უშაკოვის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უშაკოვის ხიდი
რუს. Ушаковский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°58′57″ ჩ. გ. 30°18′00″ ა. გ. / 59.98250° ჩ. გ. 30.30000° ა. გ. / 59.98250; 30.30000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია დიდი ნევკა
სიგრძე 205 
სიგანე 27 
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830413000
უშაკოვის ხიდი — რუსეთი
უშაკოვის ხიდი

უშაკოვის ხიდი (რუს. Ушаковский мост) — დიდი ნევკის ერთ-ერთი ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მდინარე ნევკის მარჯვენა სანაპიროს ქვის კუნძულთან და პრიმორსკისა და პეტროგრადის რაიონებს. 1836-1952 წლებში სტროგანოვსკის ხიდის სახელით მოიხსენიებდნენ, უფრო ადრე კამენოსტროვსკის მეორე ხიდად იყო ცნობილი.

დღეისათვის ხიდის განლაგება, ხორციელდება ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულ ხიდთან ახლოს მდებარეობს ნ. გ. კუზნეცოვის სამხედრო-საზღვაო აკადემია. ქვის კუნძულის მხრიდან უშაკოვის ხიდის შესასვლელთან მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია.

უშაკოვის ხიდის ზემოთ არის კამენოსტროვსკის ხიდი, მის ქვემოთ კი ელაგინის მესამე ხიდი. უშაკოვის ხიდთან მდებარე უახლოესი მეტრო სადგურია „შავი მდინარე“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უშაკოვის ხიდის ძველი სახელწოდება სტროგანოვის ხიდი მომდინარეობს, ხიდთან არც თუ ისე შორს მდებარე სტროგანოვის აგარაკიდან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა ა. ს. სტროგანოვს, ხოლო რაც შეეხება თანამედროვე სახელს ხიდს სახელი ადმირალ ფ. უშაკოვის საპატივცემულოდ ეწოდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1786 წელს თავდაპირველად ამ ადგილას აშენდა ხიდი, როგორც მცურავი ხის ხიდი. 1847-1853 წლებში ხიდი გადაკეთდა და შეიძინა როგორც მრავალფუნქციური ხის ხიდის ფუნქციები. შემდგომში ხიდი რამდენჯერმე განახლდა მათ შორის 1906, 1911 და 1935 წლებში. ამჟამინდელი ხიდი 1953 წლიდან 1955 წლამდე აშენდა. ხიდის სიგრძე 205 მეტრი, სიგანე კი — 27 მეტრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 474. — 511 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 337. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]