გრენადერის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრენადერის ხიდი
რუს. Гренадерский мост
Grenadersky Brdge SPB (img1).jpg
კოორდინატები: 59°58′04″ ჩ. გ. 30°20′13″ ა. გ. / 59.96778° ჩ. გ. 30.33694° ა. გ. / 59.96778; 30.33694
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის
გადებულია დიდი ნევკა
სიგრძე 218,8 
სიგანე 27 
გახსნის თარიღი 1758 წ.
რეკონსტრუქცია 1904, 1951, 1971-1975 წწ.
გრენადერის ხიდი — რუსეთი
გრენადერის ხიდი
გრენადერის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
გრენადერის ხიდი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

გრენადერის ხიდი (რუს. Гренадерский мост) — ტრამვაის, საფეხმავლო და საავტომობილო გასახსნელი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე დიდ ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს ვიბორგის მხარესა და სააფთიაქოს კუნძულს. ხიდის სიგრძეა 218,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ჩაპაევის ქუჩასა და კარპოვკის სანაპიროს გრენადერის ქუჩასათან. ხიდთან ახლოს მდებარეობს ბოტანიკური ბაღი.

დინების ზემო მიმართულებთ მდებარეობს სამპსონიევსკის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — კანტემიროვის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „ვიბორგსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი სახელწოდება ხიდმა მიიღო 1904 წელს. გრენადერების პოლკის ყაზარმების მიხედვით, რომელიც ააშენეს 1803-1809 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მოცურავე ხიდი თანამედროვე გრენადერის ხიდის რაიონში ააგეს 1758 წელს. ეს იყო ქალაქში რიგით მეხუთე მცურავი ხიდი. 1806 წელს მცურავი ხიდი გადაიტანეს თანამედროვე სამპსონიევსკის ხიდის რაიონში, ხოლო ამ ნაწილში მოაწყვეს ბორანი. 1904 წელს ინჟინერმა ი. ს. ზიბერტმა მცირე სამპსონიევსკის პროსპექტის დასაწყისში ააგო ხის ხიდი. ხიდი იყო 12-მალიანი, ხოლო შუა მალა ორფრთიანი და გასახსნელი იყო, იხსნებოდა ხელით. 1951 წელს „Лендормостпроект“-ის ინჟინრის ვ. ვ. ბლაჟევიჩის პროექტის მიხედვით ხიდი გადააკეთეს 18-მალიანად, გასახსნელი მალა ერთფრთიანი გახადეს.

1971-1975 წლებში ინჟინერ ბ. ბ. ლევინისა და არქიტექტორების ლ. ა. ნოსკოვისა და პ. ა. არეშევის პროექტის მიხედვით, დინების ქვემო მიმართულებით 90 მეტრზე, კარპოვკის სანაპიროს დასაწყისში ააგეს ახალი გრენადერის ხიდი.

2008-2009 წლებში მიმდინარეობდა სამუშაოები ტრამვაის ხაზის კაპიტალური რემონტის გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 471—472. — 511 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 233, 334. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Жуковский А. В районе Гренадерского моста // Строительство и архитектура Ленинграда. — Л., 1969. — № 12. — С. 8—9.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]