გრიგოლ აბაშიძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ აბაშიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები სამების ქუჩა, განათლების ქუჩა, ეროსი მანჯგალაძის

გრიგოლ აბაშიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი). ანტონ ფურცელაძის ქუჩიდან ალექსანდრე პუშკინის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სამების ქუჩა, რადგან ამ ქუჩაზეა წმინდა სამების ეკლესია (1863). 1923 წელს დაერქვა განათლების ქუჩა. 1983 წელს — ეროსი მანჯგალაძის, 2001 წლიდან გრიგოლ აბაშიძის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. აქვს I შესახვევი, I ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]