გრიგოლ წულუკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ წულუკიძე

გრიგოლ წულუკიძე - ინჟინერი, მეცნიერი, აკადემიკოსი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1889
ქუთაისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 22 დეკემბერი, 1950
ეროვნება ქართველი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი

გრიგოლ წულუკიძე (დ. 17 აპრილი, 1889, ქუთაისი, საქართველო — გ. 22 დეკემბერი, 1950) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი საქართველოში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ წულუკიძემ დაამთავრა ავსტრიის ქალაქ ლეობენის უმაღლესი სამთო სასწავლებელი 1911 წელს და ქალაქ ეკატერინოსლავის (ახლადნელი დნეპროპეტროვსკი) სამთო ინსტიტუტი 1914 წელს.

1914-1918 წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ჩრდილოეთ კავკასიის ნავთობის სარეწებზე. 1918-1922 წლებში ტყიბულის მაღაროებში. 1923-1928 წლებში გრიგოლ წულუკიძე იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სამთო კომიტეტის თავმჯდომარე, ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, ხოლო 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

გრიგოლ წულუკიძე 1930-1950 წლებში იყო მადნეულ საბადოთა დამუშავების კათედრის გამგე. იგი აგრეთვე ითვლება საქართველოში სამთოელთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მანვე მეცნიერულად დაასაბუთა ტყიბულის შახტებში ნამუშევარი სივრცის ჰიდრავლიკური ამოვსების პერსპექტიულობაც.

მეცნიერის მონაწილეობით შეიქმნა ქიმიის, გამოყენებითი მინერალოგიის, გეოლოგიის, ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტები. 1959 წლიდან მის სახელს ატარებს სამთო მექანიკის ინსტიტუტი.

გრიგოლ წულუკიძის შრომები ეხება მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების მეთოდებს და აგრეთვე ამ მეთოდების დამშავების კლასიფიკაციას. არის არაერთი ორიგინალური სახელმძღვანელოს ავტორი, მანვე ჩაუყარა საფუძველი ქართულ სამთო ტექნოლოგიურ ტერმინოლოგიას.

მეცნიერს მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი, სახელმწიფო ჯილდო. გრიგოლ წულუკიძე გარდაიცვალა 1950 წლის 22 დეკემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების მეთოდები (ავტორი) // ნაწ. 3. ტ. 2. - თბილისი, ტექნიკა და შრომა, 1948. - 267გვ.
  • მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების მეთოდები (ავტორი) // ტ. 1. ნაწ. 3. - თბილისი, ტექნიკა და შრომა, 1946. - 401გვ.
  • მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების მეთოდები (ავტორი) // ტ. 2. ნაწ. 2: გამოღება. დამუშავების მეთოდები.. - თბილისი, ტექნიკა და შრომა, 1943. - 158გვ.
  • მადნეულ საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების მეთოდები (ავტორი) // ტ. 1. ნაწ. 1 . - თბილისი, ტექნიკა და შრომა, 1941. - 129გვ.
  • ქვანახშირის გამოღების მექანიზაცია (ავტორი). - ტფილისი, ტეხნიკა და შრომა, 1932. - 430გვ.
  • სამთო სამუშაოები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1931. - 292გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 348
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 969

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]