გრივერ ფარულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გრივერ ფარულავა
გრივერ ფარულავა.jpg
გრივერ ფარულავა ხანძთას მონასტერში, 2006 წლის 23 აპრილი.
დაბ. თარიღი 5 ივლისი, 1936
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 11 აგვისტო, 2020
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი, წმიდა გიორგის ორდენი

გრივერ ფარულავა (დ. 5 ივლისი, 1936 — გ. 11 აგვისტო, 2020) — ქართველი მეცნიერი, პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი,[1] ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.[2]

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრივერ ფარულავა წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს.

იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეციალურ კურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის ცნობილია მისი წიგნები: „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“, „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ“ და სხვა.

გრივერ ფარულავა წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.[3]

2018 წელს პრეზიდენტმა გრივერ ფარულავას ღირსების ორდენი გადასცა – „სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისთვის“.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]