ მან კეთილშობილი საქმე გააკეთა ,რადგან სიტყვა არ გატეხა.

ედვარდი გადაწყვეტს გახდეს ოლქის ქორეპისკოპოსი, ხოლო პოლკოვნიკი ბრენდონი, რომელმაც იცის როგორ შეიძლება დაინგრეს შენი ცხოვრება როდესაც შენ სიყვარულს უარყოფენ, გამოხატავს თანაგრძობას ედვარდის სავალალო მდგომარეობის გამო და სთხოვს ელინორის იყოს მისი შუამავალი და შეთავაზონ ედვარდს პასტორის სახლი ბრენდონის მამულში, დელაფორდში, წელიწადში 200 ფუნტად. პოლკოვნიკი პირობას ვერ მისცემს ედვარდს რომ ასეთი შეთავაზებით იგი შეძლებს ლუსიზე დაქორწინებას და ოჯახის რჩენას, თუმცა პირდება რომ საკმარისი იქნება სანამ ის რამე უკეთეს იპოვის. ელინორი ედვარდის ძმას რობერტს შეხვდება და გაკვირვებული დარჩება იმ ფაქტით რომ ედვარდმა არაფერი არ იცის მისი ძმის ქონების გადმოცემის შესახებ.

დების ვიზიტი ლონდონში დასასრულს უახლოვდება. ისინი ემზადებიან კლივლენდის (მისის ჯენინგის სიძის მამულის) გავლით ბარტონში დაბრუნებას. იქ, უილობის გამო დათრგუნული მერიანი არ მიაქცევს თავის ჯანმრთელობას ყურადღებას , სასოწარკვეთილი წვიმაში ივლის და სერიოზულად ავად გახდება. გაიგებს რა უილობი მერიანის ავადმყოფობის ამბავს სასწრაფოდ გაემგზავრება მათთან და გაუმხელს ელინორს რომ მას მართლა უყვარდა მერიანი, მაგრამ რადგანაც მან მემკვიდრეობა დაკარგა მის უილიამსის შეცდენის გამო, გადაწყვეტს დაქორწინდეს მდიდარ მის გრეიზე.

ელინორი მერიანს ეტყვის უილობის ვიზიტის შესახებ. მერიანი აღიარებს რომ მიუხედავად იმისა რომ მას მართლაც უყვარდა უილობი, იგი ვერ იქნებოდა ბედნიერი იმ ადამიანთან რომელმაც შვილი მიატოვა. მერიანი ასევე გააცნობიერებს რომ მისი ავადმყოფობა გამოწვეული იყო დარდის და გადაჭარბებლი მგრძნობიარობის გამო და ის რომ მომკვდარიყო, მორალურად მისი სიკვდილი თვითმკვლელობის ფასის იქნებოდა. ელინორის მხარში ამოდგომის შემდეგ მარიანა შეეცდება დაუბრუნდეს თავის ძველ ცხოვრებას.

დეშვუდების ოჯახი შეიტყობს ლუსის გათხოვებას მისტერ ფერარსზე. როდესაც მისის დეშვუდი დაინახავს თუ როგორი გულგატეხილია ელინორი, საბოლოოდ გააცნობიერებს ელინორის ნამდვილ გრძნობებს ედვარდის მიმართ და წუხს რომ მან არ მიაქცია მეტი ყურადღება შვილს. მოულოდნელად, მეორე დღეს მათ ედვარდი ესტუმრებათ და გაუმხელს რომ სინამდვილეში მისმა ძმამ, რობერტ ფერარსმა მოიყვანა ლუსი ცოლად. მან განაცხადა რომ ის ლუსის მახეში იყო გაბმული, "ქალის რომელიც დიდი ხანია აღარ უყვარდა" , და თურმე ლუსიმ მათი ნიშნობა ჩაშალა,რათა გაყოლოდა ახლა უკვე მდიდარ რობერტს. ედვარდი ელინორს ცოლობას თხოვს და ისიც დათანმხდება. ედვარდი ბოლოს და ბოლოს შეურიგდება დედამისს, რომელიც მას ათი ათას ფუნდს აჩუქებს. ასევე ის შეურიგდება თავის დას ფანის. ედვარდი და ელინორი დაქორწინდებიან და გადავლენ საცხოვრებლად პასტორის სახლში, დელაფორდში.

მისტერ უილობის მფარველი ბოლოს და ბოლოს დაუბრუნებს მას მემკვიდრეობას გონივრულად გადადგმული ნაბიჯის გამო (იგულისხმება ქორწინება). უილობი გააცნობიერებს რომ მერიანთან ქორწინების შემთხვევაშიც ის იგივე შედეგს მიიღებდა და რომ მოქცეულიყო პატიოსნად მას ორივე ექნებოდა - სიყვარული და ფული.

შემდეგი ორი წლის განმავლობაში, მისის დეშვუდი, მერიანი და მარგარეტი ძირითად დროს სულ დელფორდში გაატარებენ. მერიანი დაუახლოვდება და უკეთ გაიცნობს პოლკოვნიკ ბრენდონს.ის 19 წლისა გადაწყვეტს ცოლად გაჰყვეს 37 წლის პოლკოვნიკს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი 20 წლით უფრო მამაკცაზე გათხოვებას მიუღებლად თვლიდა, ნელ-ნელა მას პოლკოვნიკისადმი ღრმა სიყვარული გაუჩნდება. პოლკოვნიკის სახლი პასტორის სახლთან ახლოს მდებარეობს სადაც ელინორი და ედვარდი ცხოვრობენ, ასე რომ დებს და მათ ქმრებს ხშირად შეუძლიათ ერთმანეთს მონახულება.

პერსონაჟები გონება და მგრძნობელობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰენრი დეშვუდი - მდიდარი ჯენტლმენი რომელიც რომანის დასაწყისშივე გარდაიცვლება. ის თხოვს ჯონს, თავის ვაჟს პირველი ცოლიდან რომ მიხედოს (იგულისხმება ფინანსურად უზრუნველყოს) თავის მეორე ცოლს და მათ სამ ქალიშვილს.
  • მისის დეშვუდი - ჰენრი დაშვუდის მეორე ცოლი, რომელიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ. რომანის დასაწყისში ის 40 წლის არის. ისევე როგორც მარიანა, მისის დაშვუდი არის ძალიან ემოციური და ხშირად ამის გამო არასწორი გადაწყვეტილებები მიუღია, დაფუძნებული თავის გრძნობებზე და არა გონებაზე.
  • ელინორ დეშვუდი - მისტერ და მისის დაშვუდების მგრძნობიარე და თავშეკავებული უფროსი ქალიშვილი. ის რომანის დასაწყისში არის 19 წლის. მას მოეწონება ედვარდ ფერარსი, თავისი ნახევარ-ძმის, ჯონის სიძე. ელინორი ყოველთვის აყენებს ოჯახის და მეგობრების ინტერესებს თავის ინტერესებზე წინ და ამის გამო იგი ფარავს თავის ძლიერ ემოციებს რაც სხვების თვალში მას წარმოაჩებს როგორც განსხვავებულს და ცივი გულის მქონეს.
  • მერიენ დეშვუდი -გულუბრყვილო და მგრძნობიარე ქალიშვილი , რომელსაც სჯერა ჭეშმარიტი სიყვარულის და შეუყვარდება ჯონ უილობი.
  • სერ ჯონ მიდლტონი - ბარტონ პარკთან ახლოს მცხოვრები დიდგვაროვანი, რომელიც შესთავაზებს ახალ საცხოვრებელს დეშვუდებს.
  • ჯონ უილობი - ახალგაზრდა ყვაწვილი ,რომელიც დაეხმარება მერიენ დეშვუდს და შეუყვარდება ის . თუმცა დეიდის ზეგავლენის და შიშის გამო გადაწყვეტს მდიდარი ალი შეირთოს ცოლად და ამ გზით უზრუნველყოფილი ცხოვრებით იცხოვროს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The National Archives "Take a Break: Currency Converter". http://www.nationalarchives.gov.uk/currency/default0.asp